მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575941.
ბიოლოგია | თავი XLVIII
შემდგომი კვლევის ერთ-ერთი მიზანია იმ მეთოდის პოვნა, რომელიც გამოიწვევს საკუთარი ორგანიზმის პროგენიტორული უჯრედების დიფერენცირებას სპეციფიკური სახის ნეირონებად ან გლიად, მათი საჭიროების შესაბამისად.
One of the goals of further research is to find a way to induce the body's own neural progenitor cells to differentiate into specific types of neurons or glia when and where they are needed.
575942.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მეორე მიზანს წარმოადგენს კულტივირებული ნეირონული პროგენიტორული უჯრედების ტრანსპლანტაცია დაზიანებულ ცნს-ში.
Another goal is to transplant cultured neural progenitor cells into the damaged CNS.
575943.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ნერვული სისტემის დაავადებები და დარღვევები.
Diseases and Disorders of the Nervous System.
575944.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ფსიქიკური დაავადებები, შიზოფრენიისა და დეპრესიების ჩათვლით და ნევროლოგიური დარღვევები, როგორიცაა ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებები, საზოგადოებიდან უზარმაზარ ხარკს მოითხოვს, როგორც პაციენტების პროდუქციული ცხოვრების პოტენციური დანაკარგის, ასევე ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით.
Mental illnesses, including schizophrenia and depression, and neurological disorders such as Alzheimer's disease and Parkinson's disease take an enormous toll on society, in both the patient's potential loss of a productive life and the high cost of long-term medical care.
575945.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ისინი ასევე მძიმედ არღვევენ პაციენტების ოჯახურ ცხოვრებას.
They also severely disrupt the lives of patients' families.
575946.
ბიოლოგია | თავი XLVIII
კვლევის პრიორიტეტს შესაბამისი მკურნალობის და საშუალებების აღმოჩენა წარმოადგენს.
Finding proper treatments and cures is a research priority.
575947.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მრავალი წელი, ფსიქიკურად დაავადებული პაციენტებისთვის ერთად-ერთი მკურნალობა იყო მათი დაწესებულებებში იზოლირება, სადაც მათი უმეტესობა თავის დარჩენილ ცხოვრებას ატარებდა.
For many years, the only treatment for patients with mental illness was to sequester them in institutions, where most of them spent the rest of their lives.
575948.
ბიოლოგია | თავი XLVIII
დღეს, როდესაც გამოჩნდა მრავალი წამალი ამ დაავადებების სამკურნალოდ (თუმცა მათი სრული განკურნება ჯერ კიდევ შეუძლებელია), ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ყოფნის საშუალო დრო დაახლოებით ორი-სამი კვირაა.
Today, with the of advent of drugs that can treat (though not yet cure) many these conditions, the average stay in a mental hospital is about two or three weeks.
575949.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ფსიქიკური დაავადებებისადმი დამოკიდებულება ნელ-ნელა შეიცვალა, ვინაიდან ადამიანები მეტად აცნობიერებენ იმას, რომ ფსიქიკური დაავადებები თავის ტვინში ქიმიური ან ანატომიური ცვლილებებითაა გამოწვეული.
Attitudes toward the mentally ill are slowly changing as people become more aware that mental illnesses are caused by chemical or anatomical changes in the brain.
575950.
ბიოლოგია | თავი XLVIII
შიზოფრენია. მსოფლიოში მოსახლეობის დაახლოებით 1% დაავადებულია შიზოფრენიით - მძიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელსაც ახასიათებს ფსიქოზური ეპიზოდები, რეალობის გარჩევის უნარის დაკარგვით.
Schizophrenia. About 1% of the world's population suffers from schizophrenia, a severe mental disturbance characterized by psychotic episodes in which patients lose the ability to distinguish reality.
575951.
ბიოლოგია | თავი XLVIII
შიზოფრენიის სიმპტომები ტიპურად შეიცავენ ჰალუცინაციებს (უფრო ხშირად „ხმებს”, რომლებიც პაციენტს აგონებენ, რომ ის უღირსი და ბოროტია), ილუზიებს (ძირითადად პარანოიდულს), ასევე დაჩლუნგებულ ემოციებს, უყურადღებობას, უინიციატივობას და ღარიბ მეტყველებას.
The symptoms of schizophrenia typically include hallucinations (most often "voices" telling the patient that they are worthless and evil) and delusions (generally paranoid), as well as blunted emotions, distractibility, lack of initiative, and poverty of speech.
575952.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მიუხედავად ზოგადად დამკვიდრებული აზრისა, შიზოფრენიით დაავადებულები ყოველთვის არ ავლენენ პიროვნულ გაორებას.
Despite the commonly held belief, schizophrenics do not necessarily exhibit a split personality.
575953.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ვარაუდობენ, რომ შიზოფრენიის რამდენიმე ფორმა არსებობს, მაგრამ გაურკვეველია, ეს სხვადასხვა დარღვევაა თუ ერთი დაავადების ვარიაციები.
There seem to be several different forms of schizophrenia, and it is unclear whether they represent different disorders or variations of the same underlying disease.
575954.
ბიოლოგია | თავი XLVIII
შიზოფრენიის მიზეზი უცნობია, თუმცა დაავადებას აქვს ძლიერი გენეტიკური კომპონენტი.
The cause of schizophrenia is unknown, although the disease has a strong genetic component.
575955.
ბიოლოგია | თავი XLVIII
იდენტური ტყუპების შესწავლამ გვიჩვენა, რომ თუ ერთ ტყუპის ცალში გამოვლინდა შიზოფრენია, 50%-ით მოსალოდნელია, რომ მეორესაც ექნება.
Studies of identical twins show that if one twin has schizophrenia, there is a 50% chance that the other twin has it, too.
575956.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ის ფაქტი, რომ იდენტურ ტყუპებს აქვთ იდენტური გენები, არ გულისხმობს 100%-ით იმის ალბათობას, რომ შიზოფრენიას ექნება ერთნაირი სიძლიერის გამოვლინება.
Since identical twins have identical genes, the fact that this likelihood is not 100% implies that schizophrenia must have an equally strong environmental component, which is unidentified.
575957.
ბიოლოგია | თავი XLVIII
დღეს, როდესაც ადამიანის გენომი გარკვეულია, დიდი ძალისხმევით ხდება იმ მუტაციური გენების აღმოჩენის გზების ძიება, რომლებიც განაპირობებენ ადამიანის მიდრეკილებას დაავადებისადმი.
Now that the human genome has been sequenced, there is a vigorous effort under way to find the mutant genes that predispose a person to the disease.
575958.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ამ ძალისხმევაში ჩართულია ადამიანების დნმ-ის სეკვენირება ისეთ ოჯახებში, სადაც აღინიშნება შიზოფრენიის ხშირი შემთხვევები.
This effort includes DNA sequencing of individuals in families with a high incidence of schizophrenia.
575959.
ბიოლოგია | თავი XLVIII
აქ ჩართული უნდა იყოს მრავლობითი გენები, რადგან მემკვიდრეობითობა არ მისდევს ცალკეული გენის მუტაციისთვის მოსალოდნელ მენდელის მოდელს.
Multiple genes must be involved because the inheritance does not follow the Mendelian pattern expected for a single-gene mutation.
575960.
ბიოლოგია | თავი XLVIII
შიზოფრენიის მკურნალობა ძირითადად ფოკუსირებულია თავის ტვინის იმ გზებზე, რომლებიც იყენებენ დოფამინს, როგორც ნეიროტრანსმიტერს.
Treatments for schizophrenia have focused mostly on brain pathways that use dopamine as a neurotransmitter.