მოიძებნა 668043 ჩანაწერი
576961.
ბიოლოგია | თავი L
ამას შეიძლება დავამატოთ ასევე ისიც, რომ წყალმცენარეები და ფოტოსინთეზური ბაქტერიები წარმოქმნიან მსოფლიოს ჟანგბადის მნიშვნელოვან წილს და შთანთქავს უზარმაზარი ოდენობის ატმოსფერულ ნახშირორჟანგს.
In addition, marine algae and photosynthetic bacteria supply a substantial portion of the world's oxygen and consume huge amounts of atmospheric carbon dioxide.
576962.
ბიოლოგია | თავი L
მტკნარი წყლის ბიომები მჭიდროდ უკავშირდებიან ნიადაგებსა და ხმელეთის ბიომების ბიოტურ კომპონენტებს, რომლებშიც ისინი გაივლიან ანდა რომლებშიც განლაგებულნი არიან.
Freshwater biomes are closely linked to the soils and biotic components of the terrestrial biomes through which they pass or in which they are situated.
576963.
ბიოლოგია | თავი L
მტკნარი წყლის ბიომების განსაკუთრებულ მახასიათებლებზეც ასევე ახდენს გავლენას წყლის დინების სისწრაფისა და კლიმატის მოდელები, რომელშიც ისინი არსებობენ.
The particular characteristics of a freshwater biome are also influenced by the patterns and speed of water flow and the climate to which the biome is exposed.
576964.
ბიოლოგია | თავი L
მრავალი წყლის ბიომი, როგორც ტბები ასევე ზღვები, ფიზიკურად და ქიმიურად დაშრევებულია, როგორც ეს გამოსახულია სურათზე 50.16.
Many aquatic biomes are physically and chemically stratified, as illustrated in Figure 50.16 for both a lake and a marine environment.
576965.
ბიოლოგია | თავი L
შუქს შთანთქავს როგორც თვით წყალი, ასევე მასში მობინადრე ფოტოსინთეზური ორგანიზმები. ამდენად მისი ინტენსივობა სწრაფად მცირდება სიღრმესთან ერთად, როგორც ეს წინაც აღვნიშნეთ.
Light is absorbed by both the water itself and the photosynthetic organisms in it, so its intensity decreases rapidly with depth, as mentioned earlier.
576966.
ბიოლოგია | თავი L
ეკოლოგები ასხვავებენ ზედა ფოტიკურ ზონას, სადაც ფოტოსინთეზისათვის საკმარისი სინათლეა და ქვედა აფოტიკურ ზონას, სადაც მხოლოდ მცირე შუქი აღწევს.
Ecologists distinguish between the upper photic zone, where there is sufficient light for photosynthesis, and the lower aphotic zone, where little light penetrates.
576967.
ბიოლოგია | თავი L
ყველა წყლის ბიომის ფსკერთან არსებულ სუბსტრატს ეწოდება ბენტიკური ზონა.
At the bottom of all aquatic biomes, the substrate is called the benthic zone.
576968.
ბიოლოგია | თავი L
ქვიშისა და ორგანული და არაორგანული ნალექების ნარევი (შლამი), ანუ ბენტიკური ზონა, დაკავებული აქვთ ორგანიზმთა ერთობებს, რომელთაც უწოდებენ ბენთოსებს.
Made up of sand and organic and inorganic sediments ("ooze"), the benthic zone is occupied by communities of organisms collectively called benthos.
576969.
ბიოლოგია | თავი L
მათი საკვების უმთავრესი წყაროა მკვდარი ორგანული ნივთიერება, რომელსაც დეტრიტი ჰქვია. იგი ილექება წყლის ფოტიკური, პროდუქტიული ზონიდან.
A major source of food for the benthos is dead organic matter called detritus, which "rains" down from the productive surface waters of the photic zone.
576970.
ბიოლოგია | თავი L
ოკეანის ფსკერის ყველაზე ღრმა რეგიონებს უწოდებენ აბისალურ ზონას.
The deepest regions of the ocean floor are known as the abyssal zone.
576971.
ბიოლოგია | თავი L
თერმული ენერგია, რომელიც მზიდან მოედინება, ათბობს დედამიწაზე არსებული წყლის ზედაპირს იმ სიღრმემდე, სადამდეც მზის სხივი იჭრება, მაგრამ სიღრმის წყლები საკმაოდ ცივი რჩება.
Thermal energy from sunlight warms surface waters to whatever depth the sunlight penetrates, but the deeper waters remain quite cold.
576972.
ბიოლოგია | თავი L
ამას შედეგად მოაქვს ის, რომ წყლის ტემპერატურა ტბებში შრეებად ლაგდება, განსაკუთრებით ზაფხულსა და ზამთარში.
As a result, water temperature in lakes tends to be stratified, especially during summer and winter.
576973.
ბიოლოგია | თავი L
ოკეანესა და უმეტესობა ტბებში წყლის ვიწრო შრე, რომელსაც თერმოკლინი ჰქვია და რომელშიც ტემპერატურის სწრაფი ცვლილება ხდება, გამოყოფს წყლის ზედა, თბილ ფენას ქვედა, ცივი ფენისაგან.
In the ocean and in most lakes, a narrow stratum of rapid temperature change called a thermocline separates the more uniformly warm upper layer from more uniformly cold deeper waters.
576974.
ბიოლოგია | თავი L
როგორც მტკნარი წყლის, ასევე ზღვის წყლის გარემოში სახეობათა ერთობები განლაგებულნი არიან წყლის სიღრმის, შუქის შემოჭრის ხარისხის, სანაპიროდან დაშორებისა და ღია წყალი ვრს. ფსკერის მიხედვით.
In both freshwater and marine environments, communities are distributed according to depth of the water, degree of light penetration, distance from shore, and open water versus bottom.
576975.
ბიოლოგია | თავი L
ზღვის ორგანიზმთა ერთობებში კარგადაა წარმოდგენილი სახეობათა დისტრიბუციის ლიმიტაცია, რომელიც ამ აბიოტური ფაქტორების შედეგად წარმოიქმნება.
Marine communities illustrate the limitations on species distribution that result from these abiotic factors.
576976.
ბიოლოგია | თავი L
კლიმატი დიდად განაპირობებს ხმელეთის ბიომების დისტრიბუციასა და სტრუქტურას.
Climate largely determines the distribution and structure of terrestrial biomes.
576977.
ბიოლოგია | თავი L
ამ თავში განხილული ყველა აბიოტური ფაქტორი, განსაკუთრებით კი კლიმატი, მეტად მნიშვნელოვანია იმის განსასაზღვრად, თუ რატომ ვხვდებით გარკვეულ ხმელეთის ბიომს გარკვეულ არეალში.
All the abiotic factors discussed in this chapter, but especially climate, are important in determining why a particular terrestrial biome is found in a certain area.
576978.
ბიოლოგია | თავი L
იმის გამო, რომ დედამიწის ზედაპირზე არსებობს კლიმატის განედური მოდელები, არსებობს ასევე ბიომთა დისტრიბუციის განედური მოდელები.
Because there are latitudinal patterns of climate over Earth's surface, there are also latitudinal patterns of biome distribution.
576979.
ბიოლოგია | თავი L
კლიმატი და ხმელეთის ბიომები.
Climate and Terrestrial Biomes.
576980.
ბიოლოგია | თავი L
კლიმატის უდიდესი გავლენა ორგანიზმთა დისტრიბუციაზე შეგვიძლია დავინახოთ კლიმოგრაფიის აგების საშუალებით. ეს არის გარკვეულ რეგიონში ტემპერატურისა და ნალექის ცხრილი.
We can see the great impact of climate on the distribution of organisms by constructing a climograph, a plot of the temperature and precipitation in a particular region.