მოიძებნა 668043 ჩანაწერი
577021.
ბიოლოგია | თავი L
დღეს მრავალ ბიომში ადამიანის ფართო ჩარევამ რადიკალურად შეცვალა ბუნებრივი მოდელები.
In many biomes today, extensive human activity has radically altered the natural patterns of periodic physical disturbance.
577022.
ბიოლოგია | თავი L
ხანძრები, რაც ადრე წარმოადგენდა ცხოვრების შემადგენელ ნაწილს დიდ დაბლობებზე, დღეს ემსახურება სოფლის მეურნეობისათვის მიწების გამოთავისუფლების მიზნებს.
Fires, which used to be part of life on the Great Plains, are now controlled for the sake of agricultural land use.
577023.
ბიოლოგია | თავი L
ადამიანმა გადააკეთა დედამიწის ზედაპირის უდიდესი ნაწილი, შეცვალა ბუნებრივი ბიომები ურბანული და სოფლის მეურნეობის ბიომებით.
Humans have altered much of Earth's surface, replacing original biomes with urban and agricultural ones.
577024.
ბიოლოგია | თავი L
შეერთებული შტატების აღმოსავლეთის უმეტესი ნაწილი, მაგალითად, კლასიფიცირებულია როგორც ზომიერი, ფართოფოთლოვანი ტყეები, მაგრამ ადამიანის აქტივობამ თითქმის მთლიანად გააქრო ბუნებრივი ტყეები და მათგან მხოლოდ უმცირესი პოტენციალიღა დატოვა.
Most of the eastern United States, for example, is classified as temperate broadleaf forest, but human activity has eliminated all but a tiny percentage of the original forest.
577025.
ბიოლოგია | თავი L
ამ თავში დედამიწის სხვადასხვა წყლისა და სახმელეთო ბიომების შესწავლისას თქვენ ნახეთ მრავალი მაგალითი იმ მნიშვნელოვანი ზეგავლენისა, რაც აბიოტურ ფაქტორებსა აქვთ ორგანიზმთა გარემოზე.
Throughout your exploration in this chapter of Earth's varied aquatic and terrestrial biomes, you have seen many examples of the considerable impact of the abiotic factors in an organism's environment.
577026.
ბიოლოგია | თავი LI
ქცევის ეკოლოგია.
Behavioral Ecology.
577027.
ბიოლოგია | თავი LI
ქცევის შესწავლა.
Studying Behavior.
577028.
ბიოლოგია | თავი LI
ჩვენ, ადამიანები, ცხოველთა ქცევებს ვსწავლობთ, ალბათ იმდენი ხანია, რამდენი ხანიც დედამიწაზე ვცხოვრობთ.
We humans have probably studied animal behavior for as long as we have lived on Earth.
577029.
ბიოლოგია | თავი LI
ადამიანის, როგორც მონადირისათვის, და ზოგჯერ მონადირებულთათვისაც, ცხოველის ქცევის შესახებ ცოდნა გადარჩენისათვის არსებითი მნიშვნელობის მატარებელი იყო.
As hunters, sometimes the hunted knowledge of animal behavior was essential to human survival.
577030.
ბიოლოგია | თავი LI
მაგრამ იმ პრაქტიკული ინფორმაციის გარდა, ცხოველები წარმოადგენენ ასევე საოცრებათა წყაროს.
But other animals are also a source of fascination beyond the need for practical information.
577031.
ბიოლოგია | თავი LI
მაგალითად, წეროები ისეთ ცხოველთა რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებმაც დიდი ხანია მიიპყრეს ადამიანის ყურადღება, შესაძლოა იმიტომ, რომ წერო მოცულობით დიდია და მის ქცევაზე დაკვირვება უფრო ადვილია.
For instance, cranes are animals that have long captivated people's interest, perhaps because cranes are large and their behavior is easily observed.
577032.
ბიოლოგია | თავი LI
მამრი და მდედრი წერო არშიყობის საოცრად დახვეწილ რიტუალს მიმართავენ, რაც გრაციოზულ ცეკვის მსგავს მოძრაობაში გამოიხატება.
Male and female cranes engage in elaborate courtship rituals involving graceful dance-like movements.
577033.
ბიოლოგია | თავი LI
ამ რიტუალზე დაკვირვებამ ადამიანს ჩამოუყალიბა ამ ჩიტებზე წარმოდგენა, როგორც ერთგულებისა და თავდადების სიმბოლოზე.
Observing these rituals, many people have viewed the birds as symbols of fidelity and devotion.
577034.
ბიოლოგია | თავი LI
წეროს ზოგიერთი ყველაზე თვალსაჩინო ქცევა დაკავშირებულია მის ყოველწლიურ მიგრაციასთან.
Some of the most conspicuous crane behaviors are associated with their annual migrations.
577035.
ბიოლოგია | თავი LI
ყოველ გაზაფხულზე ათასობით წერო ტოვებს სამხრეთ ევრაზიის, ჩრდილო-აფრიკისა და ჩრდილო-ამერიკის დაზამთრებულ ტერიტორიებს და მიფრინავს ჩრდილოეთის მშობლიური ადგილებისაკენ.
Each spring, thousands of cranes fly from wintering grounds in southern Eurasia, North Africa, and North America to northern nesting grounds.
577036.
ბიოლოგია | თავი LI
წეროების სხვადასხვა სახეობები ასობით და ათასობით კილომეტრზე მიფრინავენ, ისინი დროდადრო დასასვენებლად და დასაპურებლად ჩერდებიან.
Various species of cranes fly hundreds or thousands of kilometers, stopping periodically to rest and feed.
577037.
ბიოლოგია | თავი LI
იმის გამო, რომ მიგრაციული (გადამფრენი) წეროები ძალიან მაღალ სიმაღლეზე ფრენენ და ფრენისას ყიჟინის ხმას გამოსცემენ, ზოგიერთ კულტურებში ისინი ტრადიციულად მიჩნეულნი არიან დედამიწასა და ზეცას შორის შუამავლებად.
Because migrating cranes fly at high altitudes and call as they fly, some cultures have traditionally viewed them as messengers between Earth and the heavens.
577038.
ბიოლოგია | თავი LI
ქცევის ეკოლოგია, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე მეცნიერულ დისციპლინას, აწარმოებს მსგავს დაკვირვებებს ცხოველთა ქცევებზე და შეისწავლის თუ როგორ კონტროლდება და როგორ ვითარდება შემდგომში ასეთი ქცევები, როგორ ევოლუციას განიცდის და რა წვლილი შეაქვს მათ ცხოველთა გადარჩენასა და გამრავლებაში.
The modern scientific discipline of behavioral ecology extends such observations of animal behavior by studying how such behavior is controlled and how it develops, evolves, and contributes to survival and reproductive success.
577039.
ბიოლოგია | თავი LI
მაგალითად ქცევის ეკოლოგმა შეიძლება დასვას შეკითხვა: როგორ შეიძლება იყოს დაკავშირებული წეროთა სახეობებში ის მსგავსება-განსხვავებანი, რაც მათ არშიყობის გამოხატულებაში ახასიათებთ, მათ გენეტიკურ მსგავსებებსა და განსხვავებებთან და რა წვლილი შეაქვს წეროთა მიერ ცოდნის შეძენას არშიყობის გამოხატვის განვითარებასთან.
For example, a behavioral ecologist might ask how similarities or differences in courtship displays may be related to genetic similarities or differences among crane species and how learning contributes to the development of courtship displays.
577040.
ბიოლოგია | თავი LI
მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება მოიცავდნენ შემდეგ თემებს: რატომ ყვირიან გადამფრენი წეროები მიგრაციისას და რა გარემო ფაქტორები უბიძგებს მათ მიგრაციისკენ, ანდა რა როლი აქვს მიგრაციას გამრავლებისთვის ხელის შეწყობაში წეროების შემთხვევაში.
Questions about migration might include why migrating cranes call, what environmental cues trigger migration, or how migration contributes to the reproductive success of cranes.