მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575041.
ბიოლოგია | თავი XLVII
სურ. 47.9 აჩვენებს დანაწევრების მიმართულებას ბაყაყებში საწყისი გაყოფის დროს.
Figure 47.9 shows the cleavage planes during the initial cell divisions in frogs.
575042.
ბიოლოგია | თავი XLVII
ბაყაყის პირველი ორი სიგრძივი (ვერტიკალური) გაყოფის შედეგად მიიღება ერთი ზომის 4 ბლასტომერი, თითოეული მიმართულია ცხოველური პოლუსიდან მცენარეულისკენ.
The first two divisions in frogs are meridional (vertical), resulting in four blastomeres of equal size, each extending from the animal pole to the vegetal pole.
575043.
ბიოლოგია | თავი XLVII
მესამე დანაწევრება ეკვატორულია (ჰორიზონტალური) და იძლევა 8-უჯრედიან ემბრიონს.
The third division is equatorial (horizontal), producing an eight-celled embryo.
575044.
ბიოლოგია | თავი XLVII
თუმცა, ყვითრის ძალიან არათანაბარი დანაწილება ბაყაყის ზიგოტაში გადააადგილებს მიტოზურ აპარატს და საბოლოო ციტოკინეზს ცხოველური ბოლოსკენ, დაყოფილი უჯრედების ეკვატორული დანაწევრების დროს.
However, the highly uneven distribution of yolk in the frog zygote displaces the mitotic apparatus and eventual cytokinesis toward the animal end of the dividing cells in equatorial divisions.
575045.
ბიოლოგია | თავი XLVII
ამგვარად, 8-უჯრედიან სტადიაში ცხოველური ჰემისფეროს 4 ბლასტომერი უფრო პატარა ზომისაა, ვიდრე მცენარეულისა.
Thus, the four blastomeres in the animal hemisphere are smaller than those in the vegetal hemisphere at the eight-cell stage.
575046.
ბიოლოგია | თავი XLVII
ყვითრის გადანაწილების ეფექტი განაპირობებს თანამიმდევრულ დანაწევრებას.
The displacing effect of the yolk persists in subsequent divisions.
575047.
ბიოლოგია | თავი XLVII
დანაწევრების შედეგად მიიღება ჯერ მორულა და შემდგომ ბლასტულა.
Continued divisions produce a morula and then a Blastula.
575048.
ბიოლოგია | თავი XLVII
თუმცა, ზღვის ზღარბისა და ზოგიერთი სხვა ცხოველის კვერცხი ბაყაყის კვერცხთან შედარებით ნაკლებ ყვითრს შეიცავს, მათ აქვთ ცხოველურ/მცენარეული ღერძი, რაც განპირობებულია სხვა ნივთიერებების არათანაბარი განაწილებით.
Although the eggs of sea urchins and some other animals have less yolk than frog eggs, they still have an animalvegetal axis, owing to uneven distribution of other substances.
575049.
ბიოლოგია | თავი XLVII
თუმცა, ყვითრით გამოწვეული შეზღუდვის გარეშე მიმდინარე დაყოფის დროს წარმოქმნილი ბლასტომერები მეტ-ნაკლებად ერთი ზომისაა, ყოველ შემთხვევაში პირველ დანაწევრებათა დროს.
Without the restraint imposed by yolk, however, the blastomeres formed during cleavage are more likely to be of similar size, particularly during the first few divisions.
575050.
ბიოლოგია | თავი XLVII
მიუხედავად ამისა, ბაყაყებში დაყოფის ძირითადი პატერნები ისევე გამოიყურება, როგორც ზღვის ზღარბში და სხვა ექინოდერმებში, ყველა ქორდიანში და, საერთოდ, ყველა ცხოველში, რომელიც დეიტეროსტომებს მიეკუთვნება.
Nonetheless, the general cleavage pattern seen in frogs is also seen in sea urchins and other echinoderms, in chordates, and indeed in all animals classified as deuterostomes.
575051.
ბიოლოგია | თავი XLVII
იმ ცხოველებში, რომელთა კვერცხი შესაბამისად ყვითრის მცირე რაოდენობას შეიცავს, ბლასტოცელი ცენტრში თავსდება.
In animals whose eggs contain relatively little yolk, the blastocoel is centrally located.
575052.
ბიოლოგია | თავი XLVII
ფრინველების, რეპტილიების, ბევრი თევზის და მწერის კვერცხში ყვითრი განსაკუთრებით ყუათიანია და თვალსაჩინო გავლენას ახდენს დაყოფაზე.
Yolk is most plentiful and has its most pronounced effect on cleavage in the eggs of birds, other reptiles, many fishes, and insects.
575053.
ბიოლოგია | თავი XLVII
ფრინველებში, მაგალითად, კვერცხის ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ყვითრს ვუწოდებთ, სინამდვილეში ყვითრის საკვებით ამოვსებული კვერცხუჯრედია.
In birds, for example, the part of the egg we commonly call the yolk is actually the egg cell, swollen with yolk nutrients.
575054.
ბიოლოგია | თავი XLVII
ცხოველურ პოლუსზე აქტიური ციტოპლაზმის მცირე ზომის დისკია მოთავსებული.
There is a very small disk of actual cytoplasm located at the animal pole.
575055.
ბიოლოგია | თავი XLVII
ეს უზარმაზარი უჯრედი გარშემორტყმულია ცილებით სავსე ხსნარით (კვერცხის ცილა), რომელიც დამატებით საკვებით უზრუნველყოფს მოზარდ ემბრიონს.
This enormous cell is surrounded by a protein-rich solution (the egg white) that will provide additional nutrients for the growing embryo.
575056.
ბიოლოგია | თავი XLVII
განაყოფიერებული კვერცხის დაყოფა შეზღუდულია უყვითრო ციტოპლაზმის მცირე დისკით და მას არ შეუძლია შეაღწიოს ყვითრის სისქეში; ამგვარად, ყვითრი რჩება დაუნაწევრებელი.
Cleavage of the fertilized egg is restricted to the small disk of yolk-free cytoplasm and cannot penetrate through the dense yolk; thus, the yolk remains uncleaved.
575057.
ბიოლოგია | თავი XLVII
ყვითრით მდიდარი კვერცხის ეს არასრული დაყოფა ცნობილია, როგორც მეროლობლასტური დაყოფა.
This incomplete division of a yolk-rich egg is known as meroblastic cleavage.
575058.
ბიოლოგია | თავი XLVII
ის განსხვავდება ჰოლობლასტური დაყოფისგან, რაც კვერცხის სრული დანაწევრებით მიმდინარეობს იმ ორგანიზმებში, რომლებსაც ცოტა (როგორც ზღვის ზღარბს) და საშუალო რაოდენობის (როგორც ბაყაყს) ყვითრი აქვთ.
It contrasts with holoblastic cleavage, the complete division of eggs having little yolk (as in sea urchins) or a moderate amount of yolk (as in frogs).
575059.
ბიოლოგია | თავი XLVII
ადრეული დაყოფის ნაწევრები ფრინველის ემბრიონში წარმოქმნის უჯრედების ნაკრებს, რომელსაც ბლასტოდერმა ეწოდება, განლაგებულია კვერცხის დაუყოფელ ყვითრზე.
Early cleavage divisions in a bird embryo produce a cap of cells called the blastoderm, which rests on the undivided egg yolk.
575060.
ბიოლოგია | თავი XLVII
ბლასტომერები ზედა და ქვედა შრეებად ეპიბლასტად და ჰიპობლასტად გამოიყოფა.
The blastomeres then sort into upper and lower layers, the epiblast and hypoblast.