მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575101.
ბიოლოგია | თავი XLVII
ყველა უჯრედი, რომელთაგან შემდგომში ემბრიონი ვითარდება, ეპიბლასტისგან მომდინარეობს.
All the cells that will form the embryo come from the epiblast.
575102.
ბიოლოგია | თავი XLVII
გასტრულაციის პროცესში ეპიბლასტის უჯრედები მიემართება ბლასტოდერმის შუა ხაზიდან, შემდეგ სცილდება მას და ყვითრის მიმართულებით მოძრაობს.
During gastrulation, some epiblast cells move toward the midline of the blastoderm, then detach and move inward toward the yolk.
575103.
ბიოლოგია | თავი XLVII
ბლასტოდერმის შიგნით შუა ხაზისკენ მოძრავი უჯრედების გროვა ქმნის შესქელებას, რომელსაც მარტივი ღერო ეწოდება; იგი მიემართება მიმართულებით, რომელიც ფრინველებში წინა-უკანა ღერძებს ქმნის.
The pileup of cells moving inward at the blastoderm's midline produces a thickening called the primitive streak, which runs along what will become the bird's anterior-posterior axis.
575104.
ბიოლოგია | თავი XLVII
პრიმიტიული ღერო ფუნქციურად ბაყაყების ბლასტოპორის ბაგის ეკვივალენტია, მაგრამ ეს ორი სტრუქტურა ორ ემბრიონში განსხვავებულად არის ორიენტირებული.
The primitive streak is functionally equivalent to the lip of the blastopore in the frog, but the two structures are oriented differently in the two embryos.
575105.
ბიოლოგია | თავი XLVII
ეპიბლასტის შიგნით მოძრავი უჯრედები ადგილს უცვლიან ჰიპობლასტის უჯრედებს და ქმნიან ენდოდერმას.
Some of the inward-moving epiblast cells displace hypoplast cells and form the endoderm.
575106.
ბიოლოგია | თავი XLVII
ეპიბლასტის სხვა უჯრედები ბლასტოცელში ლატერალურად მოძრაობენ და მეზოდერმას ქმნიან.
Other epiblast cells move laterally into the blastocoel, forming the mesoderm.
575107.
ბიოლოგია | თავი XLVII
ეპიბლასტის უჯრედები, რომლებიც ზედაპირზე რჩებიან, ექტოდერმას აძლევენ საწყისს.
The epiblast cells that remain on the surface give rise to the ectoderm.
575108.
ბიოლოგია | თავი XLVII
მიუხედავად იმისა, რომ ჰიპობლასტი არ იძლევა უჯრედებს ემბრიონისთვის, ის ეხმარება პრიმიტიული ღეროს სწორ ფორმირებაში გასტრულაციის დაწყებამდე და განაპირობებს ნორმალურ განვითარებას.
Although the hypoblast contributes no cells to the embryo, it seems to help direct the formation of the primitive streak before the onset of gastrulation and is required for normal development.
575109.
ბიოლოგია | თავი XLVII
ჰიპობლასტის უჯრედები შემდეგ გამოიყოფიან ენტოდერმიდან. იქმნება საბოლოო გარსი, რომელიც ყვითრითა და ღეროთია გარშემორტყმული და, რომელიც ყვითრის მასას ემბრიონთან აერთიანებს.
The hypoblast cells later segregate from the endoderm and eventually form portions of a sac surrounding the yolk and a stalk connecting the yolk mass to the embryo.
575110.
ბიოლოგია | თავი XLVII
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სახეობაში სამი ჩანასახოვანი შრე განსხვავებულად წარმოიქმნება, როგორც კი ისინი თავის ადგილზე ლაგდება, გასტრულაცია დასრულებულია.
Despite variations in how the three germ layers form in different species, once they are in place, gastrulation is complete.
575111.
ბიოლოგია | თავი XLVII
დადგა დრო, როცა ემბრიონის ორგანოთა ფორმირება იწყება.
Now is the time when the embryo's organs begin to form.
575112.
ბიოლოგია | თავი XLVII
ორგანოგენეზი. ემბრიონის სამი ჩანასახოვანი შრის სხვადასხვა რეგიონი ორგანოგენეზის პროცესში ჩანასახოვან ორგანოებად ვითარდება.
Organogenesis. Various regions of the three embryonic germ layers develop into the rudiments of organs during the process of organogenesis.
575113.
ბიოლოგია | თავი XLVII
მაშინ, როცა, გასტრულაცია შეიცავს მოძრავი უჯრედების მასას, ორგანოგენეზი შეიცავს ქსოვილში და უჯრედების ფორმაში მორფოგენეტიკურად უფრო ლოკალიზებულ ცვლილებებს.
While gastrulation involves mass cell movements, organogenesis involves more localized morphogenetic changes in tissue and cell shape.
575114.
ბიოლოგია | თავი XLVII
ორგანოთა შენების პირველი ნიშანი არის ნაკეცების, ხვრელების და უჯრედების მყარი გროვების წარმოქმნა.
The first evidence of organ building is the appearance of folds, splits, and dense clustering of cells.
575115.
ბიოლოგია | თავი XLVII
სურ. 47.14. ასახულია ბაყაყების ადრეული ორგანოგენეზის დროს მიმდინარე ზოგიერთ მოვლენა.
Figure 47.14 shows some events during early organogenesis in a frog.
575116.
ბიოლოგია | თავი XLVII
ბაყაყების და სხვა ქორდიანების ემბრიონებში თავდაპირველად წარმოიქმნება ნერვული მილი, ნოტოქორდა და ჩონჩხის ღერძი, რაც დამახასიათებელია ყველა ქორდიანის ემბრიონისთვის.
The organs that begin to take shape first in the embryos of frogs and other chordates are the neural tube and the notochord, the skeletal rod characteristic of all chordate embryos.
575117.
ბიოლოგია | თავი XLVII
ნოტოქორდა ვითარდება დორსალური მეზოდერმისგან, რომელიც ზუსტად არქენტერონის თავზე თავსდება.
The notochord is formed from dorsal mesoderm that condenses just above the archenteron.
575118.
ბიოლოგია | თავი XLVII
ექტოდერმის ზემოთ ნოტოქორდიდან მოსული სიგნალი ექტოდერმის ამ უბანში იწვევს ნერვული ფირფიტის წარმოქმნას.
Signals sent from the notochord to the ectoderm above it cause that region of ectoderm to become the neural plate.
575119.
ბიოლოგია | თავი XLVII
ნერვული ფირფიტა მალე შიგნით ბრუნდება და ნერვულ მილად ეხვევა და ემბრიონის წინა-უკანა მიმართულებით მიემართება.
The neural plate soon curves inward, rolling itself into the neural tube which runs along the anterior-posterior axis of the embryo.
575120.
ბიოლოგია | თავი XLVII
ნერვული მილი გადაიქცევა ცენტრალურ ნერვულ სისტემად – თავის ტვინად თავში და ზურგის ტვინად ორგანიზმის ქვემოთ მიმართულებით.
The neural tube will become the central nervous system-the brain in the head and the spinal cord down the rest of the body.