მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575761.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ხილის ბუზის (drosophila) ორგანიზმში - მისი ფრთების გარეთა კიდეებზე გამოვლინდა ბიოლოგიური საათების დიდი რაოდენობა.
In contrast, fruit flies (Drosophila) appear to have many biological clocks in various parts of their body, such as the outer edges of their wings.
575762.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ბიოლოგიურ საათებს, როგორც წესი, გარეგანი სტიმულები სჭირდება, რათა შეინარჩუნონ სინქრონულობა გარემოს ციკლურობასთან.
Biological clocks usually require external cues to remain synchronized with environmental cycles.
575763.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მაგალითად, მხედველობითი ინფორმაციის გადაცემა სინათლის ინტენსივობის თაობაზე SCNში სინქრონულია დღის ხანგრძლივობისა და სიბნელის ბუნებრივ ციკლებთან.
For example, visual information about light intensity transmitted to the SCN synchronizes the mammalian clock with the natural cycles of day length and darkness.
575764.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მღრღნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით SCN-ში აღმოჩნდა უჯრედები, რომლებიც სინათლე/სიბნელის ციკლების მონაცვლეობის საპასუხოდ სპეციფიკურ ცილებს გამოყოფენ.
Experiments with rodents have revealed that cells in the SCN produce specific proteins in response to changing light/dark cycles.
575765.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ადამიანის ცირკადული რიტმები განსაკუთრებული ინტენსივობით შეისწავლება, რადგან მათი მოშლა ძილის დარღვევებს იწვევს.
Human circadian rhythms have been the subject of particularly intense study because upsetting them can cause sleep disorders.
575766.
ბიოლოგია | თავი XLVIII
1970 წლის ცნობილ ექსპერიმენტებში, მკვლევრებმა ადამიანები კომფორტულ ოთახებში ღრმად მიწისქვეშ მოათავსეს, სადაც მოხდა მათი საკუთარი გრაფიკის ჩართვა გარეგანი სტიმულის გარეშე.
In a famous series of experiments in the 1970s, researchers housed subjects in comfortable rooms deep underground, where the subjects could set their own schedules without external cues.
575767.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ამ ექსპერიმენტის შედეგით სავარაუდოა, რომ ადამიანის ბიოლოგიურ საათს აქვს ციკლის ხანგრძლივობა დაახლოებით 25 საათი, ძალიან ინდივიდუალური ვარიაციებით.
Those experiments suggested that the human biological clock has a cycle length of about 25 hours, with much individual variation.
575768.
ბიოლოგია | თავი XLVIII
1990 წლის ბოლოს ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ეს მონაცემები გააპროტესტა, მათ აჩვენეს, რომ ოთახის განათებამაც კი შეიძლება იქონიოს გავლენა ცირკადულ რიტმებზე.
In the late 1990s, however, a research team at Harvard University challenged those findings, pointing out that even indoor lighting can influence circadian rhythms.
575769.
ბიოლოგია | თავი XLVIII
უფრო ზუსტი მეთოდების გამოყენებით, ჰარვარდის მეცნიერებმა ნახეს, რომ ადამიანის ბიოლოგიურ საათს აქვს 24 საათისა და 11 წუთის ხანგრძლივობის ციკლი, ძალიან მცირე ინდივიდუალური ვარიაციებით.
Using more rigorous experimental conditions, the Harvard scientists found that the human biological clock has a cycle length of 24 hours and 11 minutes, with very little variation between individuals.
575770.
ბიოლოგია | თავი XLVIII
დიდი ტვინი. დიდი ტვინი ვითარდება ემბრიონული დასასრული ტვინიდან, წინა ტვინის გაფართოებიდან, რომელიც ხერხემლიანთა ადრეულ ევოლუციაში წარმოიქმნა, როგორც საყნოსავი რეცეფციის, ასევე სმენითი და მხედველობითი დამუშავების განმაპირობებელი უბანი.
The Cerebrum. The cerebrum develops from the embryonic telencephalon, an outgrowth of the forebrain that arose early in vertebrate evolution as a region supporting olfactory reception as well as auditory and visual processing.
575771.
ბიოლოგია | თავი XLVIII
დიდი ტვინი იყოფა მარჯვენა და მარცხენა დიდი ტვინის ნახევარსფეროებად.
The cerebrum is divided into right and left cerebral hemispheres.
575772.
ბიოლოგია | თავი XLVIII
თითოეული ნახევარსფერო შედგება რუხი ნივთიერების გარეთა საფარველისგან - დიდი ტვინის ქერქისგან, შიგნითა თეთრი ნივთიერებისგან და თეთრ ნივთიერებაში ღრმად ლოკალიზებული ნეირონების ჯგუფებისგან, რომლებსაც ერთად უწოდებენ ბაზალურ ბირთვებს.
Each hemisphere consists of an outer covering of gray matter, the cerebral cortex; internal white matter; and groups of neurons collectively called basal nuclei located deep within the white matter.
575773.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ბაზალური ბირთვები მნიშვნელოვანი ცენტრებია მოძრაობის მიმდევრობის დაგეგმვისთვის და დასწავლისთვის.
The basal nuclei are important centers for planning and learning movement sequences.
575774.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ამ ბირთვების დაზიანებამ შეიძლება შეაფერხოს კუნთებისკენ გაგზავნილი მოტორული ბრძანებები და გახადოს ინდივიდი უმოძრაო და პასიური.
Damage in this region can prevent motor commands from being sent to the muscles, rendering a person passive and immobile.
575775.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ადამიანებში, თავის ტვინის უდიდესი და ურთულესი ნაწილი არის დიდი ტვინის ქერქი.
In humans, the largest and most complex part of the brain is the cerebral cortex.
575776.
ბიოლოგია | თავი XLVIII
აქ მიმდინარეობს სენსორული ინფორმაციის ანალიზი, მოტორული ბრძანების გამოცემა და მეტყველების გენერირება.
It is here that sensory information is analyzed, motor commands are issued, and language is generated.
575777.
ბიოლოგია | თავი XLVIII
დიდი ტვინის ქერქმა განიცადა ძლიერი გაფართოება, როდესაც მოხდა რეპტილიებისგან ძუძუმწოვრების წინაპრების გამოყოფა.
The cerebral cortex underwent a dramatic expansion when the ancestors of mammals diverged from reptiles.
575778.
ბიოლოგია | თავი XLVIII
უმნიშვნელოვანესია, რომ ძუძუმწოვრებს აქვთ დიდი ტვინის ქერქის უბანი, ცნობილი როგორც ახალი ქერქი.
Most significantly, mammals have a region of the cerebral cortex known as the neocortex.
575779.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ის ფორმირდება ძუძუმწოვრების დიდი ტვინის გარეთა ზედაპირული ნაწილებისგან, შედგება ნეირონთა ექვსი პარალელური შრისგან, რომლებიც თავის ტვინის ზედაპირის მიმართ განლაგებულია ტანგენციალურად.
The neocortex forms the outermost part of the mammalian cerebrum, consisting of six parallel layers of neurons running tangential to the brain surface.
575780.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მაშინ, როდესაც ვირთაგვების ნეოკორტექსი არის შედარებით გლუვი, ადამიანების ნეოკორტექსი საკმაოდ დანაოჭებულია.
Whereas the neocortex of a rat is relatively smooth, the human neocortex is highly convoluted.