მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575401.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ბიოლოგიის ერთ-ერთი მთავარი დებულება არის ის, რომ ფორმა უნდა შეესაბამებოდეს ფუნქციას.
One of the major themes of biology is that form fits function.
575402.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ეს ვლინდება ყველა დონეზე მოლეკულურიდან ორგანიზმულამდე, მათ შორის ნათლად არის ილუსტრირებული უჯრედულ დონეზე ნეირონებით.
This theme, which applies at all levels from molecules to organisms, is clearly illustrated at the cellular level by neurons.
575403.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ნეირონების მიერ ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უნარი დამოკიდებულია მათი სტრუქტურის სირთულეზე.
The ability of neurons to receive and transmit information depends on their elaborate structure.
575404.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ნეირონის ორგანელების უმეტესობა, ბირთვის ჩათვლით, უჯრედის სხეულში მდებარეობს.
Most of a neuron's organelles, including its nucleus, are located in the cell body.
575405.
ბიოლოგია | თავი XLVIII
უჯრედის სხეულიდან ორი ტიპის მორჩი გამოდის: მრავალი დენდრიტი და ერთი აქსონი.
Arising from the cell body are two types of extensions: numerous dendrites and a single axon.
575406.
ბიოლოგია | თავი XLVIII
დენდრიტები (ბერძნულად dendron - ხე) ძლიერ დატოტვილი მორჩებია, რომლებიც სიგნალებს სხვა ნეირონიდან იღებენ.
Dendrites (from the Greek dendron, tree) are highly branched extensions that receive signals from other neurons.
575407.
ბიოლოგია | თავი XLVIII
აქსონი ბევრად უფრო გრძელი მორჩია, რომელიც ატარებს სიგნალს სხვა უჯრედისკენ - ნეირონისკენ ან ეფექტორული უჯრედისკენ.
The axon is typically a much longer extension that transmits signals to other cells, which may be neurons or effector cells.
575408.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ზოგიერთი აქსონი მეტრზე უფრო გრძელიც შეიძლება იყოს, მაგალითად აქსონი, რომელიც ზურგის ტვინიდან ტერფის კუნთოვან უჯრედებამდე აღწევს.
Some axons, such as the ones that reach from your spinal cord to muscle cells in your feet, may be over a meter long.
575409.
ბიოლოგია | თავი XLVIII
აქსონის კონუსისებრ ზონას, რომლითაც ის უჯრედის სხეულს უკავშირდება, აქსონის ბორცვი ეწოდება.
The conical region of an axon where it joins the cell body is called the axon hillock.
575410.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ეს ის ზონაა, სადაც გენერირდება აქსონით ქვევით მიმავალი სიგნალები.
This is typically the region where the signals that travel down the axon are generated.
575411.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ბევრი აქსონი დაფარულია მიელინის გარსით, რომელიც მოგვიანებით იქნება აღწერილი.
Many axons are enclosed by a layer called the myelin sheath, described later in this section.
575412.
ბიოლოგია | თავი XLVIII
დაბოლოებასთან ახლოს აქსონი ჩვეულებრივ იყოფა რამდენიმე ტოტად, რომლებიც მთავრდება სინაფსური დაბოლოებით.
Near its end, an axon usually divides into several branches, each of which ends in a synaptic terminal.
575413.
ბიოლოგია | თავი XLVIII
სინაფსური დაბოლებისა და სხვა უჯრედის კავშირის ადგილს ეწოდება სინაფსი.
The site of communication between a synaptic terminal and another cell is called a synapse.
575414.
ბიოლოგია | თავი XLVIII
სინაფსების უმრავლესობაში, ინფორმაციის გატარება ხდება გადამცემი ნეირონიდან (პრესინაფსური უჯრედი) მიმღებ უჯრედზე (პოსტსინაფსური უჯრედი) ნეიროტრანსმიტერად წოდებული ქიმიური გადამცემების საშუალებით.
At most synapses, information is passed from the transmitting neuron (the presynaptic cell) to the receiving cell (the postsynaptic cell) by means of chemical messengers called neurotransmitters.
575415.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ნეირონის ფორმის სირთულე დამოკიდებულია სინაფსების რაოდენობაზე, რომლებითაც ის დაკავშირებულია სხვა ნეირონთან.
The complexity of a neuron's shape reflects the number of synapses it has with other neurons.
575416.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მაგალითად, სურათი 48.6ბს ქვედა ნაწილში ნაჩვენებ ინტერნეირონს აქვს დაახლოებით 100.000 სინაფსი თავის ძალიან დატოტვილ დენდრიტებზე, მაშინ, როდესაც ნეირონებს მარტივი დენდრიტებით საკმაოდ მცირერიცხოვანი სინაფსი აქვთ.
For example, the interneuron shown in the lower part of Figure 48.6b has about 100,000 synapses on its highly branched dendrites, whereas neurons with simpler dendrites have far fewer synapses.
575417.
ბიოლოგია | თავი XLVIII
გლია (ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს წებოს “glue”) აერთიანებს დამხმარე უჯრედებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის სტრუქტურული მთლიანობისა და ნეირონების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
Glia (from a Greek word meaning "glue") are supporting cells that are essential for the structural integrity of the nervous system and for the normal functioning of neurons.
575418.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ძუძუმწოვრების თავის ტვინში, გლია ნეირონებს რიცხობრივად 10-50- ჯერ სჭარბობს.
In the mammalian brain, glia outnumber neurons 10-fold to 50-fold.
575419.
ბიოლოგია | თავი XLVIII
თავისა და ზურგის ტვინში არის გლიის რამდენიმე ტიპი: ასტროციტები, რადიალური გლია, ოლიგოდენდროციტები და შვანის უჯრედები.
There are several types of glia in the brain and spinal cord, including astrocytes, radial glia, oligodendrocytes, and Schwann cells.
575420.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ჯგუფურად, ეს უჯრედები აკეთებენ გაცილებით მეტს, ვიდრე მხოლოდ ნეირონების ერთობლიობა.
As a group, these cells do much more than just hold neurons together.