მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575161.
ბიოლოგია | თავი XLVII
თუმცა ძუძუმწოვრების გასტრულაცია და ადრეული ორგანოგენეზი ფრინველებისა და რეპტილიების პატერნების მსგავსია.
However, mammalian gastrulation and early organogenesis follow a pattern similar to that of birds and other reptiles.
575162.
ბიოლოგია | თავი XLVII
გაიხსენეთ 34-ე თავიდან, რომ ძუძუმწოვრებისა და რეპტილიების დივერგენცია მეზოზოურ ერაში მოხდა.
Recall from Chapter 34 that mammals descended from reptilian stock during the Mesozoic era.
575163.
ბიოლოგია | თავი XLVII
ძუძუმწოვრებში ადრეული დაყოფა შესაბამისად ნელა მიმდინარეობს.
Early cleavage is relatively slow in mammals.
575164.
ბიოლოგია | თავი XLVII
ადამიანის შემთხვევაში პირველი დაყოფა მთავრდება განაყოფიერებიდან 36 საათის შემდეგ, მეორე დაყოფა – 60 საათში და მესამე დაყოფა 72 საათში სრულდება.
In the case of humans, the first division is complete about 36 hours after fertilization, the second division at about 60 hours, and the third division at about 72 hours.
575165.
ბიოლოგია | თავი XLVII
ბლასტომერები ერთი ზომისაა.
The blastomeres are equal in size.
575166.
ბიოლოგია | თავი XLVII
8-უჯრედიან სტადიაზე ბლასტომერები ერთმანეთს მჭიდროდ ეწებება, ქმნის ემბრიონის გარეთა გლუვ ზედაპირს.
At the eight-cell stage, the blastomeres become tightly adhered to one another, causing the outer surface of the embryo to appear smooth.
575167.
ბიოლოგია | თავი XLVII
დანაწევრების დასრულების შემდეგ ემბრიონს ცენტრალური ღრუს გარშემო განლაგებული 100-ზე მეტი უჯრედი აქვს და იგი კვერცხსავალით საშვილოსნოსკენ გადაადგილდება.
At the completion of cleavage, the embryo has over 100 cells arranged around a central cavity and has traveled down the oviduct to the uterus.
575168.
ბიოლოგია | თავი XLVII
ეს ემბრიონული სტადია - ბლასტოცისტი, ძუძუმწოვრების ბლასტულას შეესაბამება.
This embryonic stage, the blastocyst, is the mammalian version of a blastula.
575169.
ბიოლოგია | თავი XLVII
ბლასტოცისტის ღრუს ერთ ბოლოში დაგროვილი უჯრედების ჯგუფს შიდა უჯრედულ მასას უწოდებენ, რომლეიც შემდგომ, თანდათანობით საკუთრივ ემბრიონად ვითარდება და ყველა ექსტრაემბრიონული მემბრანის შექმნასა ან ამ პროცესის ხელშეწყობაში მონაწილეობს.
Clustered at one end of the blastocyst cavity is a group of cells called the inner cell mass, which will subsequently develop into the embryo proper and form or contribute to all the extraembryonic membranes.
575170.
ბიოლოგია | თავი XLVII
ტროფობლასტი – ბლასტოცისტის გარეთა ეპითელიუმია, რაც იმპლანტაციას ფერმენტების გამოყოფით იწყებს, რომლებიც საშვილოსნოს ამომფენი ენდომეტრიუმის მოლეკულებს შლის.
The trophoblast, the outer epithelium of the blastocyst, initiates implantation by secreting enzymes that break down molecules of the endometrium, the lining of the uterus.
575171.
ბიოლოგია | თავი XLVII
ეს ხელს უწყობს ბლასტოცისტების შეღწევას ენდომეტრიუმში.
This allows the blastocyst to invade the endometrium.
575172.
ბიოლოგია | თავი XLVII
რადგან ტროფობლასტი უჯრედების დაყოფით სქელდება, ის თითების მსგავს პროექციებს გარემომცველ დედისეულ ქსოვილში ავრცელებს, რომელიც სისხლძარღვებითაა მდიდარი.
As the trophoblast thickens through cell division, it extends fingerlike projections into the surrounding maternal tissue, which is rich in blood vessels.
575173.
ბიოლოგია | თავი XLVII
ტროფობლასტის ინვაზია ენდომეტრიუმში კაპილარების ეროზიას იწვევს, რასაც თან სდევს სისხლის გადმოსვლა და ტროფობლასტების ქსოვილების შემორეცხვა.
Invasion by the trophoblast leads to erosion of capillaries in the endometrium, causing blood to spill out and bathe trophoblast tissues.
575174.
ბიოლოგია | თავი XLVII
იმპლანტაციის პერიოდში ბლასტოცისტების შიდაუჯრედული მასა - ბრტყელი დისკი იქმნება, რომლის ზედა უჯრედების შრე ეპიბლასტია, ხოლო ქვედა – ჰიპობლასტი, რაც ფრინველების ეპიბლასტისა და ჰიპობლასტის ჰომოლოგია.
Around the time of implantation, the inner cell mass of the blastocyst forms a flat disk with an upper layer of cells, the epiblast, and a lower layer, the hypoblast, which are homologous to the epiblast and hypoblast of birds.
575175.
ბიოლოგია | თავი XLVII
ფრინველების მსგავსად, ადამიანის ემბრიონიც თითქმის მთლიანად ეპიბლასტების უჯრედებისგან ვითარდება.
As in birds, the human embryo develops almost entirely from epiblast cells.
575176.
ბიოლოგია | თავი XLVII
იმპლანტაციის დამთავრების შემდეგ გასტრულაცია იწყება.
As implantation is completed, gastrulation begins.
575177.
ბიოლოგია | თავი XLVII
უჯრედები ეპიბლასტის მარტივი ღარიდან შიგნით მოძრაობენ და მეზოდერმის ფორმირებას იწყებენ, ისე, როგორც ეს წიწილებში ხდება.
Cells move inward from the epiblast through a primitive streak to form mesoderm and endoderm, just as in the chick.
575178.
ბიოლოგია | თავი XLVII
ამავე დროს ექსტრაემბრიონული მემბრანები იწყებს წარმოქმნას.
At the same time, extraembryonic membranes begin to form.
575179.
ბიოლოგია | თავი XLVII
ტროფობლასტი ენდომეტრიუმში გავრცელებას აგრძელებს.
The trophoblast continues to expand into the endometrium.
575180.
ბიოლოგია | თავი XLVII
ტროფობლასტში შეჭრილი, ეპიბლასტისგან გამოსული მეზოდერმული უჯრედები და ენდომეტრიუმის უჯრედები ერთად პლაცენტის შექმნას განაპირობებს.
The invading trophoblast, mesodermal cells derived from the epiblast, and adjacent endometrial tissue all contribute to formation of the placenta.