მოიძებნა 668043 ჩანაწერი
576981.
ბიოლოგია | თავი L
მაგალითად, სურათი 50.18. წარმოადგენს კლიმოგრაფიას, რომელიც აღნიშნავს ზომიერი ბიომის წლიურ საშუალო ტემპერატურასა და ნალექს ჩრდილო ამერიკაში.
For example, Figure 50.18 is a climograph denoting annual mean temperature and precipitation for some of the biomes found in North America.
576982.
ბიოლოგია | თავი L
ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩრდილოეთის წიწვოვან ტყეებში ნალექის დონე იგივეა, რაც ზომიერ ტყეებში, მაგრამ ტემპერატურის დონე კი განსხვავებულია.
Notice that the range of precipitation in northern coniferous forests is similar to that in temperate forests, but the temperature ranges are different.
576983.
ბიოლოგია | თავი L
ბალახიანი ხმელეთი, როგორც წესი, უფრო მშრალია ვიდრე ეს ტყეები, ხოლო უდაბნო კიდევ უფრო მშრალია.
Grasslands are generally drier than either kind of forest, and deserts are drier still.
576984.
ბიოლოგია | თავი L
ტემპერატურისა და ნალექიანობის საშუალო მაჩვენებელი შესაბამის თანაფარდობაშია იმ ბიომებთან, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში არსებობენ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თანაფარდობის განსაზღვრა მიზეზობრიობიდან.
Annual means for temperature and rainfall are reasonably well correlated with the biomes that exist in different regions. However, it is important to distinguish correlation from causation.
576985.
ბიოლოგია | თავი L
მხოლოდ ინდივიდთა სახეობების წყლისა და ტემპერატურის დასაშვებობის დეტალურ ანალიზს შეუძლია დაადგინოს ის მაკონტროლებელი გავლენა, რაც ამ ცვლილებებს აქვთ.
Only a detailed analysis of the water and temperature tolerances of individual species could establish the controlling effects of these variables.
576986.
ბიოლოგია | თავი L
როგორც სურათი 50.18. გვიჩვენებს, არის რეგიონები, სადაც ბიომები ნაწილობრივ ემთხვევა.
As Figure 50.18 shows, there are regions where biomes overlap.
576987.
ბიოლოგია | თავი L
ასე, რომ რაღაც სხვა ფაქტორი, და არა საშუალო წლიური ტემპერატურა და ნალექიანობა, უნდა თამაშობდეს გადამწყვეტ როლს იმის განსაზღვრაში, თუ სად უნდა არსებობდნენ ბიომები.
Thus factors other than mean temperature and precipitation must play a role in determining where biomes exist.
576988.
ბიოლოგია | თავი L
მაგალითად ჩრდილო ამერიკის გარკვეულ არეალში, ტემპერატურისა და ნალექიანობის კომბინაცია ხელს უწყობს ზომიერი ფართოფოთლოვანი ტყეების არსებობას, მაგრამ სხვა არეალები, სადაც მსგავსი პირობები არსებობს, წიწვოვანი ტყეებითაა დაფარული.
For example, certain areas in North America with a particular temperature and precipitation combination support a temperate broadleaf forest, but other areas with similar values for these variables support a coniferous forest.
576989.
ბიოლოგია | თავი L
როგორ უნდა ავხსნათ ასეთი ვარიაციები?
How do we explain this variation?
576990.
ბიოლოგია | თავი L
უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ კლიმოგრაფია ეყრდნობა წლიურ საშუალო მონაცემებს.
First, remember that the climograph is based on annual averages.
576991.
ბიოლოგია | თავი L
ხშირად მხოლოდ საშუალო ანდა ზომიერი კლიმატი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია ასევე კლიმატური ვარიაციების მოდელიც.
Often it is not only the mean or average climate that is important but also the pattern of climatic variation.
576992.
ბიოლოგია | თავი L
მაგალითად ზომიერმა რეგიონმა შეიძლება მიიღოს რეგულარული ნალექი მთელი წლის განმავლობაში, მაშინ როცა სხვა არეალებში, სადაც წლიური საშუალო ნალექიანობის მაჩვენებელი იგივეა, გვაქვს გამოკვეთილი მშრალი და ნალექიანი სეზონები.
For example, some areas may receive regular precipitation throughout the year, whereas other areas with the same amount of annual precipitation have distinct wet and dry seasons.
576993.
ბიოლოგია | თავი L
იგივე მოვლენას შეიძლება წავაწყდეთ ტემპერატურასთან მიმართებაშიც.
A similar phenomenon may occur with respect to temperature.
576994.
ბიოლოგია | თავი L
სხვა ფაქტორებმა, როგორიცაა მაგალითად, იმ არეალში არსებული ძირითადი ქანები, შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს მინერალური საკვების არსებობაზე და ნიადაგის სტრუქტურაზე, რაც თავის მხრივ გავლენას მოახდენს ზოგიერთი ტიპის მცენარეებზე, რომლებიც იქ განვითარდებიან.
Other factors, such as the bedrock in an area, may greatly affect mineral nutrient availability and soil structure, which in turn affect the kind of vegetation that will develop.
576995.
ბიოლოგია | თავი L
ძირითადი სახმელეთო ბიომების ზოგადი დისტრიბუცია ნაჩვენებია სურათზე 50. 19.
The general distribution of the major terrestrial biomes is shown in Figure 50.19.
576996.
ბიოლოგია | თავი L
სახმელეთო ბიომების ზოგადი თავისებურებანი.
General Features of Terrestrial Biomes.
576997.
ბიოლოგია | თავი L
სახმელეთო ბიომთა უმეტესობა იწოდებიან მათი ძირითადი ფიზიკური ან კლიმატური მახასიათებლების ანდა მასზე დომინანტურად გავრცელებული მცენარეულობების მიხედვით.
Most terrestrial biomes are named for major physical or climatic features and for their predominant vegetation.
576998.
ბიოლოგია | თავი L
მაგალითად ველებს, როგორც წესი, ვხვდებით შუა განედზე, სადაც კლიმატი უფრო რბილია და ზომიერი, ვიდრე ტროპიკებში ანდა პოლუსის რეგიონებში.
Temperate grasslands, for instance, are generally found in middle latitudes, where the climate is more moderate than in the tropics or polar regions.
576999.
ბიოლოგია | თავი L
ყოველი ბიომისათვის ასევე დამახასიათებელია მიკროორგანიზმები, ღრუბლოვანი სოკოები და ცხოველები, რომლებიც ამ კონკრეტულ გარემოსთან არიან ადაპტირებულნი.
Each biome is also characterized by microorganisms, fungi, and animals adapted to that particular environment.
577000.
ბიოლოგია | თავი L
მაგალითად, ზომიერ ველებზე დიდი ზომის ბალახისმძოველი ძუძუმწოვრები უფრო მეტად არიან გავრცელებულები ვიდრე ტყეებში.
For example, temperate grasslands are more likely than forests to be populated by large grazing mammals.