მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575221.
ბიოლოგია | თავი XLVII
ეს პროცესი, როგორც ჩანს, ჩართავს უჯრედგარე (ექსტრაცელულარული) მატრიქსის (ECM) მონაწილეობას, რომელიც წარმოადგენს უჯრედების პლაზმური მემბრანის გარეთა ზედაპირზე გამოყოფილი გლიკოპროტეინების ნარევს.
The process appears to involve the extracellular matrix (ECM), the mixture of secreted glycoproteins lying outside the plasma membranes of cells.
575222.
ბიოლოგია | თავი XLVII
ცნობილია, რომ ECM უჯრედების მოძრაობის მორფოგენეტიკური მრავალ ტიპში წარმართვას ეხმარება.
The ECM is known to help guide cells in many types of morphogenetic movements.
575223.
ბიოლოგია | თავი XLVII
ECM ბოჭკოები ტრასის როლს ასრულებენ, მიმართავენ რა მიგრაციულ უჯრედებს ლოკალიზაციის შესაბამისი უბნებისკენ.
ECM fibers may function as tracks, directing migrating cells along particular routes.
575224.
ბიოლოგია | თავი XLVII
ზოგიერთი ექსტრაცელულარული გლიკოპროტეინი, ფიბრონექტინის ჩათვლით, მოძრავ უჯრედს უზრუნველყოფს უჯრედის მიგრაციის სპეციალური მოლეკულური სამაგრით.
Several kinds of extracellular glycoproteins, including fibronectin, promote cell migration by providing specific molecular anchorage for moving cells.
575225.
ბიოლოგია | თავი XLVII
ექსპერიმენტი, რომელიც 47.21-ე სურათზეა წარმოდგენილი, ფიბრონექტინის უჯრედის მიგრაციის წარმართვის ფუნქციას ასახავს.
The experiment depicted in Figure 47.21 provides evidence for this function of fibronectin in guiding cell migration.
575226.
ბიოლოგია | თავი XLVII
ნაჩვენებია აგრეთვე, რომ ბაყაყის გასტრულაციის პერიოდში, ფიბრონექტინი ქსოვილის ჩაბრუნებაში წინა მახვილი ნაპირის შექმნით იგივე როლს ასრულებს.
Evidence also exists that fibronectin plays a similar role at the leading edge of the involuting tissue during frog gastrulation.
575227.
ბიოლოგია | თავი XLVII
ფიბრონექტინის ბოჭკოები ხაზობრივადაა ბლასტოცელის თაღზე და როგორც მომავალი მეზოდერმა, მოძრაობს ემბრიონის შიგნითა მიმართულებით, ჩაბრუნებული შრის თავისუფალ კიდეზე უჯრედები ბოჭკოს გასწვრივ მოძრაობენ.
Fibronectin fibers line the roof of the blastocoel, and as the future mesoderm moves into the interior of the embryo, the cells at the free edge of the involuting sheet migrate along the fibers.
575228.
ბიოლოგია | თავი XLVII
მკვლევრებს ემბრიონში ფიბრონექტინის საწინააღმდეგო ანტისხეულის შეყვანით შეუძლიათ შეწყვიტონ უჯრედების მიმაგრება ფიბრონექტინზე.
Researchers can prevent the attachment of cells to fibronectin by injecting embryos with antibodies against fibronectin.
575229.
ბიოლოგია | თავი XLVII
ასეთი ზემოქმედებით ხდება მეზოდერმის შიგნითა მიმართულებით მოძრაობისგან დაცვა.
This treatment prevents the inward movement of the mesoderm.
575230.
ბიოლოგია | თავი XLVII
ECM-ის სხვა ნივთიერებები უნარჩუნებენ უჯრედებს სწორ მიმართულებას მათი მიგრაციის შეკავებით.
Other substances in the ECM keep cells on the correct paths by inhibiting migration in certain directions.
575231.
ბიოლოგია | თავი XLVII
ამგვარად, მათ მიერ გამოყოფილ ნივთიერებებზე დამოკიდებულებით, არამიგრაციულ უჯრედებს, რომლებიც მიგრაციულ გზაზე არიან მოთავსებული, შეუძლიათ განახორციელონ ან შეაკავონ სხვა უჯრედების მოძრაობა.
Thus, depending on the substances they secrete, nonmigratory cells situated along migration pathways may promote or inhibit movement of other cells.
575232.
ბიოლოგია | თავი XLVII
ვინაიდან, მიგრაციული უჯრედები მოძრაობენ სპეციფიკური გზებით ემბრიონში, მათ ზედაპირზე მოთავსებული რეცეპტორული ცილები იჭერენ სიგნალებს მათი უშუალო გარემოსგან.
As migrating cells move along specific paths through the embryo, receptor proteins on their surfaces pick up directional cues from the immediate environment.
575233.
ბიოლოგია | თავი XLVII
ECM-ს გარემოდან წამოსულ სიგნალებს შეუძლიათ ციტოჩონჩხის ელემენტებს უბიძგონ, უჯრედებს სწორი ორიენტაციის გამო სწორი მიმართულებით იმოძრაონ.
Such signals from the ECM environment can direct the orientation of cytoskeletal elements in a way that propels the cell in the proper direction.
575234.
ბიოლოგია | თავი XLVII
უჯრედების მიგრაციის უზრუნველყოფას და ქსოვილის სტაბილურობას აგრეთვე განაპირობებს გლიკოპროტეინები, რომლებსაც უჯრედის ადჰეზიური მოლეკულები (CAM) ეწოდება; ისინი განლაგებული არიან უჯრედის ზედაპირზე და სხვა უჯრედის CAM-ს უკავშირდება.
Also contributing to cell migration and stable tissue structure are glycoproteins called cell adhesion molecules (CAMS), which are located on the surfaces of cells and bind to CAMS on other cells.
575235.
ბიოლოგია | თავი XLVII
CAM რაოდენობრივად ცვალებადია, ქიმიურად იდენტურია, ან ორივე ერთი ტიპით აკავშირებს უჯრედებს ერთმანეთთან და ეს ხელს უწყობს მორფოგენეზური მოძრაობის რეგულაციას და ქსოვილების შენებას.
CAMS vary in amount, chemical identity, or both from one type of cell to another, and these differences help regulate morphogenetic movements and tissue building.
575236.
ბიოლოგია | თავი XLVII
უჯრედის – უჯრედთან შეწებების (ადჰეზიურ) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კლასის მოლეკულები - კადჰერინები, აიძულებენ კალციუმის იონებს, სათანადოდ იფუნქციონირონ.
One important class of cell-to-cell adhesion molecule is the cadherins, which require calcium ions for proper function.
575237.
ბიოლოგია | თავი XLVII
მრავალი სხვადასხვა კადჰერინია და თითოეული მათგანის გენი ექსპრესირებს სპეციფიკურ ადგილზე და ემბრიონის განვითარების შესაბამის დროს.
There are many different cadherins, and the gene for each cadherin is expressed in specific locations at specific times during embryonic development.
575238.
ბიოლოგია | თავი XLVII
მკვლევრებმა ნათლად აჩვენეს ერთი კონკრეტული კადჰერინის მნიშვნელობა ბაყაყის ბლასტულის წარმოქმნისას.
Researchers have vividly demonstrated the importance of one particular cadherin in the formation of the frog blastula.
575239.
ბიოლოგია | თავი XLVII
კადჰერინები აგრეთვე მონაწილეობს ძუძუმწოვრების ემბრიონის უჯრედების მჭიდროდ შეკავშირებაში (შეწებებაში), რაც პირველად რვა უჯრედიან სტადიაზე გვხვდება, როცა კადჰერინის წარმოქმნა იწყება.
Cadherins are also involved in the tight adhesion of cells in the mammalian embryo that first occurs at the eight-cell stage, when cadherin production begins.
575240.
ბიოლოგია | თავი XLVII
როგორც უკვე ვაჩვენეთ, უჯრედების ქცევასა და მოლეკულურ მექანიზმებს ემბრიონის მორფოგენეზში თავის წვლილი შეაქვს.
As we have seen, cell behavior and molecular mechanisms contribute to the morphogenesis of the embryo.