მოიძებნა 668043 ჩანაწერი
576941.
ბიოლოგია | თავი L
ამ მიგრაციის დეტალური აღნუსხვა შემონახულია ტბებსა და ტბორებში დალექილი ყვავილის მტვრის ნარჩენები.
A detailed record of these migrations is captured in fossil pollen deposited in lakes and ponds.
576942.
ბიოლოგია | თავი L
შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ გამოთქმა, ტყეების „მიგრაცია “, მაგრამ გაიხსენეთ 38-ე თავიდან, რომ ქარსა და ცხოველებს შეუძლიათ მიმოფანტონ მცენარეთა თესლი ზოგჯერ ძალიან შორ მანძილზე.
It may seem odd to think of trees "migrating," but recall from Chapter 38 that wind and animals can disperse seeds, sometimes over great distances.
576943.
ბიოლოგია | თავი L
თუ მკვლევრები შეძლებენ ორგანიზმთა ახლანდელი გეოგრაფიული დისტრიბუციის ლიმიტაციაზე კლიმატური ფაქტორის გავლენის განსაზღვრას, მათ შეეძლებათ, განჭვრიტონ, როგორ შეიძლება შეიცვალოს დისტრიბუცია კლიმატის დათბობასთან ერთად.
If researchers can determine the climatic limits of current geographic distributions for organisms, they can make predictions about how distributions will change with climatic warming.
576944.
ბიოლოგია | თავი L
ამ საკითხის განხილვისას, როცა საქმე ეხება მცენარეებს, ძირითადი შეკითხვა, რაც წარმოიშობა არის: ხდება თუ არა თესლის გაფანტვა ისე სწრაფად, რომ ამან შეძლოს, შეინარჩუნოს ყველა სახეობათა მიგრაციის დონე კლიმატის ცვლის პარალელურად.
A major question when applying this approach to plants is whether seed dispersal is rapid enough to sustain the migration of each species as climate changes.
576945.
ბიოლოგია | თავი L
მაგალითად აღმოჩენილი ნაშთები გვიჩვენებს, რომ აღმოსავლური მათოთი, ყინულოვანი ხანის ბოლო პერიოდში ჩრდილოეთისკენ გავრცელებაში თითქმის 2.500 წლით შეფერხდა და ეს ნაწილობრივ გამოწვეული იყო თესლის მიმოფანტვის შედარებით ნელი ტემპის გამო.
For example, fossils suggest that the eastern hemlock was delayed nearly 2,500 years in its movement north at the end of the last ice age partly because of relatively slow seed dispersal.
576946.
ბიოლოგია | თავი L
მოდით, განვიხილოთ სპეციფიკური შემთხვევა, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუძლია ხეთა მიგრაციის დამადასტურებელ აღმოჩენილ ნეშტებს მოგვაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ბიოლოგიური გავლენის მოხდენა შეუძლია მიმდინარე გლობალური დათბობების ტენდენციებს.
Let's look at a specific case of how the fossil record of past tree migrations can inform predictions about the biological impact of the current global warming trend.
576947.
ბიოლოგია | თავი L
სურათი 50.14. გვიჩვენებს ამერიკული წიფლის (Fagus grandifolia) ორი სხვადასხვა კლიმატური მოდელის პირობებში მიმდინარე და სავარაუდო-სამომავლო გეოგრაფიული გავრცელების ზონას.
Figure 50.14 shows the current and predicted geographic ranges of the American beech (Fagus grandifolia) under two different climate-change models.
576948.
ბიოლოგია | თავი L
ეს მოდელები გვკარნახობენ, რომ მომდევნო საუკუნეში წიფლის ჩრდილოეთის მასივების ზოლი ლიმიტირებული იქნება 700-900 კილომეტრით ჩრდილოეთისკენ, ხოლო სამხრეთის მასივების გავრცელების ზოლი კი გადაინაცვლებს ჩრდილოეთისაკენ კიდევ უფრო დიდ მანძილზე.
These models predict that the northern limit of the beech's range will move 700-900 km northward in the next century, and its southern range limit will move northward an even greater distance.
576949.
ბიოლოგია | თავი L
თუ ეს წინასწარგანჭვრეტა დაახლოებით მაინც სწორია, მაშინ წიფლის გავრცელების ზოლმა უნდა გადაინაცვლოს ჩრდილოეთისკენ 7-9 კილომეტრით ყოველ წელიწადს იმისათვის, რომ ფეხი აუწყოს დამთბარ კლიმატს.
If these predictions are even approximately correct, the beech must move 7-9 km per year northward to keep pace with the warming climate.
576950.
ბიოლოგია | თავი L
უკანასკნელი ყინულოვანი ხანის დასასრულის შემდეგ წიფელამ მიგრაციით დღევანდელი დისტრიბუციის სახე მიიღო წელიწადში მხოლოდ 0,2 კილომეტრის გადანაცვლების შედეგად.
However, since the end of the last ice age, the beech has migrated into its present range at a rate of only 0.2 km per year.
576951.
ბიოლოგია | თავი L
სამწუხარო დასკვნა სახეზეა: თუ ადამიანი არ ჩაერია და წიფლის გავრცელებას ხელი არ შეუწყო იმ მიდამოებში, სადაც მას არსებობა შეუძლია, კლიმატის დათბობასთან ერთად მიგრაციული სახეობები, როგორიცაა მაგალითად ამერიკული წიფელა შეიძლება გადაშენდეს.
The unhappy conclusion is clear: Without human assistance in moving into new ranges where they can survive as the climate warms, migrating species such as the American beech may become extinct.
576952.
ბიოლოგია | თავი L
აბიოტური და ბიოტური ფაქტორები გავლენას ახდენს წყლის ბიომების სტრუქტურასა და დინამიკაზე.
Abiotic and biotic factors influence the structure and dynamics of aquatic biomes.
576953.
ბიოლოგია | თავი L
ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ მოქმედებს ბიოტური და აბიოტური ფაქტორები დედამიწაზე ორგანიზმთა დისტრიბუციაზე.
We have seen how both biotic and abiotic factors influence the distribution of organisms on Earth.
576954.
ბიოლოგია | თავი L
ამ ფაქტორთა სხვადასხვა კომბინაციები განსაზღვრავს მრავალი ბიომის ანუ წყლისა და ხმელეთის ფართო გეოგრაფიულ რეგიონებზე გავრცელებულ ეკოლოგიურ წარმონაქმნთა ძირითადი ტიპების ბუნებას.
Varying combinations of these factors determine the nature of Earth's many biomes major types of ecological associations that occupy broad geographic regions of land or water.
576955.
ბიოლოგია | თავი L
მოდით, დავიწყოთ დედამიწის წყლის ბიომების განხილვით.
We'll begin by examining Earth's aquatic biomes.
576956.
ბიოლოგია | თავი L
წყლის ბიომები ფლობენ ბიოსფეროს უდიდეს ნაწილს. დედამიწის გარშემო მათ ყველანაირ ტიპს შევხვდებით.
Aquatic biomes account for the largest part of the biosphere in terms of area, and all types are found around the globe.
576957.
ბიოლოგია | თავი L
ეკოლოგები ასხვავებენ მტკნარი წყლის ბიომებსა და ზღვის წყლის ბიომებს. ამ სხვაობას საფუძვლად უდევს ის ფიზიკური და ქიმიური განსხვავებები, რაც მათ ახასიათებთ.
Ecologists distinguish between freshwater biomes and marine biomes on the basis of physical and chemical differences.
576958.
ბიოლოგია | თავი L
მაგალითად ზღვის ბიომები, როგორც წესი, შეიცავენ საშუალოდ მარილის კონცენტრაციის 3%-ს, მაშინ, როცა მტკნარი წყლის ბიომები ხასიათდებიან 1% -ზე ნაკლები მარილის კონცენტრაციით.
For example, marine biomes generally have salt concentrations that average 3%, whereas freshwater biomes are usually characterized by a salt concentration of less than 1%.
576959.
ბიოლოგია | თავი L
ზღვის უდიდესი ბიომებია ოკეანეები. ისინი დედამიწის ზედაპირის 75% ფარავენ და ამდენად, უზარმაზარი გავლენა აქვთ ბიოსფეროზე.
The largest marine biomes, the oceans, cover about 75% of Earth's surface and thus have an enormous impact on the biosphere.
576960.
ბიოლოგია | თავი L
ოკეანეებიდან წყლის აორთქლება უზრუნველყოფს პლანეტის ნალექის დიდ წილს. ოკეანის ტემპერატურას უდიდესი გავლენა აქვს მსოფლიო კლიმატსა და ქარის მოდელებზე.
The evaporation of water from the oceans provides most of the planet's rainfall, and ocean temperatures have a major effect on world climate and wind patterns.