მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575001.
ბიოლოგია | თავი XLVII
სპერმის თავზე რეცეპტორულ მოლეკულებზე დამაგრება იწვევს აკროსომულ რეაქციას ისევე, როგორც ეს ზღვის ზღარბის სპერმაზე მიმდინარეობს.
Binding of the sperm head to receptor molecules induces an acrosomal reaction similar to that of sea urchin sperm.
575002.
ბიოლოგია | თავი XLVII
აკროსომიდან გადმოღვრილი ჰიდროლიზური ფერმენტები ხელს უწყობენ სპერმის უჯრედს გაარღვიოს გამჭვირვალე ზონა და შეაღწიოს კვერცხის პლაზმურ მემბრანაში.
Hydrolytic enzymes spilled from the acrosome enable the sperm cell to penetrate the zona pellucida and reach the plasma membrane of the egg.
575003.
ბიოლოგია | თავი XLVII
აკროსომული რეაქცია სპერმის მემბრანის იმ ცილების გაშიშვლებას იწვევს, რომლებიც უკავშირდებიან კვერცხის პლაზმურ მემბრანას.
The acrosomal reaction also exposes a protein in the sperm membrane that binds with the egg's plasma membrane.
575004.
ბიოლოგია | თავი XLVII
ისევე, როგორც ზღვის ზღარბის განაყოფიერებისას, სპერმის უჯრედის დაკავშირება კვერცხუჯრედთან მასში ცვლილებებს იწვევს, რასაც მოჰყვება ქერქული რეაქცია – ქერქული გრანულებიდან ფერმენტების გამოყოფა, რომლებიც უჯრედს ეგზოციტოზის გზით ტოვებენ.
As in sea urchin fertilization, the binding of a sperm cell to the egg triggers changes within the egg leading to a cortical reaction, the release of enzymes from cortical granules to the outside of the cell via exocytosis.
575005.
ბიოლოგია | თავი XLVII
ფერმენტების გამოყოფა გამჭვირვალე ზონის თანმიმდევრულ ცვლილებებს იწვევს, რაც შემდეგ მოქმედებს, როგორც პოლისპერმიის ნელი ბლოკატორი (ძუძუმწოვრების პოლისპერმიის სწრაფი ბლოკატორის მექანიზმი ცნობილი არ არის).
The released enzymes catalyze alterations of the zona pellucida, which then functions as the slow block to polyspermy. (There is no known fast block to polyspermy in mammals.)
575006.
ბიოლოგია | თავი XLVII
კვერცხისა და სპერმის მემბრანების შერწყმის შემდეგ სპერმა მთლიანად, კუდიანად შედის კვერცხში, რომელსაც დაკარგული აქვს ცენტროსომა.
After the egg and sperm membranes fuse, the whole sperm, tail and all, is taken into the egg, which lacks a centrosome.
575007.
ბიოლოგია | თავი XLVII
ცენტროსომა ფორმირდება ცენტრიოლის ირგვლივ, რომელიც ისე მოქმედებს, როგორც სპერმის შოლტის ბაზალური სხეული.
A centrosome forms around the centriole that acted as the basal body of the sperm's flagellum.
575008.
ბიოლოგია | თავი XLVII
ეს ცენტროსომა, რომელიც ახლა შეიცავს მეორე ცენტრიოლს, ზიგოტაში ორ ცენტროსომას გაორმაგებით წარმოქმნის.
This centrosome, which now includes a second centriole, duplicates to form two centrosomes in the zygote.
575009.
ბიოლოგია | თავი XLVII
ეს კი უჯრედების პირველი გაყოფისთვის აუცილებელი მიტოზური თითისტარის გენერაციას იწვევს.
These will generate the mitotic spindle for the first cell division.
575010.
ბიოლოგია | თავი XLVII
ძუძუმწოვრების სპერმისა და კვერცხის ჰაპლოიდური უჯრედები მაშინვე არ ერწყმის ერთმანეთს, როგორც ეს ზღვის ზღარბის განაყოფიერების დროს ხდება.
The haploid nuclei of mammalian sperm and egg do not fuse immediately as in sea urchin fertilization.
575011.
ბიოლოგია | თავი XLVII
სამაგიეროდ, ორივე უჯრედის გარსი დისპერსირდება და ქრომოსომების ორი ნაკრები (თითო თითოეული გამეტიდან) ქმნის ქრომოსომების საერთო თითისტარის ზიგოტის პირველი გაყოფისთვის.
Instead, the envelopes of both nuclei disperse, and the two sets of chromosomes (one set from each gamete) share a common spindle apparatus during the first mitotic division of the zygote.
575012.
ბიოლოგია | თავი XLVII
ამგვარად, პირველი გაყოფის შემდეგ დიპლოიდური ბირთვი ორ შვილეულ უჯრედს ქმნის და ორივე მშობლის ქრომოსომები ერთ ბირთვში თავსდება.
Thus, only after this first division, as diploid nuclei form in the two daughter cells, do the chromosomes from the two parents come together in nucleus.
575013.
ბიოლოგია | თავი XLVII
განაყოფიერება ძუძუმწოვრებში უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ზღვის ზღარბში: უჯრედების პირველი დაყოფა სპერმის დაკავშირებიდან 12-36 საათის შემდეგ ხდება, ზღვის ზღარბების 90წთ-იანი პერიოდისგან განსხვავებით.
Fertilization is much slower in mammals than in the sea urchin; the first cell division occurs 12-36 hours after sperm binding in mammals, compared with about 90 minutes in sea urchins.
575014.
ბიოლოგია | თავი XLVII
დანაწევრება. განაყოფიერების დამთავრებისთანავე უჯრედების სწრაფი გაყოფის ერთმანეთის მიყოლებული სერია იწყება.
Cleavage. Once fertilization is completed, a succession of rapid cell divisions ensues.
575015.
ბიოლოგია | თავი XLVII
ამ პერიოდის განმავლობაში, რომელსაც დანაწევრება ეწოდება, უჯრედები გაივლიან უჯრედული ციკლის S (დნმ-ის სინთეზის) და M (მიტოზის) ფაზებს. მაგრამ ხშირად G1 და G2 ფაზები ვირტუალურად გამოტოვებულია და, შესაბამისად, ცილა ან ძალიან ცოტა რაოდენობით, ან სულ არ სინთეზირდება.
During this period, called cleavage, the cells undergo the S (DNA synthesis) and M (mitosis) phases of the cell cycle, but often virtually skip the G1 and G2 phases, so little or no protein synthesis occurs.
575016.
ბიოლოგია | თავი XLVII
ემბრიონი, განვითარების ამ პერიოდში, ზომაში არ იმატებს.
The embryo does not enlarge during this period of development.
575017.
ბიოლოგია | თავი XLVII
დანაწევრების დროს უბრალოდ ერთი დიდი უჯრედის – ზიგოტის ციტოპლაზმა ნაწევრდება მრავალ პატარა ზომის უჯრედად, რომელსაც ბლასტომერები ეწოდება, თითოეულ ამ უჯრედს საკუთარი ბირთვი აქვს.
Cleavage simply partitions the cytoplasm of one large cell, the zygote, into many smaller cells called blastomeres, each with its own nucleus.
575018.
ბიოლოგია | თავი XLVII
ხუთიდან შვიდამდე დანაწევრება ქმნის უჯრედების ნაკრებს, რომელსაც მორულა ეწოდება (ლათ. “mulberry”, ემბრიონის ამ სტადიისთვის წილების არასწორი ზედაპირის აღსანიშნავად).
The first five to seven divisions form a cluster of cells known as the morula (Latin for "mulberry," in reference to the lobed surface of the embryo at this stage).
575019.
ბიოლოგია | თავი XLVII
სითხით სავსე სიღრუე, რომელსაც ბლასტოცელი ეწოდება, მორულას შიგნით იწყებს ფორმირებას და ვითარდება სრულყოფილ ბლასტულად, რომელიც უჯრედებით შექმნილ ღრუ სფეროს წარმოადგენს.
A fluid-filled cavity called the blastocoel begins to form within the morula and is fully formed in the blastula, which is a hollow ball of cells.
575020.
ბიოლოგია | თავი XLVII
დაყოფის განმავლობაში კვერცხში არსებული საწყისი ციტოპლაზმის სხვადასხვა უბანი სხვადასხვა ბლასტომერში ლაგდება.
During cleavage, different regions of cytoplasm present in the original undivided egg cell end up in separate blastomeres.