მოიძებნა 668043 ჩანაწერი
576461.
ბიოლოგია | თავი XLIX
A უბანი არის ფართო ნაწილი, რომელიც სქელი ფილამეტების სიგრძეს შეესაბამება.
The A band is the broad region that corresponds to the length of the thick filaments.
576462.
ბიოლოგია | თავი XLIX
თხელი ფილამენტები სარკომერის მთელ სიგრძეზე არ არის გადაჭიმული, და A უბნის ცენტრში მდებარე H ზონა მხოლოდ მსხვილ ფილამენტებს შეიცავს.
The thin filaments do not extend completely across the sarcomere, so the H zone in the center of the A band contains only thick filaments.
576463.
ბიოლოგია | თავი XLIX
სარკომერში მსხვილი და წვრილი ფილამენტების ასეთი განლაგება არის საკვანძო იმისთვის, თუ როგორ ხდება სარკომერის და აქედან გამომდინარე მთელი კუნთის შეკუმშვა.
This arrangement of thick and thin filaments is the key to how the sarcomere, and hence the whole muscle, contracts.
576464.
ბიოლოგია | თავი XLIX
კუნთის შეკუმშვის ფილამენტების შეცურების მოდელი.
The Sliding-Filament Model of Muscle Contraction.
576465.
ბიოლოგია | თავი XLIX
ის, თუ რა ხდება მთლიანი კუნთის შეკუმშვის დროს ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ თუკი ფოკუსს ცალკეულ კუნთოვან ბოჭკოზე გავაკეთებთ.
We can explain much of what happens during contraction of a whole muscle by focusing on a single muscle fiber.
576466.
ბიოლოგია | თავი XLIX
კუნთის შეკუმშვის ფილამენტების შეცურების მოდელის მიხედვით, როდესაც სარკომერი მოკლდება, არც წვრილი და არც მსხვილი ფილამენტები არ იცვლიან სიგრძეს, არამედ, ისინი ცურავენ ერთმანეთის გასწვრივ და იწვევენ თხელი და სქელი ფილამენტების უფრო მეტ გადაფარვას.
According to the sliding-filament model of muscle contraction, neither the thin filaments nor the thick filaments change in length when the sarcomere shortens; rather, the filaments slide past each other longitudinally, producing more overlap between the thin and thick filaments.
576467.
ბიოლოგია | თავი XLIX
შედეგად, მხოლოდ წვრილი ფილამენტების შემცველი I უბანი და მსხვილი ფილამენტების შემცველი H ზონა მცირდება.
As a result, both the region occupied only by thin filaments (the I band) and the region occupied only by thick filaments (the H zone) will shrink.
576468.
ბიოლოგია | თავი XLIX
ფილამენტების შეცურება დამოკიდებულია წვრილი და მსხვილი ფილამენტების შემადგენლობაში მყოფი აქტინსა და მიოზინს შორის ურთიერთქმედებაზე.
The sliding of the filaments is based on the interaction between the actin and myosin molecules that make up the thick and thin filaments.
576469.
ბიოლოგია | თავი XLIX
მიოზინის თითოეული მოლეკულა შედგება გრძელი „კუდისა“ და გლობულარული „თავისგან“, რომელიც კიდისკენ არის მიმართული.
Each myosin molecule consists of a long "tail" region and a globular "head" region extending to the side.
576470.
ბიოლოგია | თავი XLIX
თავი, ბიოენერგეტიკული რეაქციების ცენტრია, რომელიც კუნთის შეკუმშვას ენერგიით უზრუნველყოფს.
The head is the center of bioenergetic reactions that power muscle contractions.
576471.
ბიოლოგია | თავი XLIX
მას შეუძლია ატფ-ს დაკავშირება და მისი ჰიდროლიზი ადფ-მდე და არაორგანულ ფოსფორამდე.
It can bind ATP and hydrolyze it into ADP and inorganic phosphate.
576472.
ბიოლოგია | თავი XLIX
როგორც 49.30-ე სურათზეა ნაჩვენები, ატფ-ს ჰიდროლიზი რთავს საფეხურებს, რომელშიც მიოზინი აქტინს უკავშირდება. ქმნის ხიდს და ექაჩება თხელ ფილამენტს სარკომერის ცენტრისკენ.
As shown in Figure 49.30, hydrolysis of ATP triggers steps in which myosin binds to actin, forming a cross-bridge and pulling the thin filament toward the center of the sarcomere.
576473.
ბიოლოგია | თავი XLIX
ხიდი წყდება მაშინ, როდესაც ატფ-ს ახალი მოლეკულა უკავშირდება მიოზინის თავს.
The cross-bridge is broken when a new molecule of ATP binds to the myosin head.
576474.
ბიოლოგია | თავი XLIX
განმეორებად ციკლში, თავისუფალი თავი შლის ახალ ატფ-ს და უკავშირდება ახალ საკონტაქტო უბანში აქტინის სხვა მოლეკულას, წვრილი ფილამენტის გასწვრივ.
In a repeating cycle, the free head cleaves the new ATP and attaches to a new binding site on another actin molecule farther along the thin filament.
576475.
ბიოლოგია | თავი XLIX
ყოველი 350 თავის შემცველი მსხვილი ფილამენტი ქმნის და შლის დაახლოებით ხუთ ხიდს წამში, რაც ფილამენტების ურთიერთშეცურებას უზრუნველყოფს.
Each of the approximately 350 heads of a thick filament forms and re-forms about five cross-bridges per second, driving filaments past each other.
576476.
ბიოლოგია | თავი XLIX
ტიპური კუნთოვანი ბოჭკო მოსვენების მდგომარეობაში შეიცავს მხოლოდ რამდენიმე შეკუმშვისთვის საკმარის ატფ-ს.
A typical muscle fiber at rest contains only enough ATP for a few contractions.
576477.
ბიოლოგია | თავი XLIX
განმეორებითი შეკუმშვისთვის საჭირო ენერგია ინახება ორ სხვა ნივთიერებაში: კრეატინ ფოსფატსა და გლიკოგენში.
The energy needed for repetitive contractions is stored in two other compounds: creatine phosphate and glycogen.
576478.
ბიოლოგია | თავი XLIX
კრეატინ ფოსფატს შეუძლია სწრაფად წარმოქმნას ატფ, ადფ-ზე ფოსფატური ჯგუფის გადატანით.
Creatine phosphate can quickly make ATP by transferring a phosphate group to ADP.
576479.
ბიოლოგია | თავი XLIX
დარჩენილი კრეატინ ფოსფატის მარაგი საკმარისია კუნთის შეკუმშვისთვის დაახლოებით 15 წამის განმავლობაში.
The resting supply of creatine phosphate is sufficient to sustain contractions for about 15 seconds.
576480.
ბიოლოგია | თავი XLIX
გლიკოგენი იშლება გლუკოზად, რომელიც, შესაძლოა, გლიკოლიზის ან აერობული სუნთქვის შედეგად ატფ-ის სინთეზისთვის იქნეს გამოყენებული.
Glycogen is broken down to glucose, which can be used to generate ATP via glycolysis or aerobic respiration.