მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575061.
ბიოლოგია | თავი XLVII
ფრინველებში ამ ორ შრეს შორის არსებული სიღრუე ბლასტოცელია, რომელიც ბლასტულის ეკვივალენტურია, თუმცა მისი ფორმა განსხვავდება ზღვის ზღარბისა და ბაყაყის ადრეული ემბრიონების ღრუ სფეროსგან.
The cavity between these two layers is the avian version of the blastocoel, and this embryonic stage is the avian equivalent of the blastula, although its form is different from the hollow ball of an early sea urchin or frog embryo.
575062.
ბიოლოგია | თავი XLVII
მწერებში, მაგალითად, დროზოფილში, ზიგოტის ბირთვი ყვითრის მასის შიგნითაა მოთავსებული.
In insects such as Drosophila, the zygote's nucleus is situated within a mass of yolk.
575063.
ბიოლოგია | თავი XLVII
დანაწევრება ბირთვის მიტოზური დაყოფით იწყება, რასაც თან არ სდევს ციტოკინეზი.
Cleavage begins with the nucleus undergoing mitotic divisions that are not accompanied by cytokinesis.
575064.
ბიოლოგია | თავი XLVII
ასეთი მიტოზური დაყოფა მრავალ ასეულ ბირთვს იძლევა, რომელიც ჯერ ყვითრს გაივლის და მოგვიანებით მიგრირებს ემბრიონის სხვა უბნებისკენ.
These mitotic divisions produce several hundred nuclei, which at first spread throughout the yolk and later migrate to the outer edge of the embryo.
575065.
ბიოლოგია | თავი XLVII
მიტოზის სხვა მრავალი რაუნდის შემდეგ, პლაზმის მემბრანა შემოსაზღვრავს თითოეულ ბირთვს და ემბრიონი, რომელიც ახლა ბლასტულის ეკვივალენტურია, შეიცავს “6.000 უჯრედისგან შემდგარ ყვითრის მასით დაფარულ ერთ შრეს.
After several more rounds of mitosis, a plasma membrane forms around each nucleus, and the embryo, now the equivalent of a blastula, consists of a single layer of about 6,000 cells surrounding a mass of yolk.
575066.
ბიოლოგია | თავი XLVII
გასტრულაცია.
Gastrulation.
575067.
ბიოლოგია | თავი XLVII
მიუხედავად იმისა, რომ გასტრულაცია დეტალებში განსხვავებულად მიმდინარეობს ცხოველთა სხვადასხვა ჯგუფში, პროცესების მექანიზმებს ყველა სახეობაში მაინც ერთი მიმართულება აქვს: ცვლილებები უჯრედების ფორმაში, მოძრაობისა და სხვა უჯრედებთან და ექსტრაცელულარული მატრიქსის სხვა მოლეკულებთან შეწებების უნარში.
Although gastrulation differs in detail from one animal group to another, the process is driven by the same general mechanisms in all species: changes in cell motility, changes in cell shape, and changes in cellular adhesion to other cells and to molecules of the extracellular matrix.
575068.
ბიოლოგია | თავი XLVII
გასტრულაციის შედეგად ბლასტულას ზედაპირზე ან მასთან ახლოს მდებარე ზოგიერთი უჯრედი მიემართება შიგნით და უჯრედების სამშრიანი წარმონაქმნი მიიღება.
The result of gastrulation is that some of the cells at or near the surface of the blastula move to an interior location, and three cell layers are established.
575069.
ბიოლოგია | თავი XLVII
სამშრიან ემბრიონს გასტრულა – გასტრულა (მრავლობითში - gastrulae) ეწოდება.
The three-layered embryo is called the gastrula (plural, gastrulae).
575070.
ბიოლოგია | თავი XLVII
უჯრედების ახალი მდებარეობა გასტრულას შრეებში მათ ურთიერთობის ახალი გზების დამყარების საშუალებას აძლევს.
The positioning of the cell layers in the gastrula allows cells to interact with each other in new ways.
575071.
ბიოლოგია | თავი XLVII
გასტრულაციის შედეგად მიღებული სამი შრე ემბრიონული ქსოვილებია, რომლებსაც აქვთ საერთო სახელწოდება - ჩანასახოვანი შრეები.
The three layers produced by gastrulation are embryonic tissues collectively termed the embryonic germ layers.
575072.
ბიოლოგია | თავი XLVII
ექტოდერმა წარმოიქმნება გასტრულის გარეთა შრის უჯრედებისგან, ენტოდერმა შიგნითა შრის უჯრედებისგან და დასაბამს აძლევს საკვების მომნელებელ ტრაქტს. მეზოდერმა ავსებს სივრცეს ექტოდერმასა და ენდოდერმას შორის.
The ectoderm forms the outer layer of the gastrula; the endoderm lines the embryonic digestive tract; and the mesoderm partly fills the space between the ectoderm and the endoderm.
575073.
ბიოლოგია | თავი XLVII
უჯრედების ამ სამი შრისგან ვითარდება მოზრდილი ცხოველის ყველა ქსოვილი და ორგანო.
Eventually, these three cell layers develop into all the tissues and organs of the adult animal.
575074.
ბიოლოგია | თავი XLVII
ჩვენ აქ თვალყურს გავადევნებთ იმ მოვლენებს, რომლებიც ვითარდება გასტრულაციის დროს ზღვის ზღარბში, ბაყაყსა და წიწილაში.
Here we examine the events that occur during gastrulation in the sea urchin, frog, and chick.
575075.
ბიოლოგია | თავი XLVII
სურ. 47.11. აჩვენებს ზღვის ზღარბის ემბრიონის განვითარების სტადიებს (გასტრულაციას).
Figure 47.11 outlines gastrulation in a sea urchin embryo.
575076.
ბიოლოგია | თავი XLVII
ამ ცხოველის ბლასტულა შეიცავს უჯრედების ერთ შრეს ცენტრალურად განლაგებული ბლასტოცელით.
The sea urchin blastula consists of a single layer of cells enclosing the centrally located blastocoel.
575077.
ბიოლოგია | თავი XLVII
გასტრულაცია ვეგეტატიური პოლუსით იწყება, სადაც ინდივიდუალური უჯრედები გამოიყოფა ბლასტულიდან და შედის ბლასტოცელში, როგორც მიგრაციული უჯრედი, რომელსაც მეზენქიმური უჯრედი ეწოდება.
Gastrulation begins at the vegetal pole, where individual cells detach from the blastula wall and enter the blastocoel as migratory cells called mesenchyme cells.
575078.
ბიოლოგია | თავი XLVII
ვეგეტატიურ პოლუსის დარჩენილი უჯრედები ნელ-ნელა იზნიქება და ქმნის ვეგეტატიურ ფირფიტას, რომელიც საბოლოოდ ჩაიზნიქება, ამ პროცესს ინვაგინაცია ეწოდება.
The remaining cells near the vegetal pole flatten slightly and form a vegetal plate that buckles inward, a process called invagination.
575079.
ბიოლოგია | თავი XLVII
ვეგეტატიური ფირფიტა განიცდის უჯრედების ისეთ ტრანსფორმაციას, რომლის შედეგად ინვაგინაცია გრძელდება მანამ, სანამ არ წარმოიქმნება პრიმიტიული მილი – არქენტერონი.
The buckled vegetal plate then undergoes extensive rearrangement of its cells, transforming the shallow invagination into a deeper, narrower, blind-ended tube called the archenteron, or primitive gut.
575080.
ბიოლოგია | თავი XLVII
არქენტერონის გახსნილი ბოლოს, რომელიც ანუსად გარდაიქმნება, ბლასტოპორი ეწოდება.
The open end of the archenteron, which will become the anus, is called the blastopore.