მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575681.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მაგალითად, პარასიმპათიკური განყოფილების აქტიურობის გაზრდა ამცირებს გულის რიტმს, ზრდის გლიკოგენის პროდუქციას და აძლიერებს მონელებას.
For example, increased activity in the parasympathetic division decreases heart rate, increases glycogen production, and enhances digestion.
575682.
ბიოლოგია | თავი XLVIII
როდესაც სიმპათიკური და პარასიპათიკური ნეირონები აინერვირებენ ერთსა და იმავე ორგანოს, მათ ხშირად (მაგრამ არა ყოველთვის) აქვთ ანტაგონისტური (საპირისპირო) ეფექტები.
When sympathetic and parasympathetic neurons innervate the same organ, they often (but not always) have antagonistic (opposite) effects.
575683.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ენტერული ნაწილი მოიცავს ნეირონების ქსელს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, პანკრეასსა და ნაღვლის ბუშტში.
The enteric division consists of networks of neurons in the digestive tract, pancreas, and gallbladder.
575684.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ეს ნეირონები აკონტროლებენ ამ ორგანოების სეკრეტორულ ფუნქციებს და გლუვი კუნთების აქტიურობას, რაც იწვევს პერისტალტიკას.
These neurons control these organs' secretions as well as activity in the smooth muscles that produce peristalsis.
575685.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მიუხედავად იმისა, რომ ენტერულ ნაწილს შეუძლია დამოუკიდებელი ფუნქციონირება, ის ჩვეულებრივ რეგულირდება სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნაწილებით.
Although the enteric division can function independently, it is normally regulated by the sympathetic and parasympathetic divisions.
575686.
ბიოლოგია | თავი XLVIII
სომატური და ავტონომიური ნერვული სისტემები ხშირად ურთიერთქმედებენ ჰომეოსტაზის შესანარჩუნებლად.
The somatic and autonomic nervous systems often cooperate in maintaining homeostasis.
575687.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მაგალითად, სხეულის ტემპერატურის დაცემის საპასუხოდ, ჰიპოთალამუსი გადასცემს ინფორმაციას ავტონომიურ ნერვულ სისტემას, რათა შეავიწროოს სხეულის ზედაპირული სისხლძარღვები, რაც სითბოს დაკარგვას ამცირებს.
In response to a drop in body temperature, for example, the hypothalamus signals the autonomic nervous system to constrict surface blood vessels, which reduces heat loss.
575688.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ამავე დროს, ჰიპოთალამუსი გადასცემს ინფორმაციას სომატურ ნერვულ სისტემას, რათა გამოიწვიოს კანკალი, რომელიც ზრდის სითბოს პროდუქციას.
At the same time, the hypothalamus signals the somatic nervous system to cause shivering, which increases heat production.
575689.
ბიოლოგია | თავი XLVIII
თავის ტვინის ემბრიონული განვითარება.
Embryonic Development of the Brain.
575690.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ყველა ხერხემლიანში, ემბრიონული განვითარების დროს ნერვული მილის წინა ნაწილში სამი ორმხრივად სიმეტრიული გაფართოება იკვეთება – წინა ტვინი (forebrain), შუა ტვინი (midbrain) და უკანა ტვინი (hindbrain).
In all vertebrates, three bilaterally symmetrical, anterior bulges of the neural tube-the forebrain, midbrain, and hindbrainbecome evident as the embryo develops.
575691.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ხერხემლიანების ევოლუციის პერიოდში, თავის ტვინის შემდგომი სტრუქტურული და ფუნქციური დაყოფა გრძელდება.
During vertebrate evolution, the brain further divided structurally and functionally.
575692.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ამ განაწილებამ სხვა ხერხემლიანებთან შედარებით ფრინველებსა და ძუძუმწოვრებში ბევრად უფრო დიდი წინა ტვინის განვითარებით, გაზარდა კომპლექსური ინტეგრაციის შესაძლებლობები.
This regionalization increased capacity for complex integration, with the forebrain becoming much larger in birds and mammals than in other vertebrates.
575693.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ადამიანის ემბრიონული განვითარების მეხუთე კვირას სამი პირველადი გაფართოებიდან ყალიბდება თავის ტვინის ხუთი განყოფილება.
By the fifth week of human embryonic development, five brain regions have formed from the three primary bulges.
575694.
ბიოლოგია | თავი XLVIII
წინა ტვინიდან ვითარდება საბოლოო ტვინი და შუამდებარე ტვინი; შუა ტვინიდან ვითარდება მეზენცეფალონი (ზრდასრულებში მას ისევ შუა ტვინს უწოდებენ); უკანა ტვინიდან ვითარდება მოგრძო ტვინი და უკანა ტვინი.
The telencephalon and diencephalon develop from the forebrain; the mesencephalon develops from the midbrain (and is also called the midbrain in the adult); and the metencephalon and myelencephalon develop from the hindbrain.
575695.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ვინაიდან ადამიანის თავის ტვინი განაგრძობს განვითარებას, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ვლინდება ტელენცეფალონში – წინა ტვინის ზონაში, რომლიდანაც წარმოიქმნება დიდი ტვინი - ცერებრუმი.
As a human brain develops further, the most profound changes occur in the telencephalon, the region of the fore brain that gives rise to the cerebrum.
575696.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ტელენცეფალონის სწრაფი ინტენსიური ზრდა მეორე და მესამე თვეებში იწვევს ცერებრუმის გარეთა ნაწილის, წოდებული ცერებრულ ქერქად (დიდი ტვინის ქერქი), გაფართოებას თავის ტვინის დანარჩენი საკმაოდ დიდი ნაწილის ზემოთ და გარშემო.
Rapid, expansive growth of the telencephalon during the second and third months causes the outer portion of the cerebrum, called the cerebral cortex, to extend over and around much of the rest of the brain.
575697.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ხერხემლიანთა ისტორიის ადრეულ პერიოდში ჩამოყალიბებულ წინა ტვინის ნაწილიდან - დიენცეფალონიდან ვითარდება მთავარი ცენტრები: თალამუსი, ჰიპოთალამუსი და ეპითალამუსი.
Major centers that develop from the diencephalon-the forebrain division that evolved earliest in vertebrate history-are the thalamus, hypothalamus, and epithalamus.
575698.
ბიოლოგია | თავი XLVIII
შუა და უკანა ტვინიდან წარმოქმნილი სამი ზონა დასაბამს აძლევს თავის ტვინის ღეროს - სტრუქტურების კრებულს თავის ტვინის სიღრმეში.
The three regions derived from the midbrain and hindbrain give rise to the brainstem, a set of structures deep within the brain.
575699.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ზრდასრულების თავის ტვინის ღერო შედგება შუა ტვინის (განვითარებული მეზენცეფალონიდან), ხიდისა (განვითარებული მეტენცეფალონიდან) და მოგრძო ტვინისგან (განვითარებული მიელენცეფალონიდან).
The adult brainstem consists of the midbrain (derived from the mesencephalon), the pons (derived from the metencephalon), and the medulla oblongata (derived from the myelencephalon).
575700.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მეტენცეფალონიდან ასევე წარმოიქმნება თავის ტვინის სხვა მნიშვნელოვანი ცენტრი - ნათხემი, რომელიც თავის ტვინის ღეროს შემადგენლობაში არ შედის.
The metencephalon also gives rise to another major brain center, the cerebellum, which is not part of the brainstem.