მოიძებნა 668043 ჩანაწერი
574561.
ბიოლოგია | თავი XLVI
ჯირკვლების შიგნით ეპითელური ქსოვილის მცირე პარკები გამოყოფენ რძეს, რომელიც ჩაედინება მრავალ სადინარში და მათი საშუალებით ხვდება დვრილში.
Within the glands, small sacs of epithelial tissue secrete milk, which drains into a series of ducts opening at the nipple.
574562.
ბიოლოგია | თავი XLVI
ცხიმოვანი (ადიპოზური) ქსოვილი ქმნის სარძევე ჯირკვლების მთავარ მასას არამეძუძურ ძუძუმწოვრებში.
Fatty (adipose) tissue forms the main mass of the mammary gland of nonlactating mammals.
574563.
ბიოლოგია | თავი XLVI
მამრებში ესტროგენის დაბალი დონე ხელს უშლის როგორც სეკრეტორული აპარატის, ასევე ცხიმოვანი მარაგის განვითარებას, ამიტომ, მამრის სარძევე ჯირკვალი რჩება პატარა და დვრილები არ არის დაკავშირებული სადინართან.
The low level of estrogen in males prevents the development of both the secretory apparatus and the fat deposits, so male breasts remain small, and the nipples are not connected to the ducts.
574564.
ბიოლოგია | თავი XLVI
მამრობითი რეპროდუქციული ანატომია.
Male Reproductive Anatomy.
574565.
ბიოლოგია | თავი XLVI
ძუძუმწოვრების მრავალ სახეობაში, ადამიანის ჩათვლით, მამრების გარეგან რეპროდუქციულ ორგანოებს სათესლე პარკი და პენისი წარმოადგენს.
In most mammalian species, including humans, the male's external reproductive organs are the scrotum and penis.
574566.
ბიოლოგია | თავი XLVI
შინაგან რეპროდუქციულ ორგანოებს მიეკუთვნება გონადები, რომლებიც გამეტებსა (სპერმის უჯრედებს) და ჰორმონებს გამოიმუშავებს და დამატებითი ჯირკვლები, რომელთა სეკრეტები ხელს უწყობენ სპერმას მოძრაობაში და სადინარები, რომლებსაც სპერმა და ჯირკვლების სეკრეტები გამოაქვს.
The internal reproductive organs consist of gonads that produce gametes (sperm cells) and hormones, accessory glands that secrete products essential to sperm movement, and ducts that carry the sperm and glandular secretions.
574567.
ბიოლოგია | თავი XLVI
მამრობითი გონადები – სათესლეები წარმოადგენს მრავლობითად დახვეულ მილაკებს, რომლებიც გარშემოხვეულია შემაერთებელი ქსოვილის რამდენიმე შრით.
The male gonads, or testes (singular, testis), consist of many highly coiled tubes surrounded by several layers of connective tissue.
574568.
ბიოლოგია | თავი XLVI
ეს სპერმის წარმომქმნელი მილაკებია, ანუ აქ სპერმა წარმოიქმნება.
These tubes are the seminiferous tubules, where sperm form.
574569.
ბიოლოგია | თავი XLVI
ლეიდიგის უჯრედები, რომლებიც ამ მილაკებს შორისაა განლაგებული ტესტოსტერონსა და სხვა ანდროგენებს წარმოქმნის.
The Leydig cells that are scattered between the seminiferous tubules produce testosterone and other androgens.
574570.
ბიოლოგია | თავი XLVI
ძუძუმწოვრების უმრავლესობაში ნორმალური სპერმა სხეულის ტემპერატურაზე არ წარმოიქმნება.
Production of normal sperm cannot occur at the body temperatures of most mammals.
574571.
ბიოლოგია | თავი XLVI
ადამიანისა და სხვა ძუძუმწოვრების სათესლეები მუცლის ღრუს გარეთ, სათესლე პარკშია მოთავსებული, რომელიც სხეულის კედლითაა შემოფარგლული.
The testes of humans and many other mammals are held outside the abdominal cavity in the scrotum, which is a fold of the body wall.
574572.
ბიოლოგია | თავი XLVI
ტემპერატურა სათესლე პარკში მუცლის ღრუსთან შედარებით 2 გრადუსით დაბალია.
The temperature in a scrotum is about 2°C below that in the abdominal cavity.
574573.
ბიოლოგია | თავი XLVI
სათესლეები მუცლის ღრუში, ზემოთ ვითარდება და სათესლე პარკში დაბადების წინ ჩამოდის.
The testes develop high in the abdominal cavity and descend into the scrotum just before birth.
574574.
ბიოლოგია | თავი XLVI
მრავალ მღრღნელში სათესლეები გამრავლების პერიოდამდე მუცლის ღრუში ბრუნდება, რათა არ მოხდეს სპერმის ადრეული მომწიფება.
In many rodents, the testes are drawn back into the abdominal cavity between breeding seasons, interrupting sperm maturation.
574575.
ბიოლოგია | თავი XLVI
ზოგიერთ ძუძუმწოვარს, მათ შორის ერთგასავლიანებს, ვეშაპებს, დელფინებსა და სპილოებს სხეულის ტემპერატურა საკმარისად დაბალი აქვთ და ეს სპერმის მომწიფებისთვის საკმარისია, მათ სათესლეები მუცლის ღრუში მუდმივად უბრუნდებათ.
Some mammals whose body temperature is low enough to allow sperm maturation, such as monotremes, whales, and elephants, retain the testes within the abdominal cavity permanently.
574576.
ბიოლოგია | თავი XLVI
სათესლეების სპერმის წარმომქმნელი მილაკები ეპიდიდიმის დაკლაკნილ მილაკებში შედის.
From the seminiferous tubules of a testis, the sperm pass into the coiled tubules of the epididymis.
574577.
ბიოლოგია | თავი XLVI
იმისთვის, რომ ადამიანის სპერმამ ეპიდიდიმის 6მ სიგრძის მილაკი გაიაროს, დაახლოებით 20 დღეა საჭირო.
It takes about 20 days for sperm to pass through the 6-m-long tubules of each epididymis of a human.
574578.
ბიოლოგია | თავი XLVI
ამ დროში, სპერმა ხდება მოძრავი და მას კვერცხუჯრედის განაყოფიერების უნარი ენიჭება.
During this passage, the sperm become motile and gain the ability to fertilize an egg.
574579.
ბიოლოგია | თავი XLVI
ეაკულაციის დროს სპერმა ეპიდიდიმიდან კუნთოვანი გამომტანი სადინარით წინ გამოდის.
During ejaculation, the sperm are propelled from the epididymis through the muscular vas deferens.
574580.
ბიოლოგია | თავი XLVI
ეს ორი სავალი გზა (ერთი, თითოეული ეპიდიდიმიდან) მიისწრაფვის შარდის ბუშტის წინ მდებარე სათესლე პარკიდან, რომელთაგან თითოეული უკავშირდება სათესლე ბუშტუკს, იგი ეაკულაციურ სადინარს ქმნის.
These two ducts (one from each epididymis) run from the scrotum around and behind the urinary bladder, where each joins a duct from the seminal vesicle, forming an ejaculatory duct.