მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575141.
ბიოლოგია | თავი XLVII
ამნიონების ევოლუციური ადაპტაციები.
Developmental Adaptations of Amniotes.
575142.
ბიოლოგია | თავი XLVII
ყველა ხერხემლიანის ემბრიონი განვითარებისთვის წყლის გარემოს მოითხოვს.
All vertebrate embryos require an aqueous environment for development.
575143.
ბიოლოგია | თავი XLVII
თევზებისა და ამფიბიების შემთხვევაში ეს ჩვეულებრივ ზღვა ან ტბორია, ანუ ისინი სპეციალურ, წყლიან გარემოს საჭიროებენ.
In the case of fishes and amphibians, the egg is laid in the surrounding sea or pond and needs no special water-filled enclosure.
575144.
ბიოლოგია | თავი XLVII
ხერხემლიანების გადასვლამ ხმელეთზე ისეთი სტრუქტურების ჩამოყალიბება მოითხოვა, რომლებიც ასეთ ორგანიზმებს გამრავლების საშუალებას მშრალ გარემოშიც მისცემდა.
The movement of vertebrate animals onto land required evolution of structures that would allow reproduction in dry environments.
575145.
ბიოლოგია | თავი XLVII
ორი ასეთი სტრუქტურაა სადღეისოდ წარმოდგენილი: (1) ფრინველებისა და რეპტილიების ნაჭუჭიანი კვერცხი, ისევე, როგორც ძუძუმწოვართა მცირერიცხოვან ჯგუფში (ერთგასავლიანები) და (2) საშვილოსნო ჩანთოსნებში და პლაცენტიან ძუძუმწოვრებში.
Two effective structures have evolved that exist today: (1) the shelled egg of birds and other reptiles, as well as a few mammals (monotremes), and (2) the uterus of marsupial and eutherian (placental) mammals.
575146.
ბიოლოგია | თავი XLVII
საშვილოსნოში შეხვეული ამ ცხოველების ემბრიონები ჩანთის შიგნით სითხეში არიან მოთავსებული, რომელიც წარმოიქმნება მემბრანისგან, რომელსაც ამნიონი ეწოდება.
Within the shell or uterus, the embryos of these animals are surrounded by fluid within a sac formed by a membrane called the amnion.
575147.
ბიოლოგია | თავი XLVII
ამის გამო რეპტილიებს (ფრინველების ჩათვლით) და ძუძუმწოვრებს ამნიონებს უწოდებენ.
Reptiles (including birds) and mammals are therefore called amniotes.
575148.
ბიოლოგია | თავი XLVII
ჩვენ უკვე ვიცით, რომ წიწილის – ამნიონის ემბრიონული განვითარება ძალიან ჰგავს ბაყაყის განვითარებას, იმ ხერხემლიანების განვითარებას, რომლებსაც ამნიონის გარსი არ აქვს.
We have already seen that embryonic development of the chick, an amniote, is very similar to that of the frog, a vertebrate that lacks an amnion.
575149.
ბიოლოგია | თავი XLVII
თუმცა, წიწილებში განვითარება, აგრეთვე, მოიცავს ექსტრაემბრიონული მემბრანის ფორმირებას, რომელიც ემბრიონის გარეთ მდებარეობს.
However, in the chick, development also includes the formation of extraembryonic membranes, membranes located outside the embryo.
575150.
ბიოლოგია | თავი XLVII
მიაქციეთ ყურადღება, რომ თავად ემბრიონში თითოეული ჩანასახოვანი შრის მხოლოდ ნაწილს შეაქვს წვლილი.
Notice that only part of each germ layer contributes to the embryo itself.
575151.
ბიოლოგია | თავი XLVII
ჩანასახოვანი შრეები მოთავსებულია ემბრიონის გარეთ და პირდაპირ ვითარდება ამნიონად და სხვა სამ მემბრანად – ყვითრის ჩანთად, ქორიონად და ალანტოინად.
The germ layers located outside the embryo proper develop into the amnion and three other membranes the yolk sac, the chorion, and the allantois.
575152.
ბიოლოგია | თავი XLVII
ეს ოთხი ექსტრაემბრიონული მემბრანა საწყისს აძლევს „სიცოცხლის დამხმარე სისტემას”, რომელიც ემბრიონის შემდგომი განვითარებისთვისაა აუცილებელი, ნაჭუჭიან კვერცხში ან საშვილოსნოს ამნიონში.
These four extraembryonic membranes provide a "life-support system" for further embryonic development within the shelled egg or the uterus of an amniote.
575153.
ბიოლოგია | თავი XLVII
თითოეული მემბრანა იქმნება ჩანასახის ორი შრიდან გამოსული უჯრედებიდან.
Each membrane is a sheet of cells derived from two germ layers.
575154.
ბიოლოგია | თავი XLVII
სურ. 47.17-ზე განხილულია ფრინველებისა და რეპტილიების ამ მემბრანათა ლოკალიზაცია და ფუნქციები.
Figure 47.17 reviews the locations and functions of these membranes in birds and other reptiles.
575155.
ბიოლოგია | თავი XLVII
ძუძუმწოვრების ექსტრაემბრიონული მემბრანები განხილულ იქნება შემდგომში, როცა ჩვენ აღვწერთ ძუძუმწოვართა ემბრიონების ადრეულ განვითარებას.
Mammalian extraembryonic membranes will be discussed next, as we describe early development in mammalian embryos.
575156.
ბიოლოგია | თავი XLVII
პლაცენტის ფორმირება, რომელიც უნიკალურია ჩანთოსან და საშვილოსნოს მქონე ძუძუმწოვრებში, ამ პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილია.
Formation of the placenta, a structure unique to marsupial and eutherian mammals, is an important part of this process.
575157.
ბიოლოგია | თავი XLVII
ძუძუმწოვრების განვითარება.
Mammalian Development.
575158.
ბიოლოგია | თავი XLVII
ძუძუმწოვართა უმრავლეს სახეობაში განაყოფიერება ხდება კვერცხსავალში და განვითარების უადრესი სტადიები მიმდინარეობს მაშინ, როცა ემბრიონი ამთავრებს თავის მოგზაურობას საშვილოსნოსკენ.
In most mammalian species, fertilization takes place in the oviduct, and the earliest stages of development occur while the embryo completes its journey down the oviduct to the uterus.
575159.
ბიოლოგია | თავი XLVII
ფრინველების, რეპტილიებისა და სხვა ერთგასავლიანების დიდი, ყვითრიანი კვერცხებისგან განსხვავებით, ძუძუმწოვართა უმრავლესობის კვერცხუჯრედი საკმაოდ მცირე ზომისაა და საკვების მარაგიც მცირე აქვს.
In contrast to the large, yolky eggs of birds, other reptiles, and monotremes, the eggs of most mammals are quite small, storing little in the way of food reserves.
575160.
ბიოლოგია | თავი XLVII
როგორც უკვე აღინიშნა, ძუძუმწოვრების კვერცხუჯრედი და ზიგოტა არ ავლენენ პოლარობას, რაც ციტოპლაზმის შემადგენლობითაა განპირობებული და ზიგოტის დანაწევრება, რომელსაც ცოტა ყვითრი აქვს, ჰოლობლასტურია.
As already mentioned, the mammalian egg cell and zygote have not yet been shown to exhibit obvious polarity with respect to the contents of the cytoplasm, and cleavage of the zygote, which lacks yolk, is holoblastic.