მოიძებნა 668043 ჩანაწერი
576441.
ბიოლოგია | თავი XLIX
კუნთები და მყესები (კუნთის ძვალთან დამაკავშირებელი შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნები), რომლებიც დიდი ძუძუმწოვრების ფეხებს შედარებით სწორად და სხეულის ქვევით პოზიციაში ამყოფებს, დატვირთვის ძირითად ნაწილს იღებს.
Muscles and tendons (connective tissue that joins muscle to bone), which hold the legs of large mammals relatively straight and positioned under the body, bear most of the load.
576442.
ბიოლოგია | თავი XLIX
კუნთები ჩონჩხის ნაწილებს შეკუმშვით ამოძრავებენ.
Muscles move skeletal parts by contracting.
576443.
ბიოლოგია | თავი XLIX
უჯრედულ დონეზე, ცხოველის ყველა მოძრაობა ეყრდნობა შეკუმშვის ერთ ძირითად სისტემას, ორივე შემთხვევაში, ცილოვანი ძაფების მოძრაობა ხდება ერთმანეთის საპირისპიროდ.
At the cellular level, all animal movement is based on one of two basic contractile systems, both of which consume energy in moving protein strands against one another.
576444.
ბიოლოგია | თავი XLIX
უჯრედის მოძრაობის ეს ორი სისტემა – მიკრომილაკებისა და მიკროფილამენტების საშუალებით – განხილული იყო მე-7 თავში.
These two systems of cell motility-one involving microtubules and the other microfilaments-were discussed in Chapter 7.
576445.
ბიოლოგია | თავი XLIX
მიკრომილაკები პასუხისმგებლები არიან წამწამების და შოლტების ტალღისებრ მოძრაობაზე.
Microtubules are responsible for the beating of cilia and the undulations of flagella.
576446.
ბიოლოგია | თავი XLIX
მიკროფილამენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამებოიდურ მოძრაობაში. ისინი, ასევე, კუნთოვანი უჯრედების შემკუმშავ ელემენტებს წარმოადგენენ.
Microfilaments play a major role in amoeboid movement, and they are also the contractile elements of muscle cells.
576447.
ბიოლოგია | თავი XLIX
კუნთის მოქმედება, მის შეკუმშვაში გამოიხატება; კუნთებს მხოლოდ პასიურად შეუძლიათ გაჭიმვა.
The action of a muscle is always to contract; muscles can extend only passively.
576448.
ბიოლოგია | თავი XLIX
ამიტომაც, სხეულის ნაწილების ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრაობის უნარი მოითხოვს, რომ კუნთები ანტაგონისტურ წყვილებად იყოს დაკავშირებული ჩონჩხთან და წყვილის ყოველი წევრი ერთმანეთის საპირისპიროდ მოქმედებდეს.
Therefore, the ability to move parts of the body in opposite directions requires that muscles be attached to the skeleton in antagonistic pairs, each member of the pair working against the other.
576449.
ბიოლოგია | თავი XLIX
მაგალითად, ჩვენ ვხრით მკლავს ორთავა კუნთის შეკუმშვით, ხოლო გაშლის შემთხვევაში, ორთავა კუნთი დუნდება, საწინააღმდეგო მხარეს მოთავსებული სამთავა კი იკუმშება.
We flex an arm, for instance, by contracting the biceps, to extend the arm, we relax the biceps while the triceps on the opposite side contracts.
576450.
ბიოლოგია | თავი XLIX
იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ იკუმშება კუნთი, ჩვენ მისი სტრუქტურა უნდა გავაანალიზოთ.
To understand how a muscle contracts, we must analyze its structure.
576451.
ბიოლოგია | თავი XLIX
ხერხემლიანების ჩონჩხის კუნთები.
Vertebrate Skeletal Muscle.
576452.
ბიოლოგია | თავი XLIX
ხერხემლიანების ჩონჩხის კუნთები, რომლებიც ძვლებთან არიან დაკავშირებულნი პასუხისმგებელნი არიან მოძრაობაზე და ხასიათდებიან პატარ-პატარა ერთეულების იერარქიით.
Vertebrate skeletal muscle, which is attached to the bones and is responsible for their movement, is characterized by a hierarchy of smaller and smaller units.
576453.
ბიოლოგია | თავი XLIX
ჩონჩხის კუნთი შედგება გრძელი ბოჭკოების გროვისაგან, რომელიც კუნთის სიგრძის პარალელურად ლაგდება.
A skeletal muscle consists of a bundle of long fibers running parallel to the length of the muscle.
576454.
ბიოლოგია | თავი XLIX
თითოეული ბოჭკო არის მრავალბირთვიანი ერთეული უჯრედი, რომელიც ბევრი ემბრიონული უჯრედის შერწყმის შედეგად წარმოიქმნება.
Each fiber is a single cell with mulltiple nuclei, reflecting its formation by the fusion of many embryonic cells.
576455.
ბიოლოგია | თავი XLIX
კუნთოვანი ბოჭკოები, თავის მხრივ, წარმოადგენენ სიგრძივად განლაგებული მიოფიბრილების კონას.
A muscle fiber is itself a bundle of smaller myofibrils arranged longitudinally.
576456.
ბიოლოგია | თავი XLIX
მიოფიბრილები, კი ორი ტიპის მიოფილამენტებისგან შედგება: წვრილი და მსხვილი მიოფილამენტებისგან.
The myofibrils, in turn, are composed of two kinds of myofilaments: thin filaments and thick filaments.
576457.
ბიოლოგია | თავი XLIX
წვრილი ფილამენტები შედგება აქტინის ორი ჯაჭვისა და რეგულატორული ცილის ერთი ჯაჭვისგან, რომლებიც ერთმანეთზეა გადაგრეხილი.
Thin filaments consist of two strands of actin and one strand of regulatory protein coiled around one another.
576458.
ბიოლოგია | თავი XLIX
მსხვილი ფილამენტების შემადგენლობაში მიოზინის მოლეკულები გვხვდება.
Thick filaments are staggered arrays of myosin molecules.
576459.
ბიოლოგია | თავი XLIX
ჩონჩხის კუნთს განივზოლიან კუნთსაც უწოდებენ, რადგან მიოფილამეტების რეგულარული წყობა ქმნის მუქ და ღია უბნებს და ეს იძლევა განივ დახაზულობას.
Skeletal muscle is also called striated muscle because the regular arrangement of the myofilaments creates a pattern of light and dark bands.
576460.
ბიოლოგია | თავი XLIX
მოსვენების მდგომარეობაში მყოფ კუნთოვან ბოჭკოში, თხელი და სქელი ფილამენტები არ გადაფარავენ მთლიანად ერთმანეთს და სარკომერის კიდესთან არსებული უბანი, რომელშიც მხოლოდ თხელი ფილამეტებია I უბნად იწოდება.
In a muscle fiber at rest, thick and thin filaments do not overlap completely, and the area near the edge of the sarcomere where there are only thin filaments is called the I band.