მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575361.
ბიოლოგია | თავი XLVIII
FMRI-ის მეთოდის გამოყენებისას, ადამიანის თავი თავსდება დიდ, ბლითის ფორმის მქონე მაგნიტურ სივრცეში, სადაც თავის ტვინის უბნებში გააქტიურებული ნეირონები აღირიცხება სისხლის ნაკადის ცვლილებით.
During fMRI, a subject lies with his or her head in the hole of a large, doughnut-shaped magnet that records increased blood flow in brain areas with active neurons.
575362.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მიღებული მონაცემების საფუძველზე კომპიუტერი აგებს ადამიანის თავის ტვინის აქტივობის სამგანზომილებიან რუკას, რაც ნაჩვენებია სურათი 48. 1-ზე.
A computer then uses the data to construct a threedimensional map of the subject's brain activity, like the one shown in Figure 48.1.
575363.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ასეთი რეგისტრაცია შეიძლება სუბიექტის მიერ სხვადასხვა ამოცანის შესრულების პერიოდში ჩატარდეს, მაგალითად ლაპარაკის, კიდურების მოძრაობის, სურათის ყურების, საგნის ან ადამიანის სახის გონებაში ასახვის დროს.
These recordings can be made while the subject is doing various tasks, such as speaking, moving a hand, looking at pictures, or forming a mental image of an object or a person's face.
575364.
ბიოლოგია | თავი XLVIII
თავის ტვინის გამოსახვის და კვლევის სხვა მეთოდების შედეგებმა, რაც აღწერილია ერიხ იარვის ინტერვიუში, აჩვენა, რომ ნეირონთა ჯგუფები ფუნქციონირებენ სხვადასხვა ამოცანის შესრულებისთვის განკუთვნილ სპეციალურ წრეებში.
The results of brain imaging and other research methods, such as those described by Erich Jarvis in the interview, reveal that groups of neurons function in specialized circuits dedicated to different tasks.
575365.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ეს წრეები პასუხისმგებელია შეგრძნების, მოძრაობის და ცხოველთა მრავალი ტიპის ქცევის შესრულებაზე.
These circuits are responsible for the feats of sensing and moving and for the many types of animal behavior.
575366.
ბიოლოგია | თავი XLVIII
შეგრძნებისა და რეაგირების უნარი წარმოიშვა მილიარდი წლის წინ პროკარიოტებში, რითაც მათ შეუძლიათ გარემოში ცვლილებები განსაზღვრონ და ამ ცვლილებებს იმ გზით უპასუხონ, რომელიც მათი გადარჩენის შესაძლებლობას და რეპროდუქციულ წარმატებას გაზრდის – მაგალითად, ქემოტაქსის გზით საკვების წყაროს ადგილმდებარეობის განსაზღვრა.
The ability to sense and react originated billions of years ago with prokaryotes that could detect changes in their environment and respond in ways that enhanced their survival and reproductive success-for example, locating food sources by chemotaxis.
575367.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მოგვიანებით, ამ მარტივი პროცესის მოდიფიკაციამ მრავალუჯრედიანი ორგანიზმები სხეულის უჯრედებს შორის ურთიერთობის მექანიზმით უზრუნველყო.
Later, modification of this simple process provided multicellular organisms with a mechanism for communication between cells of the body.
575368.
ბიოლოგია | თავი XLVIII
კემბრიული აფეთქების დროისთვის, 500 მილიონ წელზე მეტი ხნის უკან, ნეირონთა სისტემები, რომლებიც განაპირობებენ ცხოველთა შეგრძნებებსა და მოძრაობას, სწრაფად განვითარდნენ და მიიღეს თანამედროვე სახე.
By the time of the Cambrian explosion more than 500 million years ago, systems of neurons that allowed animals to sense and move rapidly had evolved in essentially their present-day forms.
575369.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ამ თავში განვიხილავთ ცხოველების ნერვული სისტემის ორგანიზაციასა და მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც ნეირონები ინფორმაციას გადასცემენ.
In this chapter, we will discuss the organization of animal nervous systems and the mechanisms by which neurons transmit information.
575370.
ბიოლოგია | თავი XLVIII
აღწერილი იქნება ხერხემლიანების თავის ტვინის გარკვეული ნაწილებით შესრულებული ზოგიერთი ფუნქცია.
We'll also investigate some of the functions performed by specific parts of the vertebrate brain.
575371.
ბიოლოგია | თავი XLVIII
დაბოლოს, განხილულ იქნება რიგი ფსიქიკური დაავადება და ნევროლოგიური აშლილობა, რომელიც დღეს ინტენსიური კვლევის საგანია.
Finally, we'll examine several mental illnesses and neurological disorders that are the subject of intense research today.
575372.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ნერვული სისტემა ნეირონების წრეებისა და დამხმარე უჯრედებისგან შედგება.
Nervous systems consist of circuits of neurons and supporting cells.
575373.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ყველა ცხოველს, გარდა ღრუბელებისა, აქვს გარკვეული ტიპის ნერვული სისტემა.
All animals except the sponges have some type of nervous system.
575374.
ბიოლოგია | თავი XLVIII
სხვადასხვა ჯგუფის ცხოველის ნერვული სისტემის განსხვავება იმდენად არ არის დამოკიდებული მის ძირითად საშენ ბლოკებზე - თვით ნეირონებზე, რამდენადაც წრეებში ნეირონების ორგანიზაციაზე.
What distinguishes the nervous systems of different animal groups is not so much their basic building blocksthe neurons themselves but how the neurons are organized into circuits.
575375.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ნერვული სისტემების ორგანიზაცია.
Organization of Nervous Systems.
575376.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ნერვული სისტემის მქონე უმარტივეს ცხოველებს, ნაწლავღრუიანებს (ცნიდარიანს), ახასიათებთ გასტროვასკულარული ღრუს გარშემო რადიალურად და სიმეტრიულად ორგანიზებული სხეული.
The simplest animals with nervous systems, the cnidarians, have radially symmetrical bodies organized around a gastrovascular cavity.
575377.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ზოგიერთ ნაწლავღრუიანში, როგორიც არის სურათი 48.2 ა-ზე ნაჩვენები ჰიდრა, გასტროვასკულარული ღრუს შეკუმშვა-მოდუნების მაკონტროლებელი ნეირონები ქმნიან დიფუზურ ნერვულ ბადეს.
In some cnidarians, such as the hydra shown in Figure 48.2a, the neurons controlling the contraction and expansion of the gastrovascular cavity are arranged in diffuse nerve nets.
575378.
ბიოლოგია | თავი XLVIII
უფრო რთული ორგანიზაციის მქონე ცხოველების ნერვული სისტემა, გარდა ნერვული ბადისა, შეიცავს ნერვებსაც, რომლებიც წარმოადგენენ ნეირონების ბოჭკოს მსგავსი გამონაზარდების კონებს.
The nervous systems of more complex animals contain nerve nets as well as nerves, which are bundles of fiberlike extensions of neurons.
575379.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მაგალითად, ზღვის ვარსკვლავების ყოველი ქიმი შეიცავს ნერვულ ბადეს, რომელიც რადიალური ნერვებით დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ რგოლთან.
For example, sea stars have a nerve net in each arm, connected by radial nerves to a central nerve ring.
575380.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ასეთი ორგანიზაცია დიფუზურ ნერვულ ბადესთან შედარებით უფრო ხელსაყრელია რთული მოძრაობის კონტროლისთვის.
This organization is better suited than a diffuse nerve net for controlling more complex movements.