მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575981.
ბიოლოგია | თავი XLVIII
დეპრესიის საწინააღმდეგო ბევრი ეფექტური წამალი, მათ რიცხვში პროზაკი, ზრდის ბიოგენური ამინების აქტიურობას თავის ტვინში.
Many drugs effective against depression, including Prozac, increase the activity of biogenic amines in the brain.
575982.
ბიოლოგია | თავი XLVIII
სხვა განსხვავებული მკურნალობის - ელექტროკონვულსიური თერაპიის, ლითიუმის ადმინისტრაციის და საუბრებით თერაპიის მექანიზმები არ არის გასაგები.
The mechanisms of various other treatments, such as electroconvulsive therapy, lithium administration, and talk therapy, are not well understood.
575983.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ალცჰაიმერის დაავადება.
Alzheimer's Disease.
575984.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ალცჰაიმერის დაავადება (ად) არის გონებრივი გაუარესება ან დემენცია, რომელსაც ახასიათებს დაბნეულობა, მეხსიერების დაკარგვა და მთელი რიგი სხვა სიმპტომებისა.
Alzheimer's disease (AD) is a mental deterioration, or dementia, characterized by confusion, memory loss, and a variety of other symptoms.
575985.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მისი გამოვლენა ასაკთან არის დაკავშირებული - 65 წლის ასაკში დაახლოებით 10%-დან 85 წლის ასაკში 35%-მდე იზრდება.
Its incidence is age related, rising from about 10% at age 65 to about 35% at age 85.
575986.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ამგვარად, თანამედროვე მედიცინა სიცოცხლის გახანგრძლივებით ზრდის ად პაციენტების პროპორციას მოსახლეობაში.
Thus, by helping humans live longer, modern medicine is increasing the proportion of AD patients in the population.
575987.
ბიოლოგია | თავი XLVIII
დაავადება პროგრესირებადია, პაციენტებს თანდათანობით უქვეითდებათ ფუნქციონირების უნარი და საბოლოოდ ესაჭიროებათ სხვების დახმარებით ჩაცმა, დაბანა და კვება.
The disease is progressive, with patients gradually becoming less able to function and eventually needing to be dressed, bathed, and fed by others.
575988.
ბიოლოგია | თავი XLVIII
აგრეთვე აღინიშნება პიროვნული ცვლილებები, რომლებიც ყოველდღიურად უარესდება.
There are also personality changes, almost always for the worse.
575989.
ბიოლოგია | თავი XLVIII
პაციენტები ხშირად კარგავენ ადამიანების ცნობის უნარს, საკუთარი ოჯახის წევრების ჩათვლით, და მათ ეჭვით და მტრულად ექცევიან.
Patients often lose their ability to recognize people, including their immediate family, and may act toward them with suspicion and hostility.
575990.
ბიოლოგია | თავი XLVIII
დღეისთვის ად-ის ზუსტი დიაგნოზის დასმა რთულია, სანამ პაციენტი ცოცხალია, რადგანაც ად დემენციის რამდენიმე ფორმიდან ერთ-ერთია.
At present, a firm diagnosis of AD is difficult to make while the patient is alive because AD is one of several forms of dementia.
575991.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ამავე დროს, ად გამოწვეულია თავის ტვინში დამახასიათებელი პათოლოგიით: ნეირონები კვდება თავის ტვინის დიდ უბნებში, რაც იწვევს ტვინის ქსოვილის მასიურ შემჭიდროებას.
However, AD results in a characteristic pathology of the brain: Neurons die in huge areas of the brain, often leading to massive shrinkage of brain tissue.
575992.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ასეთი შემჭიდროება შესაძლებელია ნანახი იქნას ტვინის ტომოგრაფიით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის დარწმუნებით ად-ს იდენტიფიცირებისთვის.
This shrinkage can be seen with brain imaging but is not enough to positively identify AD.
575993.
ბიოლოგია | თავი XLVIII
დიაგნოსტირება ხდება სიკვდილის შემდეგ ორი თავისებურებით – ნეიროფიბრილების გროვებით და სენილური (ხანდაზმული) ბალთებით – დარჩენილი ტვინის ქსოვილში.
What is diagnostic is the postmortem finding of two features-neurofibrillary tangles and senile plaques-in remaining brain tissue.
575994.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ნეიროფიბრილების გროვები დეგენერირებული ნეირონებისა და გლიის გამონაზარდების კონებია.
Neurofibrillary tangles are bundles of degenerated neuronal and glial processes.
575995.
ბიოლოგია | თავი XLVIII
სენილური ბალთა არის უხსნადი ცილის – β ამილოიდის ერთობლიობა, არახსნადი პეპტიდი, რომელიც გამოიყოფა ნეირონში ჩვეულებრივ წარმოდგენილი მემბრანული ცილიდან.
Senile plaques are aggregates of B-amyloid, an insoluble peptide that is cleaved from a membrane protein normally present in neurons.
575996.
ბიოლოგია | თავი XLVIII
დაუნაწევრებელი ცილის როლი ცნობილი არ არის.
The role of the uncleaved protein is not known.
575997.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მემბრანული ფერმენტები, რომლებსაც უწოდებენ სეკრეტაზებს, აკატალიზებენ გახლეჩას, რაც იწვევს β ამილოიდის დაგროვებას ნეირონის გარეთ და მათ აგრეგაციას ბალთების სახით.
Membrane enzymes, called secretases, catalyze the cleavage, causing B-amyloid to accumulate outside the neurons and to aggregate in the form of plaques.
575998.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ბალთები, როგორც ჩანს, განაპირობებენ გარემომცველი ნეირონების სიკვდილს.
The plaques appear to trigger the death of surrounding neurons.
575999.
ბიოლოგია | თავი XLVIII
უზარმაზარი ძალისხმევა მიეძღვნა ად-ს მკურნალობის განვითარებას.
There has been an enormous effort devoted to developing a treatment for AD.
576000.
ბიოლოგია | თავი XLVIII
2004 წელს მკვლევართა გუნდმა ჩრდილოდასავლეთ უნივერსიტეტში გამოიყენა გენური ინჟინერია ერთ-ერთი სეკრეტაზას მოცილებისთვის ად-სადმი მიდრეკილი თაგვების ხაზში.
In 2004, a team of researchers at Northwestern University used genetic engineering to eliminate one of the secretases in a strain of mice prone to AD.