მოიძებნა 668043 ჩანაწერი
574941.
ბიოლოგია | თავი XLVII
განვითარების ყოველი სტადიის განხილვისას ჩვენ ჯერ იმ სახეობებს შევეხებით, რომელთა შესახებაც მეტია ცნობილი და შემდეგ შევადარებთ იგივე პროცესებს სხვა სახეობებში.
For each stage of development, we first consider the species for which the most is known and then compare what is known about the same process in other species.
574942.
ბიოლოგია | თავი XLVII
დავიწყებთ სპერმით კვერცხუჯრედის განაყოფიერების პროცესის განხილვით.
We begin by looking at the fertilization of an egg cell by a sperm.
574943.
ბიოლოგია | თავი XLVII
განაყოფიერება. სპერმა და კვერცხი (გამეტები), რომლებიც განაყოფიერების დროს მაღალსპეციალიზებულ წარმონაქმნად ერთიანდება, განვითარების სერიებს ჯერ კიდევ მშობლების სათესლესა და საკვერცხეში გადის.
Fertilization. The sperm and egg (gametes), which unite during fertilization, are both highly specialized cell types produced by a complex series of developmental events in the testes and ovaries of the parents.
574944.
ბიოლოგია | თავი XLVII
განაყოფიერების ძირითად არსს წარმოადგენს ქრომოსომების ნაკრების მიხედვით ორი ჰაპლოიდური უჯრედის დაკავშირება ერთ დიპლოიდურ უჯრედად.
The main function of fertilization is to combine haploid sets of chromosomes from two individuals into a single diploid cell.
574945.
ბიოლოგია | თავი XLVII
მეორე, მნიშვნელოვანი ფუნქცია კვერცხის აქტივაციაა: სპერმასთან კონტაქტის დროს კვერცხის ზედაპირზე მიმდინარე მეტაბოლური რეაქციები ემბრიონულ განვითარებას აძლევს საწყისს.
Another key function is activation of the egg: Contact of the sperm with the egg's surface initiates metabolic reactions within the egg that trigger the onset of embryonic development.
574946.
ბიოლოგია | თავი XLVII
განაყოფიერება ძირითადად ზღვის ზღარბებშია შესწავლილი.
Fertilization has been studied most extensively in sea urchins.
574947.
ბიოლოგია | თავი XLVII
მათი გამეტების კომბინირება ზღვის წყალში ადვილად მისაღწევია ლაბორატორიულ პირობებში და შემდგომ მოვლენებზე დაკვირვებაც ადვილია.
Their gametes can simply be combined in seawater in the laboratory, and subsequent events are easily observed.
574948.
ბიოლოგია | თავი XLVII
მიუხედავად იმისა, რომ ზღვის ზღარბები (Phylum Echinodermata) ხერხემლიანებსა და ქორდიანებსაც კი არ მიეკუთვნებიან, ისინი ამ ორ ჯგუფს დეიტეროსომების მახასიათებლებით ემსგავსებიან.
Although sea urchins (phylum Echinodermata) are not vertebrates or even chordates, they share with those two groups the characteristic of being deuterostomes.
574949.
ბიოლოგია | თავი XLVII
დეტალების გამორიცხვით, ხერხემლიანებში იგივე პროცესების შესასწავლად ზღვის ზღარბის განაყოფიერება და ადრეული განვითარება კარგ, ზოგად მოდელს წარმოადგენს.
Despite differences in details, fertilization and early development in sea urchins provide good general models for similar events in vertebrates.
574950.
ბიოლოგია | თავი XLVII
აკროსომული რეაქციები.
The Acrosomal Reaction.
574951.
ბიოლოგია | თავი XLVII
ჟელატინური გარსი, რომელიც კვერცხს გარედან ფარავს, ხსნადი მოლეკულების წყაროს წარმოადგენს.
The jelly coat that surrounds the egg provides a source of soluble molecules that attract the sperm.
574952.
ბიოლოგია | თავი XLVII
როგორც კი ზღვის ზღარბის სპერმული უჯრედის თავი ეხება კვერცხის ჟელატინურ გარსს, მასში არსებული მოლეკულები აკროსომულ რეაქციას ჩართავენ.
When the head of a sperm cell comes into contact with the jelly coat, molecules present in the egg's coat trigger the acrosomal reaction.
574953.
ბიოლოგია | თავი XLVII
ეს პროცესი იწყება მაშინვე, როგორც კი სპერმის წვერზე არსებული ვეზიკულა – აკროსომა ჰიდროლიზურ ფერმენტებს გამოყოფს.
This process begins when a specialized vesicle at the tip of the sperm, called the acrosome, discharges hydrolytic enzymes.
574954.
ბიოლოგია | თავი XLVII
ეს ფერმენტები მოინელებენ რა ჟელატინურ გარსს, სპერმის სტრუქტურას აძლევენ საშუალებას, განავითაროს აკროსომული მორჩი ჟელატინურ გარსში შესაღწევად.
These enzymes digest the jelly coat, enabling an elongating sperm structure called the acrosomal process to penetrate the jelly coat.
574955.
ბიოლოგია | თავი XLVII
აკროსომული მორჩის წვერის ცილოვანი მოლეკულები კვერცხის ზედაპირზე არსებულ სპეციფიკურ რეცეპტორებს ეწებება.
A protein on the tip of the acrosomal process then adheres to molecules of a specific receptor protein on the egg's surface.
574956.
ბიოლოგია | თავი XLVII
ეს რეცეპტორები კვერცხის პლაზმური მემბრანის ყვითრის არხით – ჟელატინური გარსის ქვეშ მოთავსებული ექსტრაცელულარული მატრიქსული მოლეკულების გზით ვრცელდებიან.
These receptors extend from the plasma membrane of the egg cell through the vitelline layer, a meshwork of extracellular matrix molecules lying under the jelly coat.
574957.
ბიოლოგია | თავი XLVII
ზღვის ზღარბი, ისევე, როგორც სხვა ცხოველების კვერცხი „კლიტე-გასაღების” შეცნობის პრინციპით მხოლოდ იგივე სახეობის სპერმით ნაყოფიერდება.
In sea urchins and many other animals, this "lockand-key" recognition of molecules ensures that eggs will be fertilized only by sperm of the same species.
574958.
ბიოლოგია | თავი XLVII
ამგვარი სახეობრივი სპეციალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია წყლის გარემოში, სადაც სხვა სახეობის გამეტებიც არსებობს.
Such species specificity is especially important when fertilization occurs externally in water, where gametes of other species are likely to be present.
574959.
ბიოლოგია | თავი XLVII
აკროსომის წვერის შეხება კვერცხის მემბრანაზე სპერმისა და კვერცხის მემბრანების შერწყმას და სპერმის ბირთვის კვერცხის ციტოპლაზმაში შემდგომ შეღწევას იწვევს.
Contact of the tip of the acrosome with the egg membrane leads to the fusion of sperm and egg plasma membranes and the entry of the sperm nucleus into the cytoplasm of the egg.
574960.
ბიოლოგია | თავი XLVII
როგორც შეხება, ისე მემბრანების შერწყმა კვერცხუჯრედის პლაზმური მემბრანის იონური არხების გახსნას იწვევს. ამას კვერცხუჯრედში ნატრიუმის იონების შესვლა და მემბრანული პოტენციალის ცვლილება მოჰყვება.
Either contact or fusion of the membranes causes ion channels to open in the egg cell's plasma membrane, allowing sodium ions to flow into the egg cell and change the membrane potential.