მოიძებნა 668043 ჩანაწერი
576921.
ბიოლოგია | თავი L
როცა თბილი და ტენიანი ჰაერი მთას უახლოვდება, იგი მაღლა იწევს, გრილდება და ტენს ტოვებს მწვერვალის ქარიან მხარეს.
When warm, moist air approaches a mountain, the air rises and cools, releasing moisture on the windward side of the peak.
576922.
ბიოლოგია | თავი L
მთის ქარისგან დაცულ მხარეს გრილი, მშრალი ჰაერი ქვემოთ ეშვება, შთანთქავს ტენს და ქმნის „წვიმების ჩრდილს“.
On the leeward side of the mountain, cooler, dry air descends, absorbing moisture and producing a "rain shadow."
576923.
ბიოლოგია | თავი L
უდაბნოები, როგორც წესი, მთაგრეხილების სწორედ ამ მხარეს გვხვდება. ეს მოვლენა თვალსაჩინოა ჩრდილო ამერიკის დასავლეთში: დიდი აუზის ტერიტორიებზე და მოჰავის უდაბნოში. ასევე აფრიკის გობის უდაბნოში და სხვა პატარა უდაბნოებში, რომლებიც დამახასიათებელია კარიბის კუნძულების სამხრეთი ნაწილისათვის.
Deserts commonly occur on the leeward side of mountain ranges, a phenomenon evident in the Great Basin and the Mojave Desert of western North America, the Gobi Desert of Asia, and the small deserts that characterize the southwest corners of some Caribbean islands.
576924.
ბიოლოგია | თავი L
სეზონურობა. დღის ხანგრძლივობაში გლობალური ცვლილებების, მზის რადიაციისა და წინ განხილული ტემპერატურის გარდა, ლოკალურ გარემოზე გავლენას ასევე ახდენს წლის განმავლობაში მზის სხივის კუთხის ცვლილებაც.
Seasonality. In addition to the global changes in day length, solar radiation, and temperature described earlier, the changing angle of the sun over the course of the year affects local environments.
576925.
ბიოლოგია | თავი L
მაგალითად სველი და მშრალი ჰაერის მასების სარტყელები ეკვატორის ორივე მხარეს ნელა მოძრაობენ ჩრდილოეთის და სამხრეთის მიმართულებით მზის დასხივების კუთხის ცვლასთან ერთად და წარმოქმნიან აშკარად შესამჩნევ სველ და მშრალ სეზონს 20 გრადუსიანი განედის გარშემო, სადაც მრავალი შესანიშნავი ტროპიკული ტყეა.
For example, the belts of wet and dry air on either side of the equator move slightly northward and southward with the changing angle of the sun, producing marked wet and dry seasons around 20° latitude, where many tropical deciduous forests grow.
576926.
ბიოლოგია | თავი L
ამას გარდა, ქარის მოდელების სეზონური ცვლილება ასევე წარმოქმნის ოკეანის დინების ვარიაციებს და ზოგჯერ იწვევს საკვებით მდიდარი ოკეანის სიღრმის ცივი წყლის ზემოთ ამოსვლას, და ამდენად კვებავს იმ ორგანიზმებს, რომლებიც ოკეანის წყლის ზედაპირთან ახლოს ცხოვრობენ.
In addition, seasonal changes in wind patterns produce variations in ocean currents, sometimes causing the upwelling of nutrient-rich, cold water from deep ocean layers, thus nourishing organisms that live near the surface.
576927.
ბიოლოგია | თავი L
სეზონური ტემპერატურის ცვლილებებისადმი ტბებიც მგრძნობიარენი არიან.
Lakes are also sensitive to seasonal temperature changes.
576928.
ბიოლოგია | თავი L
ასეთი ტბები განიცდიან წყლის ნახევარწლიან შერევას ტემპერატურის ხასიათის ცვლილების გავლენით.
Such lakes undergo a semiannual mixing of their waters as a result of changing temperature profiles.
576929.
ბიოლოგია | თავი L
ამ მორევს, როგორც მას უწოდებენ, ტბის ზედაპირიდან სიღრმისაკენ მიაქვს ჟანგბადით მდიდარი წყალი, ხოლო სიღრმიდან ზედაპირისკენ ამოაქვს საკვებით მდიდარი წყალი.
This turnover, as it is called, brings oxygenated water from a lake's surface to the bottom and nutrient-rich water from the bottom to the surface.
576930.
ბიოლოგია | თავი L
ტბების აბიოტური მახასიათებლების ეს ციკლური ცვლილებები არსებითი მნიშვნელობის მატარებელია ორგანიზმთა არსებობისა და ზრდისთვის ამ ეკოსისტემის ყველა დონეზე.
These cyclic changes in the abiotic properties of lakes are essential for the survival and growth of organisms at all levels within this ecosystem.
576931.
ბიოლოგია | თავი L
მიკროკლიმატი. მიკროკლიმატზე გარემოს მრავალი მახასიათებელი ახდენს გავლენას ჩრდილების განლაგებით, ნიადაგიდან აორთქლებით და ქარის მოდელების ცვლით.
Microclimate. Many features in the environment influence microclimates by casting shade, affecting evaporation from soil, and changing wind patterns.
576932.
ბიოლოგია | თავი L
მაგალითად ხეები ტყეში ხშირად ზომიერს ხდიან მათ ქვეშ არსებულ მიკროკლიმატს.
For example, forest trees frequently moderate the microclimate below them.
576933.
ბიოლოგია | თავი L
შესაბამისად, ხეებისაგან თავისუფალი ადგილები განიცდიან ტემპერატურის უკიდურესობებს, ვიდრე ტყის ინტერიერი, მზის ძლიერი დასხივებისა და ქარების გამო, რომლებიც წარმოიქმნებიან ღია ხმელეთის სწრაფი გაცხელებისა და გაციების შედეგად.
Consequently, cleared areas generally experience greater temperature extremes than the forest interior because of greater solar radiation and wind currents that are established by the rapid heating and cooling of open land.
576934.
ბიოლოგია | თავი L
ტყის ნაწილში მიწის ქვედა ფენები უფრო ტენიანია, ვიდრე ზედა ფენები და მასში იზრდებიან ხეების სხვადასხვა სახეობები.
Within a forest, low-lying ground is usually wetter than high ground and tends to be occupied by different species of trees.
576935.
ბიოლოგია | თავი L
მორი ან დიდი ქვა საცხოვრებელს წარმოქმნის ისეთი ორგანიზმებისათვის, როგორიცაა სალამანდრები, ჭია-მატლები და მწერები.
A log or large stone shelters organisms such as salamanders, worms, and insects.
576936.
ბიოლოგია | თავი L
დედამიწის ნებისმიერი ტიპის გარემოს ახასიათებს ერთნაირი მოზაიკა: ეს არის მცირემასშტაბიანი განსხვავებები აბიოტურ ფაქტორებში, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზმთა ლოკალურ დისტრიბუციაზე.
Every environment on Earth is similarly characterized by a mosaic of small-scale differences in the abiotic factors that influence the local distributions of organisms.
576937.
ბიოლოგია | თავი L
გრძელვადიანი კლიმატური ცვლილება.
Long-Term Climate Change.
576938.
ბიოლოგია | თავი L
თუ ცხოველთა და მცენარეთა გეოგრაფიული გავრცელების ლიმიტაციაში ტემპერატურა და ტენიანობა წარმოადგენს წამყვან ფაქტორს, გლობალური კლიმატური ცვლილება ბიოსფეროზე ახდენს ძლიერ გავლენას.
If temperature and moisture are the master factors limiting the geographic ranges of plants and animals, the global climate change currently under way will profoundly affect the biosphere.
576939.
ბიოლოგია | თავი L
შესაძლო გავლენის განჭვრეტისათვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა, თვალი გადავავლოთ იმ ცვლილებებს, რასაც ადგილი ჰქონდა ზომიერი ჰავის მქონე რეგიონებში ყინულოვანი ხანის დასასრულის შემდეგ.
One way to predict the possible effects is to look back at the changes that have occurred in temperate regions since the last ice age ended.
576940.
ბიოლოგია | თავი L
დაახლოებით 16.000 წლის წინანდელ პერიოდში ჩრდილო ამერიკისა და ევრაზიის კონტინენტები დაფარული იყო კონტინენტური მყინვარებით.
Until about 16,000 years ago, continental glaciers covered much of North America and Eurasia.