მოიძებნა 668043 ჩანაწერი
576501.
ბიოლოგია | თავი XLIX
Myasthenia gravis-ი არის ავტოიმუნური დაავადება, როდესაც ადამიანი გამოიმუშავებს ანტისხეულებს კუნთოვანი ბოჭკოს აცეტილქოლინერგული რეცეპტორების მიმართ.
Myasthenia gravis is an autoimmune disease in which a person produces antibodies to the acetylcholine receptors on skeletal muscle fibers.
576502.
ბიოლოგია | თავი XLIX
ამ რეცეპტორების რიცხვი მცირდება და სინაფსური გადაცემა ნერვულ და კუნთოვან ბოჭკოებს შორის ნაკლებად ეფექტური ხდება.
The number of these receptors decreases, and the synaptic transmission between motor neurons and the muscle fibers becomes less effective.
576503.
ბიოლოგია | თავი XLIX
კუნთოვანი დაძაბულობის ნეირონული კონტროლი.
Neural Control of Muscle Tension.
576504.
ბიოლოგია | თავი XLIX
როდესაც მოქმედების პოტენციალი კუნთოვან ბოჭკოზე მამოძრავებელი ნეირონიდან აცეტილქოლინს გამოათავისუფლებს, კუნთოვანი ბოჭკო მოკლე, სულ ან არაფრის შეკუმშვით პასუხობს, რომელსაც ტოკვა ეწოდება.
When an action potential in a motor neuron releases acetylcholine on a skeletal muscle fiber, the muscle fiber responds by producing a brief, all-or-none contraction, called a twitch.
576505.
ბიოლოგია | თავი XLIX
ჩვენი ყოველდღიური გამოცდილება აჩვენებს, რომ მთელი კუნთის შეკუმშვა, როგორიცაა ორთავა კუნთი, საფეხურებრივია, ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ მისი შეკუმშვის სიძლიერე და მოცულობა.
However, our everyday experience shows that the contraction of a whole muscle, such as the biceps, is graded; we can voluntarily alter the extent and strength of its contraction.
576506.
ბიოლოგია | თავი XLIX
ექსპერიმენტული კვლევებიც ადასტურებს ამ დაკვირვებას.
Experimental studies confirm this observation.
576507.
ბიოლოგია | თავი XLIX
ორი ძირითადი მექანიზმი უზრუნველყოფს მთლიანი კუნთის ასეთ შეკუმშვას: 1) კუნთოვანი ბოჭკოების რაოდენობის შეცვლა და 2) კუნთოვანი ბოჭკოების სტიმულირების სიხშირის ცვლილება.
There are two basic mechanisms by which the nervous system produces graded contractions of whole muscles: (1) by varying the number of muscle fibers that contract and (2) by varying the rate at which muscle fibers are stimulated.
576508.
ბიოლოგია | თავი XLIX
განვიხილოთ თითოეული მექანიზმი.
Let's consider each mechanism in turn.
576509.
ბიოლოგია | თავი XLIX
ხერხემლიანთა ჩონჩხის კუნთში, თითოეული კუნთოვანი ბოჭკო ინერვირდება მხოლოდ ერთი მამოძრავებელი ნეირონით, მაგრამ თითო დატოტვილი მამოძრავებელი ნეირონი შეიძლება სინაფსებს ბევრს კუნთოვან ბოჭკოზე წარმოქმნიდეს.
In a vertebrate skeletal muscle, each muscle fiber is innervated by only one motor neuron, but each branched motor neuron may synapse with many muscle fibers.
576510.
ბიოლოგია | თავი XLIX
კუნთის შიგნით შესაძლოა იყოს ასობით მამოძრავებელი ნეირონი კუნთოვანი ბოჭკოს საკუთარი ავზით, რომელიც კუნთს აკონტროლებს.
There may be hundreds of motor neurons controlling a muscle, each with its own pool of muscle fibers scattered throughout the muscle.
576511.
ბიოლოგია | თავი XLIX
მოტორული ერთეული შედგება ერთი მამოძრავებელი ნეირონისგან და ყველა კუნთოვანი ბოჭკოსგან, რომელსაც ის აკონტროლებს.
A motor unit consists of a single motor neuron and all the muscle fibers it controls.
576512.
ბიოლოგია | თავი XLIX
როდესაც მამოძრავებელი ნეირონი მოქმედების პოტენციალს წარმოშობს, მოტორული ერთეულის ფარგლებში ყველა კუნთოვანი ბოჭკო, როგორც ჯგუფი ისე, იკუმშება.
When a motor neuron produces an action potential, all the muscle fibers in its motor unit contract as a group.
576513.
ბიოლოგია | თავი XLIX
შეკუმშვის სიძლიერე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ კუნთოვან ბოჭკოს აკონტროლებს აღნიშნული მამოძრავებელი ნეირონი.
The strength of the resulting contraction therefore depends on how many muscle fibers the motor neuron controls.
576514.
ბიოლოგია | თავი XLIX
უმეტეს კუნთში, სხვადასხვა კუნთოვანი ერთეულის შემადგენლობაში მყოფი კუნთოვანი ბოჭკოების რიცხვი მერყეობს რამდენიმედან, ასეულებამდე.
In most muscles, the number of muscle fibers in different motor units ranges from a few to hundreds.
576515.
ბიოლოგია | თავი XLIX
ნერვულ სისტემას შეუძლია არეგულიროს შეკუმშვის სიძლიერე მთელ კუნთში, განსაზღვრავს რა თუ რამდენი მოტორული ერთეული აქტივდება მოცემულ მომენტში და უზრუნველყოფს დიდი და მცირე მოტორული ერთეულების შერჩევით გააქტიურებას.
The nervous system can thus regulate the strength of contraction in a whole muscle by determining how many motor units are activated at a given instant and by selecting large or small motor units to activate.
576516.
ბიოლოგია | თავი XLIX
კუნთის ძალა (დაძაბულობა) პროგრესულად იზრდება რაც უფრო მეტი და მეტი მამოძრავებელი ნეირონი აქტივდება, პროცესს მამოძრავებელი ნეირონების ჩართვას უწოდებენ.
The force (tension) developed by a muscle progressively increases as more and more of the motor neurons controlling the muscle are activated, a process called recruitment of motor neurons.
576517.
ბიოლოგია | თავი XLIX
იმის და მიხედვით თუ, მამოძრავებელი ნეირონების რა რაოდენობას რთავს ტვინი და, როგორია მათი მოტორული ერთეულების ზომა, ადამიანს შეუძლია ჩანგალი ან რამე უფრო მძიმე – მაგალითად, როგორიც არის ბიოლოგიის სახელმძღვანელო – ასწიოს.
Depending on the number of motor neurons your brain recruits and the size of their motor units, you can lift a fork or something much heavier, like your biology textbook.
576518.
ბიოლოგია | თავი XLIX
ზოგი კუნთი, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც სხეულს გამართულს იჭერს, თითქმის მუდმივად ნაწილობრივ შეკუმშულია.
Some muscles, especially those that hold the body up and maintain posture, are almost always partially contracted.
576519.
ბიოლოგია | თავი XLIX
გახანგრძლივებული შეკუმშვა იწვევს კუნთის გადაღლას ატფ-ის დაშლით, ნორმალური ელექტრული სიგნალისთვის საჭირო იონთა გრადიენტის გაფანტვით და ლაქტატის აკუმულაციით.
Prolonged contraction can result in muscle fatigue caused by the depletion of ATP, dissipation of ion gradients required for normal electrical signaling, and accumulation of lactate.
576520.
ბიოლოგია | თავი XLIX
ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ შესაძლოა ლაქტოზა იღებდეს მონაწილეობას კუნთის დაღლაში, მაგრამ მას აქვს სასარგებლო როლი კუნთის ფუნქციონირებისთვის.
Recent research suggests that although lactate may contribute to muscle fatigue, it may have a beneficial effect on muscle function.