მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575381.
ბიოლოგია | თავი XLVIII
წაგრძელებული, ორმხრივად სიმეტრიული სხეულის მქონე ცხოველებში, ცეფალიზაციასთან დაკავშირებით გართულდა ნერვული სისტემა და განვითარდა უფრო რთული ქცევა, რაც გამოწვეულია ნეირონების თავმოყრით სხეულის წინა ნაწილში თავის ტვინის სახით.
Greater complexity of nervous systems and more complex behavior evolved with cephalization, which included the clustering of neurons in a brain near the anterior (front) end in animals with elongated, bilaterally symmetrical bodies.
575382.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ბრტყელ ჭიებში, როგორიცაა პლანარია, პატარა თავის ტვინი და წაგრძელებული ნერვული ქორდა მარტივ, მკაფიოდ გამოკვეთილ ცენტრალურ ნერვულ სისტემას (ცნს) ქმნის.
In flatworms, such as the planarian, a small brain and longitudinal nerve cords constitute the simplest clearly defined central nervous system (CNS).
575383.
ბიოლოგია | თავი XLVIII
უფრო რთულ უხერხემლოებში, როგორიცაა რგოლოვანი ჭიები (ანნელიდს) და ფეხსახსრიანები (arthropods), ქცევის რეგულაცია ხდება შედარებით გართულებული თავის ტვინით და ვენტრალური ნერვული ქორდით, რომელიც შედგება სეგმენტურად განლაგებული ნეირონების ჯგუფებისაგან ანუ განგლიებისგან.
In more complex invertebrates, such as annelids and arthropods, behavior is regulated by more complicated brains and ventral nerve cords containing segmentally arranged clusters of neurons called ganglia (singular, ganglion).
575384.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ნერვები, რომლებიც აკავშირებენ ცნს-ს ცხოველის დანარჩენ სხეულთან, ქმნიან პერიფერიულ ნერვულ სისტემას (პნს).
Nerves that connect the CNS with the rest of an animal's body make up the peripheral nervous system (PNS).
575385.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მოლუსკები კარგი მაგალითია იმისა, როგორ კორელირებს ნერვული სისტემის ორგანიზაცია ცხოველის ცხოვრების ნირთან.
Molluscs are good examples of how nervous system organization correlates with an animal's lifestyle.
575386.
ბიოლოგია | თავი XLVIII
პირიქით, თავფეხიან მოლუსკებს (კალმარსა და რვაფეხას) აქვს ნებისმიერ უხერხემლოზე უფრო რთული ნერვული სისტემა, რომელიც კონკურენციასაც კი უწევს ზოგიერთი ხერხემლიანის ნერვულ სისტემას.
In contrast, cephalopod molluscs (squids and octopuses) have the most sophisticated nervous systems of any invertebrates, rivaling even those of some vertebrates.
575387.
ბიოლოგია | თავი XLVIII
თავფეხიანებს მასიურ თავის ტვინთან ერთად დიდი, გამოსახულების შემქმნელი თვალები და ნერვების მეშვეობით სიგნალის სწრაფი გადაცემის უნარი ახასიათებთ, რაც განაპირობებს ამ ცხოველების აქტიურ, მტაცებლური ცხოვრების ნირს.
The large brain of cephalopods, accompanied by large, image-forming eyes and rapid signaling along nerves, supports the active, predatory life of these animals.
575388.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მკვლევრებმა აჩვენეს, რომ რვაფეხას შეუძლია მხედველობითი პატერნების დისკრიმინაციის დასწავლა და რთული ამოცანების შესრულება.
Researchers have demonstrated that octopuses can learn to discriminate among visual patterns and can perform complex tasks.
575389.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ხერხემლიანებში, ცნს შედგება თავისა და ზურგის ტვინისგან, რომელიც სხეულის დორსალურ (ზურგის) მხარეზეა მოთავსებული; ნერვები და განგლიები შეადგენენ პნს-ს.
In vertebrates, the CNS consists of the brain and the spinal cord, which runs along the dorsal (back) side of the body; nerves and ganglia comprise the PNS.
575390.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ხერხემლიანების ნერვულ სისტემას უფრო დეტალურად მოგვიანებით განვიხილავთ.
We will examine the vertebrate nervous system in more detail later.
575391.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ინფორმაციის დამუშავება.
Information Processing.
575392.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ნერვული სისტემით ინფორმაციის დამუშავება ჩვეულებრივ სამ ეტაპს მოიცავს: სენსორული შესავალი, ინტეგრაცია და მოტორული გამოსავალი.
In general, there are three stages in the processing of information by nervous systems: sensory input, integration, and motor output.
575393.
ბიოლოგია | თავი XLVIII
სამივე ეტაპი სრულდება ნეირონების სპეციალიზებული ჯგუფით.
These three stages are handled by specialized populations of neurons.
575394.
ბიოლოგია | თავი XLVIII
სენსორული ნეირონები ინფორმაციას სენსორებიდან გადასცემენ, რომლებიც ამოიცნობენ გარეგან სტიმულებს (სინათლეს, ბგერას, შეხებას, სითბოს, სუნსა და გემოს) და შინაგან მდგომარეობას (როგორიცაა სისხლის წნევა, სისხლში CO2-ის დონე და კუნთების დაძაბულობა).
Sensory neurons transmit information from sensors that detect external stimuli (light, sound, touch, heat, smell, and taste) and internal conditions (such as blood pressure, blood CO2 level, and muscle tension).
575395.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ეს ინფორმაცია იგზავნება ცნს-ში, სადაც ინტერნეირონები აინტეგრირებენ (ანალიზს და ინტერპრეტაციას ახდენენ) სენსორულ შესავალს და ითვალისწინებენ, როგორც გარემოს უშუალო ცვლილებებს, ასევე წარსულში მომხდარ მოვლენებს.
This information is sent to the CNS, where interneurons integrate (analyze and interpret) the sensory input, taking into account the immediate context as well as what has happened in the past.
575396.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ნეირონული წრეები მნიშვნელოვნად რთულდება ინტერნეირონებს შორის კავშირების დამყარებით.
The greatest complexity in neural circuits exists in the connections between interneurons.
575397.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ცნს-დან გამოსული იმპულსი მოტორული ნერვებით გადაეცემა ეფექტორულ უჯრედებს (კუნთოვან ან ენდოკრინულს).
Motor output leaves the CNS via motor neurons, which communicate with effector cells (muscle cells or endocrine cells).
575398.
ბიოლოგია | თავი XLVIII
სენსორული შესავლის, ინტეგრაციისა და მოტორული გამოსავლის ეტაპები უფრო ადვილი შესასწავლია შედარებით მარტივ ნერვულ წრეებში, რომლებიც ქმნიან რეფლექსებს - ორგანიზმის ავტომატურ პასუხებს სტიმულზე.
The stages of sensory input, integration, and motor output are easiest to study in the relatively simple nerve circuits that produce reflexes, the body's automatic responses to stimuli.
575399.
ბიოლოგია | თავი XLVIII
სურათ 48.4-ის დიაგრამებზე ნაჩვენებია ნეირონული წრეები, რომლებიც საფუძვლად უდევს ადამიანის მუხლის რეფლექსს.
Figure 48.4 diagrams the nerve circuit that underlies the knee-jerk reflex in humans.
575400.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ნეირონის სტრუქტურა.
Neuron Structure.