მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575201.
ბიოლოგია | თავი XLVII
აქ ჩვენ განვიხილავთ უჯრედის ზოგიერთ კომპონენტს, რომელიც უზრუნველყოფს ამ მოვლენებს.
Here we consider some of the cellular components that contribute to these events.
575202.
ბიოლოგია | თავი XLVII
უჯრედის ჩონჩხი, უჯრედების მოძრაობის უნარი და კონვერგენტული გაჭიმვა.
The Cytoskeleton, Cell Motility, and Convergent Extension.
575203.
ბიოლოგია | თავი XLVII
უჯრედის ფორმის შეცვლა ჩვეულებრივ უჯრედის ჩონჩხის რეორგანიზაციას იწვევს.
Changes in the shape of a cell usually involve reorganization of the cytoskeleton.
575204.
ბიოლოგია | თავი XLVII
მაგალითისთვის განვიხილოთ, როგორ წარმოიქმნება ნერვული ფირფიტის უჯრედებიდან ნერვული მილი.
Consider, for example, how the cells of the neural plate form the neural tube.
575205.
ბიოლოგია | თავი XLVII
პირველად მიკროტუბულები ემბრიონის დორსო-ვენტრალური ღერძის პარალელურად არიან განლაგებული, რაც ეხმარება უჯრედს, დაგრძელდეს ამ მიმართულებით.
First, microtubules oriented parallel to the dorsalventral axis of the embryo apparently help lengthen the cells in that direction.
575206.
ბიოლოგია | თავი XLVII
ყოველი უჯრედის დორსალურ ბოლოზე არის ჯვარედინი ორიენტაციის აქტინის პარალელური ფილამენტი.
At the dorsal end of each cell is a parallel array of actin filaments oriented crosswise.
575207.
ბიოლოგია | თავი XLVII
შეკუმშვა უჯრედს სოლის ფორმას აძლევს, რომელიც აჩქარებს ექტოდერმის შიგნით ჩაზნექას.
These contract, giving the cells a wedge shape that forces the ectoderm layer to bend inward.
575208.
ბიოლოგია | თავი XLVII
უჯრედის ფორმის იგივე ცვლილებები აღინიშნება შრეების ქსოვილში სხვა ინვაგინაციის (შიგნით ჩაზნექა) და ევაგინაციის (გამოზნექა) დროს.
Similar changes in cell shape occur during other invaginations (inpocketings) and evaginations (outpocketings) of tissue layers.
575209.
ბიოლოგია | თავი XLVII
განვითარებად ცხოველებში უჯრედის ჩონჩხი ასევე აიძულებს უჯრედებს, განიცადონ მიგრაცია – უჯრედების სტიქიური მოძრაობა ერთი ადგილიდან მეორეში.
The cytoskeleton also drives cell migration, the active movement of cells from one place to another in developing animals.
575210.
ბიოლოგია | თავი XLVII
უჯრედები „ცოცავენ” ემბრიონის შიგნით უჯრედის ჩონჩხის ბოჭკოების საშუალებით უჯრედოვანი გამონაზარდების გაწელვითა და შეკუმშვით.
Cells "crawl" within the embryo by using cytoskeletal fibers to extend and retract cellular protrusions.
575211.
ბიოლოგია | თავი XLVII
მოძრაობის ამგვარი უნარი ამებოიდურს ემსგავსება, რაც სურ. 6.2ბ-ზეა აღწერილი, მაგრამ ზოგიერთი ამებოიდური უჯრედის სქელი ფსევდოპოდიებისგან განსხვავებით, ემბრიონის მიგრაციულ უჯრედებს ბრტყელი (lamelipodia) ან მახვილი (ფილოპოდია) ფორმის უჯრედული გამონაზარდები აქვთ.
This type of motility is akin to the amoeboid movement described in Figure 6.27b, but in contrast to the thick pseudopodia of amoeboid cells, the cellular protrusions of migrating embryonic cells are usually flat sheets (lamellipodia) or spikes (filopodia).
575212.
ბიოლოგია | თავი XLVII
გასტრულაციის დროს ზოგიერთ ორგანიზმში ინვაგინაცია იწყება ბლასტულის ზედაპირზე უჯრედების სოლისებური ჩანერგვით, მაგრამ უჯრედების შესვლა ემბრიონის სიღრმეში განპირობებულია ფილოპოდიის გაჭიმვით მიგრაციული ქსოვილის წინა მახვილ ნაპირზე.
During gastrulation in some organisms, invagination is initiated by the wedging of cells on the surface of the blastula, but the movement of cells deeper into the embryo involves the extension of filopodia by cells at the leading edge of the migrating tissue.
575213.
ბიოლოგია | თავი XLVII
უჯრედები, რომლებიც პირველად მოძრაობენ ბლასტოპორის გავლით და მაღლა ბლასტოცელის კედლის შიგნითა ზედაპირზე, თან სხვებსაც წაიყოლებენ და ამგვარად ეხმარებიან მთელ უჯრედებს, სწორი მიმართულება შეინარჩუნონ ემბრიონის ზედაპირიდან ბლასტოცელში შესაბამისი მდებარეობისკენ.
The cells that first move through the blastopore and up along the inside of the blastocoel wall drag others behind them, thus helping direct movement of the entire sheet of cells from the embryo's surface into appropriate locations in the blastocoel.
575214.
ბიოლოგია | თავი XLVII
ჩახვეული ფორმა შემდეგ ქმნის ემბრიონის ენტოდერმასა და მეზოდერმას.
The in-organs de voluted sheet then forms the endoderm and mesoderm of the embryo.
575215.
ბიოლოგია | თავი XLVII
ამასთანავე, არის მრავალი ვითარება, როცა უჯრედები ინდივიდიალურად მიგრირებენ, ისევე, როცა ნერვული ჯვარედინის ან სომიტების უჯრედები დისპერსირებენ ემბრიონის სხვადასხვა ნაწილში.
There are also many situations in which cells migrate individually, as when the cells of a somite or the neural crest disperse to various parts of the embryo.
575216.
ბიოლოგია | თავი XLVII
კონვერგენციული დაჭიმვა მნიშვნელოვანია ადრეული ემბრიონული განვითარებისთვის.
Convergent extension is important in early embryonic development.
575217.
ბიოლოგია | თავი XLVII
ამ მოვლენას ადგილი აქვს, მაგალითად, ზღვის ზღარბში არქენტერონის დაგრძელებისას და ბაყაყის გასტრულის სპირალურად ჩახვევისას.
It occurs, for example, as the archenteron elongates in sea urchin embryos and during involution in the frog gastrula.
575218.
ბიოლოგია | თავი XLVII
უფრო გვიან, კონვერგენციული დაჭიმვა ხელს უწყობს ბაყაყის წყალქვეშა ემბრიონის სფერული გასტრულის ფორმის შეცვლას.
In the latter case, convergent extension is responsible for the change in shape from the spherical gastrula to the submarine-shaped frog embryo seen in Figure 47.14c.
575219.
ბიოლოგია | თავი XLVII
ექსტრაცელულარული მატრიქსისა და უჯრედების ადჰეზიური მოლეკულების როლი.
Roles of the Extracellular Matrix and Cell Adhesion Molecules.
575220.
ბიოლოგია | თავი XLVII
მეცნიერებმა ახლა მეტი იციან იმის შესახებ, რა გზებით ხდება უჯრედების მოძრაობის ჩართვა და მიმდინარეობა.
Scientists are coming closer to understanding the signaling pathways that trigger and guide cell movement.