მოიძებნა 668043 ჩანაწერი
576141.
ბიოლოგია | თავი XLIX
ტკივილის რეცეპტორების განსხვავებული ჯგუფები პასუხობენ ჭარბ სითბოს, წნევას, ან განსაკუთრებული კლასის ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც დაზიანებული ან ანთებითი ქსოვილიდან გამოიყოფა.
Different groups of pain receptors respond to excess heat, pressure, or specific classes of chemicals released from damaged or inflamed tissues.
576142.
ბიოლოგია | თავი XLIX
ზოგი ნივთიერება, რომელიც ტკივილს იწვევს მოიცავს ჰისტამინს და მჟავებს.
Some chemicals that trigger pain include histamine and acids.
576143.
ბიოლოგია | თავი XLIX
პროსტაგლანდინები ზრდის ტკივილს, რეცეპტორების სენსიტიზაციის გზით - ეს არის მათი ზღურბლის შემცირება; ასპირინი და იბუპროფენი ამცირებენ ტკივილს პროსტაგლანდინის სინთეზის შეკავებით.
Prostaglandins increase pain by sensitizing receptors-that is, lowering their threshold; aspirin and ibuprofen reduce pain by inhibiting prostaglandin synthesis.
576144.
ბიოლოგია | თავი XLIX
მაშინ, როცა ნოციცეპტორების სიმკვრივე ყველაზე მაღალი კანშია, ზოგი მათგანი დაკავშირებულია სხვა ორგანოებთან.
While density of nociceptors is highest in the skin, some are associated with other organs.
576145.
ბიოლოგია | თავი XLIX
მექანორეცეპტორები, რომლებიც სმენასა და წონასწორობაში მონაწილეობს აფიქსირებს ნაწილაკების დალექვას და სითხის მოძრაობას.
The mechanoreceptors involved with hearing and equilibrium detect settling particles or moving fluid.
576146.
ბიოლოგია | თავი XLIX
სმენა და სხეულის წონასწორობის ან ბალანსის აღქმა, უმეტეს ცხოველში ურთიერთდაკავშირებულია.
Hearing and the perception of body equilibrium, or balance, are related in most animals.
576147.
ბიოლოგია | თავი XLIX
ორივეში ჩართულია მექანორეცეპტორები, რომლებიც ნაწილაკების დალექვითა და სითხის მოძრაობით მემბრანის რომელიმე ნაწილის გაღუნვისას რეცეპტორულ პოტენციალებს წარმოქმნიან.
Both involve mechanoreceptors that produce receptor potentials when some part of the membrane is bent by settling particles or moving fluid.
576148.
ბიოლოგია | თავი XLIX
გრავიტაციისა და ბგერის შეგრძნება უხერხემლოებში.
Sensing Gravity and Sound in Invertebrates.
576149.
ბიოლოგია | თავი XLIX
უხერხემლოთა უმეტესობას აქვს ორგანო, რომელსაც სტატოცისტი ჰქვია, რომელიც შეიცავს მექანორეცეპტორებს და წონასწორობის ფუნქციის ასრულებს.
Most invertebrates have sensory organs called statocysts that contain mechanoreceptors and function in their sense of equilibrium.
576150.
ბიოლოგია | თავი XLIX
გრავიტაცია იწვევს სტატოლიტების დალექვას კამერის ყველაზე დაბალ უბანში და ასტიმულირებს იქ არსებულ რეცეპტორებს.
Gravity causes the statoliths to settle to the low point in the chamber, stimulating receptors in that location.
576151.
ბიოლოგია | თავი XLIX
სტატოცისტები უხერხემლოების სხეულის სხვადასხვა ნაწილშია მოთავსებული.
Statocysts are located in different parts of invertebrates' bodies.
576152.
ბიოლოგია | თავი XLIX
მაგალითად, ბევრ მედუზას სტატოცისტები მათი ქუდის პერიფერიაზე აქვს და ცხოველს სხეულის პოზიციაზე აძლევს მინიშნებას.
For example, many jellies have statocysts at the fringe of their "bell," giving the animals an indication of body position.
576153.
ბიოლოგია | თავი XLIX
კიბორჩხალებსა და მდინარის კიბოებს სტატოცისტი მათი ანტენულების ძირთან ახლოსაა.
Lobsters and crayfish have statocysts near the base of their antennules.
576154.
ბიოლოგია | თავი XLIX
ექსპერიმენტებში, კიბორჩხალებს „ატყუებდნენ“ და გადმობრუნებულად აცურავებდნენ, შეცვალეს რა მათი სტატოლიტები მეტალით და მაგნიტის საშუალებით სტატოცისტების ზედა ნაწილში გადაიტანეს.
In experiments, crayfish have been "tricked" into swimming upside down when their statoliths were replaced with metal shavings that were pulled to the upper end of the statocysts with magnets.
576155.
ბიოლოგია | თავი XLIX
ბევრი უხერხემლო ამჟღავნებს ზოგად მგრძნობელობას ბგერის მიმართ, თუმცა სმენისთვის სპეციალიზებული სტრუქტურა უფრო ნაკლებ გავრცელებულია, ვიდრე გრავიტაციის სენსორები.
Many invertebrates demonstrate a general sensitivity to sound, although structures specialized for hearing seem to be less widespread than gravity sensors.
576156.
ბიოლოგია | თავი XLIX
სმენის სტრუქტურები ყველაზე ინტენსიურად ხმელეთის მწერებშია შესწავლილი.
Hearing structures have been studied most extensively in terrestrial insects.
576157.
ბიოლოგია | თავი XLIX
ბევრ და, ალბათ, უმეტეს მწერს სხეულის ბეწვები აქვს, რომლებიც ვიბრირებს ბგერითი ტალღების საპასუხოდ.
Many (perhaps most) insects have body hairs that vibrate in response to sound waves.
576158.
ბიოლოგია | თავი XLIX
სხვადასხვა სიგრძისა და სისქის ბეწვი ვიბრირებს განსხვავებულ სიხშირეებზე.
Hairs of different stiffnesses and lengths vibrate at different frequencies.
576159.
ბიოლოგია | თავი XLIX
ბეწვები აწყობილია სხვა ორგანიზმების მიერ წარმოქმნილი ბგერების სიხშირის შესაბამისად.
The hairs are com monly tuned to frequencies of sounds produced by other organisms.
576160.
ბიოლოგია | თავი XLIX
მაგალითად, მამრი კოღო მეწყვილის ადგილმდებარეობას საზღვრავს მის ანტენაზე არსებული წვრილი ბეწვის საშუალებით.
For example, a male mosquito locates a mate by means of fine hairs on his antennae.