მოიძებნა 668043 ჩანაწერი
574541.
ბიოლოგია | თავი XLVI
თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა, ყვითელი სხეული იშლება და მომდევნო ციკლის დროს ხდება ახალი ფოლიკულის მომწიფება.
If the egg cell is not fertilized, the corpus luteum disintegrates, and a new follicle matures during the next cycle.
574542.
ბიოლოგია | თავი XLVI
კვერცხსავალი და საშვილოსნო.
Oviducts and Uterus.
574543.
ბიოლოგია | თავი XLVI
მდედრების რეპროდუქციული სისტემა მთლიანად ჩაკეტილი არ არის და კვერცხუჯრედი გამოიყოფა მუცლის ღრუში კვერცხსავალის ანუ ფალოპის ლულის ახლოს.
The female reproductive system is not completely closed, and the egg cell is released into the abdominal cavity near the opening of the oviduct or fallopian tube.
574544.
ბიოლოგია | თავი XLVI
კვერცხსავალს აქვს ძაბრისმაგვარი ხვრელი და სადინარის ამომფენი წამწამიანი ეპითელიუმი ხელს უწყობს კვერცხუჯრედის მიღებას სითხის გადაადგილებით სხეულის ღრუდან სადინარში.
The oviduct has a funnel-like opening, and cilia on the epithelium lining the duct help collect the egg cell by drawing fluid from the body cavity into the duct.
574545.
ბიოლოგია | თავი XLVI
საშვილოსნო არის სქელი, კუნთოვანი ორგანო, რომელსაც შეუძლია ორსულობის დროს გაიჭიმოს და 4კგ-მდე ნაყოფს თავშესაფარი მისცეს.
The uterus is a thick, muscular organ that can expand during pregnancy to accommodate a 4-kg fetus.
574546.
ბიოლოგია | თავი XLVI
საშვილოსნოს შიდა შრე ენდომეტრიუმია, რომელიც სისხლძარღვებითა უხვადაა მომარაგებული.
The inner lining of the uterus, the endometrium, is richly supplied with blood vessels.
574547.
ბიოლოგია | თავი XLVI
საშვილოსნოს ყელი ვაგინაში იხსნება.
The cervix opens into the vagina.
574548.
ბიოლოგია | თავი XLVI
ვაგინა და ვულვა.
Vagina and Vulva.
574549.
ბიოლოგია | თავი XLVI
ვაგინა (საშო) არის თხელკედლიანი განყოფილება, სადაც გროვდება სპერმა კოპულაციის დროს და რომელიც სამშობიარო არხის ფუნქციას ასრულებს, რომლითაც ბავშვის დაბადება ხდება.
The vagina is a thin-walled chamber that is the repository for sperm during copulation, and that serves as the birth canal through which a baby is born.
574550.
ბიოლოგია | თავი XLVI
ადამიანებში ვაგინალურ ხვრელს დაბადებიდან ნაწილობრივ ფარავს ქსოვილის თხელი ნაჭერი – საქალწულე აპკი, რომელიც ჩვეულებრივ ზიანდება სქესობრივი ურთიერთობით ან ძლიერი ფიზიკური მოქმედებით.
At birth, and usually, until sexual intercourse or vigorous physical activity ruptures it, a thin piece of tissue called the hymen partly covers the vaginal opening in humans.
574551.
ბიოლოგია | თავი XLVI
ვაგინალური და იზოლირებული საშარდე ხვრელები მოთავსებულია ღრმულში - კარიბჭეში, რომელსაც საზღვრავს კანის ვიწრო ნაკეცის წყვილი, მცირე ბაგე.
The vaginal opening and the separate urethral opening are located within a recess called the vestibule, bordered by a pair of slender skin folds, the labia minora.
574552.
ბიოლოგია | თავი XLVI
სქელი, ცხიმოვანი ნაოჭის წყვილი – დიდი ბაგე ფარავს და იცავს მცირე ბაგეს და კარიბჭეს.
A pair of thick, fatty ridges, the labia majora, encloses and protects the labia minora and vestibule.
574553.
ბიოლოგია | თავი XLVI
კარიბჭის წინა კიდეში მოთავსებული მოკლე ღერძიანი კლიტორი, რომელიც მრგვალი თავაკის საყრდენს წარმოადგენს, დაფარულია კანის პატარა ჩაჩით.
Located at the front edge of the vestibule, the clitoris consists of a short shaft supporting a rounded glans, covered by a small hood of skin, the prepuce.
574554.
ბიოლოგია | თავი XLVI
სექსუალური აგზნების პერიოდში, კლიტორი, ვაგინა და მცირე ბაგე ივსება სისხლით და დიდდება.
During sexual arousal, the clitoris, vagina, and labia minora all engorge with blood and enlarge.
574555.
ბიოლოგია | თავი XLVI
კლიტორი თითქმის მთლიანად ერექტილურ ქსოვილს შეიცავს.
The clitoris consists largely of erectile tissue.
574556.
ბიოლოგია | თავი XLVI
მდიდარი ნერვული დაბოლოებებით ის სექსუალური სტიმულაციის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მგრძნობიარე წერტილების მატარებელია.
Richly supplied with nerve endings, it is one of the most sensitive points of sexual stimulation.
574557.
ბიოლოგია | თავი XLVI
სქესობრივი აგზნების დროს, ბართოლინის ჯირკვლები, მოთავსებული ვაგინალური ხვრელის ახლოს, კარიბჭეში ლორწოს გამოყოფს, იწვევს მათ დატენიანებას და აადვილებს სქესობრივ ურთიერთობას.
During sexual arousal, Bartholin's glands, located near the vaginal opening, secrete mucus into the vestibule, keeping it lubricated and facilitating intercourse.
574558.
ბიოლოგია | თავი XLVI
სარძევე ჯირკვლები.
Mammary Glands.
574559.
ბიოლოგია | თავი XLVI
სარძევე ჯირკვლები ორივე სქესისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ ჩვეულებრივ ფუნქციონირებს მხოლოდ მდედრებში.
Mammary glands are present in both sexes but normally function only in women.
574560.
ბიოლოგია | თავი XLVI
ისინი რეპროდუქციული სისტემის ნაწილს არ წარმოადგენს, მაგრამ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძუძუმწოვრების რეპროდუქციაში.
They are not part of the reproductive system but are important to mammalian reproduction.