მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575921.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მიზიდვის, განზიდვის, ზრდასთან დაკავშირებული ცილების და ზრდის ფაქტორების სწორი კომბინაციების გამოყენებით, მკვლევრები იმედოვნებენ, გამოიწვიონ დაზიანებული აქსონების ზრდა სწორი გზის გაყოლით და სწორ სამიზნე უჯრედებთან კავშირების დამყარებით.
Using the right combination of attractants, repellants, growthassociated proteins, and growth factors, researchers hope to coax damaged axons to regrow, follow the correct pathway, and form connections with the correct target cells.
575922.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ღეროვანი ნერვული უჯრედები.
Neural Stem Cells.
575923.
ბიოლოგია | თავი XLVIII
1998 წლამდე იყო „საყოველთაოდ ცნობილი”, რომ თავის ტვინის თანდაყოლილი ყველა ნეირონი სიცოცხლის ბოლომდე მოგვყვება.
Until 1998, it was "common knowledge" that you were born with all the brain neurons you would ever have.
575924.
ბიოლოგია | თავი XLVIII
თუმცა, იმ წელს ფრედ გეიჯმა კალიფორნიის ბიოლოგიის შესწავლის სოლკის ინსტიტუტიდან და პიტერ ერიქსონმა შვედეთის Sahlgrenska-ს უნივერსიტეტის ჰოსპიტლიდან გააკეთეს გასაოცარი განცხადება, რომ ადამიანის თავის ტვინი ნეირონებს ზრდასრულ ასაკშიც წარმოქმნის.
In that year, however, Fred Gage from the Salk Institute for Biological Studies in California and Peter Ericksson from Sahlgrenska University Hospital in Sweden made a startling announcement: The human brain does produce new neurons in adulthood.
575925.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ერიქსონი მუშაობდა გეიჯის ლაბორატორიაში, სადაც მკვლევრებს თაგვებში შეჰყავდათ ბრომოდეოქსიურიდინის (BrdU) მარკერი დნმ-ის მოსანიშნად უჯრედების გაყოფის დროს.
Ericksson was working in Gage's lab, where researchers injected mice with the marker bromodeoxyuridine (BrdU) to label the DNA of dividing cells.
575926.
ბიოლოგია | თავი XLVIII
შვედეთში დაბრუნების შემდეგ ერიქსონმა გაიგო, რომ განუკურნავი კიბოთი დაავადებული პაციენტების ჯგუფი იღებდა BrdU-ს, როგორც იმ კვლევის მონაწილე, რომელიც ახდენდა სიმსივნის ზრდის კონტროლს.
After Ericksson returned to Sweden, he learned that a group of terminally ill cancer patients were receiving BrdU as part of a study to monitor tumor growth.
575927.
ბიოლოგია | თავი XLVIII
პაციენტები თანახმანი იყვნენ, რათა მათი თავის ტვინი სიკვდილის შემდეგ კვლევისთვის გადაეცათ.
The patients agreed to donate their brains for research upon their death.
575928.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ერიქსონმა ყველა გარდაცვლილი პაციენტის თავის ტვინის ჰიპოკამპში ახლად დაყოფილი ნეირონები აღმოაჩინა.
In a postmortem study, Ericksson found newly divided neurons in the hippocampus of all the patients.
575929.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ამ ახალი ნეირონების ფუნქცია ადამიანის თავის ტვინში ნათელი არ იყო.
It is not clear what function these new cells play in the human brain.
575930.
ბიოლოგია | თავი XLVIII
თუმცა თაგვს, რომელიც ბინადრობდა სტიმულირებად გარემოში და სავარჯიშო ბორბალში დარბოდა, ჰქონდა უფრო მეტი ახალი ნეირონი ჰიპოკამპში და უკეთესად ასრულებდა ამოცანებს, ვიდრე გალიაში მობინადრე გენეტიკურად იდენტური თაგვი, რომელიც მცირე სტიმულაციას იღებდა.
However, mice that live in stimulating environments and run on exercise wheels have more new neurons in their hippocampus and perform better on learning tasks than genetically identical caged mice that receive little stimulation.
575931.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მომწიფებულ ნეირონებს, თავისი ინტენსიური გამონაზარდებით და დახლართული კავშირებით სხვა უჯრედებთან, აშკარად დაკარგული ჰქონდათ დაყოფის უნარი.
Mature neurons, with their extensive processes and intricate connections with other cells, clearly are not able to undergo cell division.
575932.
ბიოლოგია | თავი XLVIII
აქედან გამომდინარე, თავის ტვინის ახალი უჯრედები ღეროვანი უჯრედებიდან უნდა წამოსულიყვნენ.
Therefore, the new brain neurons must have come from stem cells.
575933.
ბიოლოგია | თავი XLVIII
გავიხსენოთ 21-ე თავიდან, რომ ღეროვანი უჯრედები შედარებით არასპეციალიზებული უჯრედებია, რომლებიც განუწყვეტლივ იყოფიან.
Recall from Chapter 21 that stem cells are relatively unspecialized cells that continually divide.
575934.
ბიოლოგია | თავი XLVIII
თუ ზოგიერთი მათგანის შთამომავლობა რჩება არადიფერენცირებულად, სხვებს სპეციალიზებულ უჯრედებად შესაფერის პირობებში დიფერენცირება შეუძლიათ.
While some of their progeny remain undifferentiated, others may differentiate into specialized cells under the right conditions.
575935.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ადამიანებში ღეროვან უჯრედებზე ჩატარებული კვლევის ერთ-ერთი სიძნელე არის ღეროვანი უჯრედების წყაროს პოვნა.
One of the difficulties of conducting research on stem cells is finding a source of human stem cells.
575936.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ემბრიონული ღეროვანი უჯრედები შეიძლება მოვიპოვოთ ემბრიონის წარმოქმნისას ინ-ვიტრო განაყოფიერების გზით, მაგრამ, ვინაიდან ამ უჯრედების მოპოვება საჭიროებს ემბრიონის დაზიანებას, სხვადასხვა ეთიკური და პოლიტიკური მიდგომა ზღუდავს მათ გამოყენებას.
Embryonic stem cells can be obtained from embryos produced through in vitro fertilization, but because harvesting these cells requires destroying the embryo, various ethical and political issues surround their use.
575937.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ზრდასრულის გარკვეულ ქსოვილებს, როგორიცაა ძვლის ტვინი, აგრეთვე აქვთ ღეროვანი უჯრედები, მაგრამ ეს უჯრედები შეიძლება მრავალმხრივად ნაკლებად იყოს განვითარებული, ვიდრე ემბრიონული ღეროვანი უჯრედები.
Certain adult tissues, such as bone marrow, also have stem cells, but those cells may be less developmentally versatile than embryonic stem cells.
575938.
ბიოლოგია | თავი XLVIII
2001 წელს, გეიჯიმ და მისმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ მათ ჰქონდათ ნეირონული პროგენიტორული უჯრედების კულტურები ახლად გარდაცვლილი პირების თავის ტვინიდან და ქსოვილების ქირურგიული ნიმუშებიდან.
In 2001, Gage and his colleagues announced that they had cultured neural progenitor cells from the brains of recently deceased individuals and surgical tissue samples.
575939.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ტერმინი პროგენიტორი გვიჩვენებს, რომ ამ ღეროვანი უჯრედებიდან წარმოიქმნება ნეირონები ან გლია.
The term progenitor refers to the fact that these stem cells are committed to becoming either neurons or glia.
575940.
ბიოლოგია | თავი XLVIII
კულტურაში, უჯრედები იყოფა 30-70-ჯერ და დიფერენცირდება ნეირონებად და ასტროციტებად.
In culture, the cells divided 30 to 70 times and differentiated into neurons and astrocytes.