მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575621.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ბიოგენური ამინები ხშირად ჩართული არიან არაპირდაპირ სინაფსურ ტრანსმისიაში, ძირითადად ცნს-ში.
The biogenic amines are often involved in indirect synaptic transmission, most commonly in the CNS.
575622.
ბიოლოგია | თავი XLVIII
თუმცა ნორეპინეფრინი ასევე ფუნქციონირებს პნს-ის განყოფილებაში – ავტონომიურ ნერვულ სისტემაში, რომელიც განხილული იქნება კონცეფცია 48.5 -ში.
However, norepinephrine also functions in a branch of the PNS called the autonomic nervous system, discussed in Concept 48.5.
575623.
ბიოლოგია | თავი XLVIII
დოფამინი და სეროტონინი გამოიყოფა თავის ტვინის მრავალ უბანში და მოქმედებს ძილზე, გუნება-განწყობაზე, ყურადღებაზე და დასწავლაზე.
Dopamine and serotonin are released at many sites in the brain and affect sleep, mood, attention, and learning.
575624.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ამ ნეიროტრანსმიტერების დისბალანსი სხვადასხვა დარღვევასთანაა დაკავშირებული.
Imbalances of these neurotransmitters are associated with several disorders.
575625.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მაგალითად, პარკინსონის დაავადება დეგენერაციული ცვლილებებით დაკავშირებულია დოფამინის დეფიციტთან თავის ტვინში.
For example, the degenerative illness Parkinson's disease is associated with a lack of dopamine in the brain.
575626.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერება, მათ შორის LSD და მესკალინი, აშკარად იწვევენ ჰალუცინაციურ ეფექტებს თავის ტვინში სეროტონინისა და დოფამინის რეცეპტორებთან დაკავშირების გზით.
Some psychoactive drugs, including LSD and mescaline, apparently produce their hallucinatory effects by binding to brain receptors for serotonin and dopamine.
575627.
ბიოლოგია | თავი XLVIII
დეპრესიის სამკურნალოდ ხშირად გამოიყენება წამლები, რომლებიც ზრდიან თავის ტვინში ისეთი ბიოგენური ამინების კონცენტრაციას, როგორიცაა ნორეპინენფრინი ან სეროტონინი.
Depression is often treated with drugs that increase the brain concentrations of biogenic amines such as norepinephrine or serotonin.
575628.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მაგალითად, პროზაკი აძლიერებს სეროტონინის ეფექტს მისი უკუშთანთქმის შეკავების გზით.
Prozac, for instance, elevates the concentration of serotonin by inhibiting its uptake after release.
575629.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ამინომჟავები და პეპტიდები.
Amino Acids and Peptides.
575630.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ცნს-ში ცნობილია ოთხი ამინომჟავა, რომელიც ფუნქციონირებს როგორც ნეიროტრანსმიტერი: გამა-ამინო-ერბოს მჟავა (გაემ), გლიცინი, გლუტამატი და ასპარტატი.
Four amino acids are known to function as neurotransmitters in the CNS: gamma aminobutyric acid (GABA), glycine, glutamate, and aspartate.
575631.
ბიოლოგია | თავი XLVIII
გაემ წარმოადგენს უმეტესი შემაკავებელი სინაფსების ნეიროტრანსმიტერს თავის ტვინში. ის CL-ის მიმართ პოსტსინაფსური მემბრანის განვლადობის გაზრდით ქმნის შპსპ-ს.
GABA, believed to be the neurotransmitter at most inhibitory synapses in the brain, produces IPSPs by increasing the permeability of the postsynaptic membrane to Cl.
575632.
ბიოლოგია | თავი XLVIII
რამდენიმე ნეიროპეპტიდი, ამინომჟავების შედარებით მოკლე ჯაჭვით მოქმედებს ისე, როგორც ნეიროტრანსმიტერი.
Several neuropeptides, relatively short chains of amino acids, serve as neurotransmitters.
575633.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ნეირონების უმეტესობა გამოყოფს როგორც ერთ ან რამდენიმე ნეიროპეპტიდს, ასევე არაპეპტიდურ ნეიროტრანსმიტერს.
Most neurons release one or more neuropeptides as well as a nonpeptide neurotransmitter.
575634.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მრავალი ნეიროპეპტიდი წარმოქმნილია გაცილებით უფრო გრძელჯაჭვიანი ცილოვანი პრეკურსორების პოსტ-ტრანსლაციური მოდიფიკაციით.
Many neuropeptides are produced by post-translational modification of much larger protein precursors.
575635.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მაგალითად, 267-ამინომჟავას პრეკურსორის პროენკეფალინის დანაწევრება გვაძლევს პენტაპეპტიდ მეტ-ენკეფალინის ოთხ ასლს და სხვა პეპტიდებსაც.
For example, cleavage of the 267-amino-acid precursor proenkephalin yields four copies of the pentapeptide met-enkephalin as well as other peptides.
575636.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ნეიროპეპტიდები ბიოგენურ ამინებთან ერთად ხშირად მოქმედებენ სიგნალის ტრანსდუქციული გზების მეშვეობით.
In common with the biogenic amines, neuropeptides often operate via signal transduction pathways.
575637.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ნეიროპეპტიდი სუბტანცია P არის ძირითადი აღმაგზნებელი ნეიროტრანსმიტერი, რომელიც მონაწილეობს ტკივილის აღქმაში, მაშინ, როდესაც სხვა ნეიროპეპტიდი, როგორიცაა ენდორფინები, ფუნქციონირებენ როგორც ბუნებრივი ანალგეტიკები, ამცირებენ რა ტკივილის შეგრძნებას.
The neuropeptide substance P is a key excitatory neurotransmitter that mediates our perception of pain, while other neuropeptides, called endorphins, function as natural analgesics, decreasing pain perception.
575638.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ნეიროქიმიკოსებმა კენდეს პერტმა და სოლომონ სნაიდერმა (ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი) 1970-იან წლებში აღწერეს ენდორფინები, როდესაც თავის ტვინის ნეირონებზე აღმოაჩინეს ოპიატების - მორფინისა და ჰეროინის სპეციფიკური რეცეპტორები.
Neurochemists Candace Pert and Solomon Snyder, of Johns Hopkins University, discovered endorphins in the 1970s when they found specific receptors for the opiates morphine and heroin on brain neurons.
575639.
ბიოლოგია | თავი XLVIII
შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ ოპიატები უკავშირდებიან ამ რეცეპტორებს ენდორფინებთან მსგავსების გამო, რომლებიც გამოიყოფა თავის ტვინში ისეთი ფიზიკური ან ემოციური სტრესის დროს, როგორიცაა მშობიარობა.
Further research showed that opiates bind to these receptors by mimicking endorphins, which are produced in the brain during times of physical or emotional stress, such as childbirth.
575640.
ბიოლოგია | თავი XLVIII
გარდა ტკივილის შემსუბუქებისა, ენდორფინები აგრეთვე იწვევენ შარდის გამოყოფის შემცირებას ანტიდიურეზული ჰორმონის (ADH) სეკრეციის სტიმულაციის გზით, სუნთქვის დეპრესიას, ეიფორიას და სხვა ემოციურ ეფექტებს.
In addition to relieving pain, endorphins also decrease urine output by stimulating ADH secretion, depress respiration, produce euphoria, and have other emotional effects.