მოიძებნა 668043 ჩანაწერი
576201.
ბიოლოგია | თავი XLIX
რადგანაც ეს ნივთიერება უფრო მძიმეა, ვიდრე უტრიკულაში და საკულაში არსებული ენდოლიმფა, გრავიტაციაც მუდმივად ქვემოთ ექაჩება რეცეპტორული უჯრედების წამწამებს და სმენის ნერვის ვესტიბულური ტოტის შემადგენლობაში მყოფ მგრძნობიარე ნეირონებში მოქმედების პოტენციალის მუდმივი სერიას აგზავნის.
Because this material is heavier than the endolymph within the utricle and the saccule, gravity is always pulling downward on the hairs of the receptor cells, sending a constant series of action potentials along the sensory neurons of the vestibular branch of the auditory nerve.
576202.
ბიოლოგია | თავი XLIX
ეს მექანიზმი მსგავსია იმისა, თუ როგორ მუშაობს სტატოცისტები უხერხემლოებში; საკულა და უტრიკულა განიხილება, როგორც სტატოცისტების განსაკუთრებული ტიპები.
This mechanism is similar to how statocysts function in invertebrates, and indeed the utricle and saccule are considered to be specialized types of statocysts.
576203.
ბიოლოგია | თავი XLIX
სხეულის განსხვავებული კუთხეები იწვევს განსხვავებული წამწამოვანი უჯრედებისა და მათი მგრძნობიარე ნეირონების სტიმულაციას.
Different body angles cause different hair cells and their sensory neurons to be stimulated.
576204.
ბიოლოგია | თავი XLIX
როდესაც თავის მდებარეობა გრავიტაციის მიმართ იცვლება (ისე, როგორც თავის წინ გადახრისას) წამწამოვან უჯრედებზე მოქმედი ძალა იცვლება და უჯრედი ზრდის ან ამცირებს ნეირომედიატორის გამოყოფას.
When the position of the head changes with respect to gravity (as when the head bends forward), the force on a hair cell changes, and the cell increases or decreases its release of neurotransmitter.
576205.
ბიოლოგია | თავი XLIX
ტვინი მგრძნობიარე ნეირონებით მოტანილი იმპულსების წარმოქმნის ცვლილებას აღიქვამს როგორც თავის პოზიციის შეცვლას.
The brain interprets the resulting changes in impulse production by the sensory neurons as a change in the position of the head.
576206.
ბიოლოგია | თავი XLIX
მსგავსი მექანიზმით, ნახევრადრკალოვანი არხები, რომლებიც განსხვავებულ სიბრტყეში მდებარეობს ამჩნევს თავის ბრუნვას ან კუთხურ მოძრაობებს.
By a similar mechanism, the semicircular canals, arranged in the three spatial planes, detect changes in the rate of rotation or angular movements of the head.
576207.
ბიოლოგია | თავი XLIX
როდესაც თავს აბრუნებ, ნახევრადრკალოვან არხებში წონასწორობა ირღვევა და, ამიტომაც იწყება თავბრუსხვევის შეგრძნება.
When you spin around, the equilibrium in the semicircular canals is disrupted, which is why you become dizzy.
576208.
ბიოლოგია | თავი XLIX
სმენა და წონასწორობა სხვა ხერხემლიანებში.
Hearing and Equilibrium in Other Vertebrates.
576209.
ბიოლოგია | თავი XLIX
მსგავსად სხვა ხერხემლიანებისა, თევზებსა და წყლის ამფიბიებსაც აქვთ ტვინთან ახლოს მდებარე შიდა ყური.
Like other vertebrates, fishes and aquatic amphibians also have inner ears located near the brain.
576210.
ბიოლოგია | თავი XLIX
აქ ლოკოკინა არ არის, მაგრამ არსებობს საკულა, უტრიკულა და ნახევრადრკალოვანი არხები - სტრუქტურები, რომლებიც ადამიანის ყურში არსებული წონასწორობის აპარატის ჰომოლოგიურია.
There is no cochlea, but there are a saccule, a utricle, and semicircular canals, structures homologous to the equilibrium sensors of human ears.
576211.
ბიოლოგია | თავი XLIX
თევზის შიდა ყურის ამ კამერებში, ოტოლითების მოძრაობა ასტიმულირებს წამწამოვან უჯრედებს.
Within these chambers in the inner ear of a fish, the movement of otoliths stimulates sensory hairs.
576212.
ბიოლოგია | თავი XLIX
განსხვავებით ძუძუმწოვრების სმენის აპარატისგან, თევზის ყურს არა აქვს ბარაბანი და არ იხსნება სხეულის გარეთ.
Unlike the mammalian hearing apparatus, the ear of a fish has no eardrum and does not open to the outside of the body.
576213.
ბიოლოგია | თავი XLIX
ბგერითი ტალღებით გამოწვეული წყლის ვიბრაცია ჩონჩხის გავლით გადაეცემა შიდა ყურს, რაც იწვევს ოტოლითების მოძრაობას და წამწამოვანი უჯრედების სტიმულაციას.
The vibrations of the water caused by sound waves are conducted through the skeleton of the head to the inner ears, setting the otoliths in motion and stimulating the hair cells.
576214.
ბიოლოგია | თავი XLIX
თევზის ჰაერით სავსე საცურაო ბუშტი ასევე ვიბრირებს ბგერის საპასუხოდ და შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს ბგერის შიდა ყურისკენ გადაცემაში.
The fish's air-filled swim bladder also vibrates in response to sound and may contribute to the transfer of sound to the inner ear.
576215.
ბიოლოგია | თავი XLIX
ზოგ თევზს, მათ შორის ლოქოს და ციმორს აქვს ძვლების სერია, რომელსაც ვებერის აპარატს უწოდებენ. ის ატარებს ვიბრაციას საცურაო ბუშტიდან შიდა ყურისკენ.
Some fishes, including catfishes and minnows, have a series of bones, called the Weberian apparatus, which conducts the vibrations from the swim bladder to the inner ear.
576216.
ბიოლოგია | თავი XLIX
უმეტეს თევზსა და წყლის ამფიბიას სხეულის ორივე მხარეს აქვს ლატერალური ხაზის სისტემა.
Most fishes and aquatic amphibians also have a lateral line system along both sides of their body.
576217.
ბიოლოგია | თავი XLIX
ეს სისტემა შეიცავს მექანორეცეპტორებს, რომლებიც შიდა ყურის ფუნქციონირების მსგავსი მექანიზმით ამჩნევენ დაბალსიხშირიან ტალღებს.
The system contains mechanoreceptors that detect lowfrequency waves by a mechanism similar to the function of the inner ear.
576218.
ბიოლოგია | თავი XLIX
ცხოველის გარშემო არსებული წყალი მრავალრიცხოვანი ხვრელით შედის ლატერალურ ხაზის სისტემაში, მიედინება მილში და გაივლის მექანორეცეპტორებს.
Water from the animal's surroundings enters the lateral line system through numerous pores and flows along a tube past the mechanoreceptors.
576219.
ბიოლოგია | თავი XLIX
რეცეპტორული ერთეულები, რომლებსაც ნეირომასტებს უწოდებენ, ჰგავს ჩვენს ნახევრადრკალოვან არხებში არსებულ ამპულას.
The receptor units, called neuromasts, resemble the ampullae in our semicircular canals.
576220.
ბიოლოგია | თავი XLIX
ყველა ნეირომასტს აქვს წამწამოვანი უჯრედების კლასტერები, რომელთა წამწამებიც ჩაძირულია ჟელატინისმაგვარ ჩაჩში - კუპულაში.
Each neuromast has a cluster of hair cells whose hairs are embedded in a gelatinous cap, the cupula.