მოიძებნა 668043 ჩანაწერი
576001.
ბიოლოგია | თავი XLVIII
გენეტიკურად შექმნილ თაგვების ხაზში აკუმულირდებოდა გაცილებით ნაკლები β – ამილოიდი. მათ არ ახასიათებდათ ასაკთან დაკავშირებული მეხსიერების დეფიციტი, რაც ტიპური იყო ამ ხაზის თაგვებისთვის.
The genetically engineered mice accumulated much less B-amyloid and did not experience the age-related memory deficits typical of mice in that strain.
576002.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ადამიანებში ად-ის წარმატებული მკურნალობა დაფუძნებულია სენილური ბალთების ადრეულ გამოვლენაზე, რადგან ისინი ყალიბდებიან დაავადების სიმპტომების გამოჩენამდე.
A successful treatment for AD in humans may hinge on the early detection of senile plaques, which commonly form before overt symptoms of the disease appear.
576003.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით შესაძლოა იყოს ქიმიური ნივთიერება, ე.წ. პიტსბურგის ნაერთი –B (PIB), რომელიც სინთეზირებულ იქნა მეცნიერების მიერ 2004 წელს პიტსბურგის უნივერსიტეტში.
One step in this direction may be a chemical nicknamed Pittsburgh Compound-B (PIB), which was synthesized by scientists at the University of Pittsburgh in 2004.
576004.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მეცნიერებმა დაუკავშირეს PIB ხანმოკლე ნახევარდაშლის პერიოდის მქონე რადიოაქტიურ იზოტოპს და იყენებდნენ PET სკანერს, რათა შეესწავლათ ად პაციენტების თავის ტვინში PIB-ის გავრცელების კვალი.
The scientists linked PIB to a short-lived radioactive isotope and used a PET scanner to track the distribution of PIB in the brains of AD patients.
576005.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მათ აღმოაჩინეს, რომ PIB შერჩევითად აკუმულირდება თავის ტვინის იმ უბნებში, სადაც დიდი რაოდენობითაა დაგროვილი β-ამილოიდი.
They found that PIB accumulated selectively in brain regions that contain large amounts of B-amyloid deposits.
576006.
ბიოლოგია | თავი XLVIII
PIB შესაძლოა გამოსადეგი იყოს იმ წამლების ეფექტურობის დასადგენად, რომლებიც ამცირებენ β-ამილოიდის წარმოქმნის სიხშირეს ან შლიან უკვე ფორმირებულ ბალთებს.
PIB may be useful in testing the effectiveness of drugs aimed at reducing the rate of production of B-amyloid or of dispersing already-formed plaques.
576007.
ბიოლოგია | თავი XLVIII
რიგი ასეთი წამლებისა გამოიყენება კლინიკურ კვლევებში.
Several such drugs are currently in clinical trials.
576008.
ბიოლოგია | თავი XLVIII
პარკინსონის დაავადება.
Parkinson's Disease.
576009.
ბიოლოგია | თავი XLVIII
შეერთებულ შტატებში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი იტანჯება პარკინსონის დაავადებით, მოტორული დარღვევით, რომელსაც ახასიათებს მოძრაობების დაწყების გაძნელება, შენელებული მოძრაობა და რიგიდობა.
Approximately 1 million people in the United States suffer from Parkinson's disease, a motor disorder characterized by difficulty in initiating movements, slowness of movement, and rigidity.
576010.
ბიოლოგია | თავი XLVIII
პაციენტებს ხშირად თითქოს ნიღაბია აქვთ სახეზე, ახასიათებთ კუნთების ტრემორი, წონასწორობის დარღვევა, პოზის შენარჩუნების გაძნელება და ლასლასით სიარული.
Patients often have a masked facial expression, muscle tremors, poor balance, a flexed posture, and a shuffling gait.
576011.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ალცჰაიმერის დაავადების მსგავსად, პარკინსონის დაავადებაც არის ტვინის პროგრესირებადი დაავადება, რომლის გამოვლენის რისკიც იზრდება ასაკის მატებასთან ერთად.
Like Alzheimer's disease, Parkinson's disease is a progressive brain illness whose risk increases with advancing age.
576012.
ბიოლოგია | თავი XLVIII
პარკინსონის დაავადება ვლინდება შემდეგი სიხშირით: დაახლოებით 1% 65 წლის ასაკში და დაახლოებით 5% 85 წლის ასაკში.
The incidence of Parkinson's disease is about 1% at age 65 and about 5% at age 85.
576013.
ბიოლოგია | თავი XLVIII
პარკინსონის დაავადების სიმპტომები გამოწვეულია შუა ტვინის ბირთვის, ე.წ. შავი სუბსტანციის (substantia nigra) ნეირონების კვდომით.
The symptoms of Parkinson's disease result from the death of neurons in a midbrain nucleus called the substantia nigra.
576014.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ეს ნეირონები ნორმაში გამოათავისუფლებენ დოფამინს მათი სინაფსური ტერმინალებიდან ბაზალურ განგლიებში.
These neurons normally release dopamine from their synaptic terminals in the basal nuclei.
576015.
ბიოლოგია | თავი XLVIII
დოფამინური ნეირონების დეგენერაცია დაკავშირებულია დაგროვილი ცილების აგრეგატთან, რომელიც შეიცავს - სინუკლეინს, იგი ჩვეულებრივ პრესინაფსურ ნერვულ ტერმინალში გვხვდება.
The degeneration of dopamine neurons is associated with the accumulation of protein aggregates containing a-synuclein, a protein typically found in presynaptic nerve terminals.
576016.
ბიოლოგია | თავი XLVIII
პარკინსონის დაავადების უმეტეს შემთხვევებში ვერ ხერხდება მიზეზის ზუსტად იდენტიფიცირება.
Most cases of Parkinson's disease lack a clearly identifiable cause.
576017.
ბიოლოგია | თავი XLVIII
თუმცა ამ დაავადების შემსწავლელი მეცნიერები მივიდნენ კონსენსუსამდე, რომ ის არის გარემო და გენეტიკური ფაქტორების კომბინაციის შედეგი.
However, the consensus among scientists who study the disease is that it results from a combination of environmental and genetic factors.
576018.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მაგალითად, ზოგიერთ ოჯახს პარკინსონის დაავადების ხშირი გამოვლენით აქვს α-სინუკლეინის გენის მუტაცია.
For example, some families with an increased incidence of Parkinson's disease have a mutated form of the gene for a-synuclein.
576019.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, α-სინუკლეინის სტრუქტურის ცვლილებები იწვევს შავი სუბსტანციის დოფამინური ნეირონების მგრძნობელობის გაზრდას უჯრედის ოქსიდაციური დაზიანებისადმი.
One hypothesis is that changes in the structure of a-synuclein cause dopamine neurons in the substantia nigra to become susceptible to oxidative cell damage.
576020.
ბიოლოგია | თავი XLVIII
დღეისთვის არ არსებობს პარკინსონის დაავადების მკურნალობის საშუალება, თუმცა მისი სიმპტომების სამართავად სხვადასხვა მიდგომა გამოიყენება: თავის ტვინში ქირურგიული ჩარევა, ტვინის ღრმა სტიმულაცია და წამლები, როგორიცაა L-დოფა - დოფამინის პრეკურსორი, რომელიც გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს.
At present there is no cure for Parkinson's disease, although various approaches are used to manage the symptoms, including brain surgery, deep-brain stimulation, and drugs such as L-dopa, a dopamine precursor that can cross the bloodbrain barrier.