მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575821.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მემარჯვენე ადამიანების უმრავლესობა იყენებს თავის მარცხენა ხელს (კონტროლირებულს მარჯვენა ნახევარსფეროთი) დასაკავშირებლად ან დასაჭერად და იყენებს მარჯვენა ხელს (კონტროლირებულს მარცხენა ჰემისფეროთი) ნატიფი დეტალური მოძრაობისთვის.
Most right-handed people use their left hand (controlled by the right hemisphere) for context or holding and use their right hand (controlled by the left hemisphere) for fine, detailed movement.
575822.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ორი ნახევარსფერო ჩვეულებრივ მუშაობს ერთად და ჰარმონიულად, ინფორმაციის ურთიერთგადაცემით კორძიანი სხეულის ბოჭკოების მეშვეობით.
The two hemispheres normally work together harmoniously, trading information back and forth through the fibers of the corpus callosum.
575823.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ასეთი გაცვლის მნიშვნელობა ნაჩვენებია პაციენტებში, როლებსაც გადაჭრილი ჰქონდათ კორძიანი სხეული ეპილეფსიური შეტევების რეგულაციის მიზნით.
The importance of this exchange is revealed in patients who have had their corpus callosum severed to control their epileptic seizures.
575824.
ბიოლოგია | თავი XLVIII
როდესაც ასეთი „ტვინგადაჭრილი” პაციენტები უყურებდნენ ნაცნობ სიტყვებს თავიანთ მარცხენა მხედველობის ველში, მათ არ შეეძლოთ სიტყვის წაკითხვა, ვინაიდან სენსორული ინფორმაცია, რომელიც გადაეცემა მხედველობის მარცხენა ველიდან მარჯვენა ნახევარსფეროს ვერ აღწევს მეტყველების ცენტრს მარცხენა ჰემისფეროში.
When such "split-brain" patients see a familiar word in their left field of vision, they cannot read the word because the sensory information that travels from the left field of vision to the right hemisphere cannot reach the language centers in the left hemisphere.
575825.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ამ პაციენტების თითოეული ნახევარსფერო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს.
Each hemisphere in these patients functions independently of the other.
575826.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ენა და მეტყველება.
Language and Speech.
575827.
ბიოლოგია | თავი XLVIII
თავის ტვინის უმაღლესი კოგნიტიური ფუნქციების სისტემატიკური კარტირება მე-19 საუკუნეში იწყება, როდესაც ექიმებმა გაიგეს, რომ ქერქის გარკვეული ზონების დაზიანებამ ტრავმით, დარტყმით ან სიმსივნით, შეიძლება წარმოქმნას განსაზღვრული ცვლილებები პიროვნების ქცევაში.
The systematic mapping of higher cognitive functions to specific brain areas began in the 19th century when physicians learned that damage to particular regions of the cortex by injuries, strokes, or tumors can produce distinctive changes in a person's behavior.
575828.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ფრანგი ექიმი პიერ ბროკა ატარებდა იმ პაციენტების სიკვდილის შემდგომ კვლევას, რომლებსაც შეეძლოთ გაეგოთ ენა, მაგრამ არ შეეძლოთ მეტყველება.
The French physician Pierre Broca conducted postmortem examinations of patients who could understand language but could not speak.
575829.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მან აღმოაჩინა, რომ ასეთი პაციენტების უმრავლესობას მარცხენა შუბლის წილის პატარა ველში აქვთ დეფექტები.
He discovered that many of these patients had defects in a small region of the left frontal lobe.
575830.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ეს ველი, დღეს ცნობილი, როგორც ბროკას ველი, მდებარეობს პირველადი მოტორული ქერქის წინა ნაწილში, რომელიც აკონტროლებს სახის კუნთებს.
That region, now known as Broca's area, is located in front of the part of the primary motor cortex that controls muscles in the face.
575831.
ბიოლოგია | თავი XLVIII
გერმანელი ექიმი კარლ ვერნიკე ასევე ატარებდა გამოკვლევებს და აღმოაჩინა, რომ საფეთქლის წილის უკანა ნაწილის, დღეს ვერნიკეს ველად წოდებულის, დაზიანება აქრობს მეტყველების გაგების უნარს, მაგრამ ტოვებს ინტაქტურს მის გენერაციას.
The German physician Karl Wernicke also conducted examinations and found that damage to a posterior portion of the temporal lobe, now called Wernicke's area, abolished the ability to comprehend speech but left speech generation intact.
575832.
ბიოლოგია | თავი XLVIII
საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, თავის ტვინის აქტივობის შესწავლამ ფუნქციურ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის (FMRI) და პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის (PET) მეთოდებით, დაამტკიცა, რომ ბროკას ველი არის აქტიური მეტყველების გენერირების დროს, ხოლო ვერნიკეს ველი აქტიურდება, როდესაც მეტყველება მოისმინება.
Over a century later, studies of brain activity using fMRI and positron-emission tomography (PET) have confirmed that Broca's area is active during the generation of speech and that Wernicke's area is active when speech is heard.
575833.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ბროკას და ვერნიკეს ველი თავის ტვინის ძალიან დიდი ქსელის ნაწილია, რომელიც ჩართულია მეტყველების განვითარებაში.
Broca's area and Wernicke's area are part of a much larger network of brain regions involved in language.
575834.
ბიოლოგია | თავი XLVIII
დაბეჭდილი სიტყვების ჩუმად წაკითხვა, მეტყველების გარეშე, ააქტიურებს მხედველობის ქერქს, მაშინ, როდესაც დაბეჭდილი სიტყვების ხმამაღალი წაკითხვა ააქტიურებს ვიზუალურ ქერქს და ბროკას ველს.
Reading a printed word without speaking activates the visual cortex, whereas reading a printed word out loud activates both the visual cortex and Broca's area.
575835.
ბიოლოგია | თავი XLVIII
შუბლის და საფეთქლის ზონების გააქტიურება ხდება, თუ სიტყვებს მათი მნიშვნელობა უკავშირდება, მაგალითად, როდესაც ადამიანის მიერ წარმოქმნილ ზმნებს თან ახლავს არსებითი სახელი ან დაკავშირებული სიტყვების ჯგუფი ან კონცეფცია (ქვედა მარჯვენა გამოსახულება).
Frontal and temporal areas become active when meaning must be attached to words, such as when a person generates verbs to go with nouns or groups related words or concepts.
575836.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ემოციები. ემოციები თავის ტვინის მრავალი რეგიონის კომპლექსური ურთიერთქმედების შედეგია.
Emotions. Emotions are the result of a complex interplay of many regions of the brain.
575837.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ამ რეგიონებში გამორჩეულია ლიმბური სისტემა - თავის ტვინის ღეროს გარშემო მდებარე სტრუქტურების წრე.
Prominent among these regions is the limbic system, a ring of structures around the brainstem.
575838.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ლიმბური სისტემა შეიცავს დიდი ტვინის სამ ნაწილს - ამიგდალას, ჰიპოკამპს და საყნოსავ ბოლქვებს - ქერქის წილების ზოგიერთ შინაგან ნაწილებთან, თალამუსისა და ჰიპოთალამუსის ნაწილთან ერთად.
The limbic system includes three parts of the cerebral cortex-the amygdala, hippocampus, and olfactory bulb-along with some inner portions of the cortex's lobes and sections of the thalamus and hypothalamus.
575839.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ეს სტრუქტურები ნეოკორტექსის სენსორულ უბნებთან და თავის ტვინის სხვა უმაღლეს ცენტრებთან ურთიერთქმედებენ და შუამავლობენ პირველადი ემოციების განხორციელებაში, რომლებიც ვლინდება ისეთ ქცევებში, როგორიც არის სიცილი და ტირილი.
These structures interact with sensory areas of the neocortex and other higher brain centers, mediating primary emotions that manifest themselves in behaviors such as laughing and crying.
575840.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ისინი აგრეთვე უკავშირებენ ემოციურ „შეგრძნებებს” ბაზურ, სასიცოცხლო ფუნქციებს, რომელსაც აკონტროლებს თავის ტვინის ღერო, აგრესიული, კვებითი და სქესობრივი ქცევების ჩართვით.
It also attaches emotional "feelings" to basic, survival-related functions controlled by the brainstem, including aggression, feeding, and sexuality.