მოიძებნა 668043 ჩანაწერი
574521.
ბიოლოგია | თავი XLVI
მრავალ არაძუძუმწოვარ ხერხემლიანში საჭმლის მომნელებელ, ექსკრეტორულ და რეპროდუქციულ სისტემებს აქვთ საერთო გასასვლელი გარეთ – კლოაკა, რომელიც ჰქონდა ყველა ხერხემლიანის წინაპარს.
In many nonmammalian vertebrates, the digestive, excretory, and reproductive systems have a common opening to the outside, the cloaca, which was probably present in the ancestors of all vertebrates.
574522.
ბიოლოგია | თავი XLVI
ძუძუმწოვრების უმრავლესობა, პირიქით, მოკლებულია კლოაკას და აქვს ცალკე ხვრელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტისთვის, ხოლო მდედრ ძუძუმწოვრებს ცალკ-ცალკე ხვრელი აქვთ ექსკრეტორული და რეპროდუქციული სისტემებისთვის.
By contrast, most mammals lack a cloaca and have a separate opening for the digestive tract, and most female mammals have separate openings for the excretory and reproductive systems as well.
574523.
ბიოლოგია | თავი XLVI
მრავალი ხერხემლიანის საშვილოსნო ნაწილობრივ ან მთლიანად ორ კამერად არის გაყოფილი.
The uterus of most vertebrates is partly or completely divided into two chambers.
574524.
ბიოლოგია | თავი XLVI
თუმცა ადამიანებში და სხვა ძუძუმწოვრებში, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ნაშიერს წარმოქმნიან, ისევე, როგორც ფრინველებში და გველებში, საშვილოსნო ერთიან სტრუქტურას წარმოადგენს.
However, in humans and other mammals that produce only a few young at a time, as well as in birds and many snakes, the uterus is a single structure.
574525.
ბიოლოგია | თავი XLVI
მამრების რეპროდუქციული სისტემები ძირითადად განსხვავდება კოპულატორული ორგანოებით.
Male reproductive systems differ mainly in the copulatory organs.
574526.
ბიოლოგია | თავი XLVI
ბევრ არაძუძუმწოვარ ხერხემლიანს კარგად განვითარებული პენისი არ აქვს და ეაკულაციის დროს კლოაკას უბრალოდ შიგნით აბრუნებს.
Many nonmammalian vertebrates do not have a well-developed penis and simply turn the cloaca inside out to ejaculate.
574527.
ბიოლოგია | თავი XLVI
რეპროდუქციული ორგანოები წარმოქმნიან გამეტებს და მათ ტრანსპორტს ახორციელებენ.
Reproductive organs produce and transport gametes.
574528.
ბიოლოგია | თავი XLVI
მდედრის რეპროდუქციული სისტემის ანატომია.
Female Reproductive Anatomy.
574529.
ბიოლოგია | თავი XLVI
მდედრის გარეგანი რეპროდუქციული სტრუქტურებია კლიტორი და ორი წყვილი ბაგე, რომელიც კლიტორის და ვაგინალური ხვრელის გარშემო მდებარეობს.
The female's external reproductive structures are the clitoris and two sets of labia, which surround the clitoris and vaginal opening.
574530.
ბიოლოგია | თავი XLVI
შინაგან ორგანოებს წარმოადგენს წყვილი გონადა და სადინარებისა და განყოფილებების სისტემა, რომელთა საშუალებით ხდება როგორც გამეტების გადაადგილება, ასევე ემბრიონისა და ნაყოფის განთავსება.
The internal organs are a pair of gonads and a system of ducts and chambers that carry gametes and house the embryo and fetus.
574531.
ბიოლოგია | თავი XLVI
მდედრის გონადები - საკვერცხეები, მუცლის ღრუში მდებარეობს, ისინი ემიჯნებიან საშვილოსნოს და ემაგრებიან მას მეზენტერიუმით
The female gonads, the ovaries, lie in the abdominal cavity, flanking and attached by a mesentery to the uterus.
574532.
ბიოლოგია | თავი XLVI
თითოეული საკვერცხე ჩასმულია მკვრივ დამცველ კაფსულში და ბევრ ფოლიკულს შეიცავს.
Each Ovary is enclosed in a tough protective capsule and contains many follicles.
574533.
ბიოლოგია | თავი XLVI
ფოლიკულს შემადგენლობაში შედის ერთი კვერცხუჯრედი გარშემორტყმული ფოლიკულური უჯრედების ერთი ან მეტი შრით, რომლებიც კვებავენ კვერცხუჯრედს და უზრუნველყოფენ მის განვითარებას.
A follicle consists of one egg cell surrounded by one or more layers of follicle cells, which nourish and protect the developing egg cell.
574534.
ბიოლოგია | თავი XLVI
400,000 ან მეტი ფოლიკული, რომელიც ქალს ოდესმე ექნება, სავარაუდოდ ფორმირდება მის დაბადებამდე (მაგრამ შეხედეთ სურათ 46.11 ბოლო პარაგრაფს).
Most or all of the 400,000 follicles a woman will ever have are thought to be formed before her birth (but see the last paragraph in Figure 46.11).
574535.
ბიოლოგია | თავი XLVI
მხოლოდ რამდენიმე ასეული ფოლიკული გამოყოფს კვერცხუჯრედებს ქალის რეპროდუქციულ ასაკში.
Only several hundred follicles will release egg cells during a woman's reproductive years.
574536.
ბიოლოგია | თავი XLVI
დაწყებული სქესობრივი მომწიფებიდან და გაგრძელებული მენოპაუზამდე, ყოველი მენსტრუალური ციკლის პერიოდში, ჩვეულებრივ ერთი ფოლიკული მწიფდება და თავის კვერცხუჯრედს გამოყოფს.
Starting at puberty and continuing until menopause, usually one follicle matures and releases egg cells during each menstrual cycle.
574537.
ბიოლოგია | თავი XLVI
ფოლიკულის უჯრედები ასევე პროდუცირებენ ესტროგენებს, მნიშვნელოვან მდედრობით სასქესო ჰორმონს.
The cells of the follicle also produce the primary female sex hormones, the estrogens.
574538.
ბიოლოგია | თავი XLVI
კვერცხუჯრედი ფოლიკულიდან გამოიდევნება ოვულაციის პროცესში.
The egg cell is expelled from the follicle in the process of ovulation.
574539.
ბიოლოგია | თავი XLVI
დარჩენილი ფოლიკულური ქსოვილი შემდგომ იზრდება საკვერცხეში და ქმნის მკვრივ მასას, რომელსაც „ყვითელ სხეულს“ უწოდებენ.
The remaining follicular tissue then grows within the ovary to form a solid mass called the corpus luteum.
574540.
ბიოლოგია | თავი XLVI
ყვითელი სხეული დამატებით გამოყოფს ესტროგენებს და პროგესტერონს, ჰორმონს, რომელიც ხელს უწყობს ორსულობის დროს საშვილოსნოს ამომფენი შრის შენარჩუნებას.
The corpus luteum secretes additional estrogens and progesterone, a hormone that helps maintain the uterine lining during pregnancy.