მოიძებნა 668043 ჩანაწერი
577081.
ბიოლოგია | თავი LI
ტინბერგენის სია მოიცავს როგორც უშუალო, ასევე აბსოლუტურ შეკითხვებს.
Tinbergen's list includes both proximate and ultimate questions.
577082.
ბიოლოგია | თავი LI
პირველი ორი, რომლებიც ქცევის მექანიზმებსა და განვითარებას ეხება, უშუალო შეკითხვებია, ხოლო მომდევნო ორი კი – აბსოლუტური ანუ ევოლუციური კითხვებია.
The first two, which concern the mechanism and development of the behavior, are proximate questions, while the second two are ultimate, or evolutionary, questions.
577083.
ბიოლოგია | თავი LI
უშუალო და აბსოლუტური პერსპექტივის დამატებითი მახასიათებლები შეიძლება წარმოვაჩინოთ კლასიკოსი ეთოლოგების მიერ ხშირად შესწავლილი ქცევების მეშვეობით, როგორიცაა მაგალითად ფიქსირებული ქცევის მოდელები და ასახვა.
The complementary nature of proximate and ultimate perspectives can be demonstrated with behaviors frequently studied by classical ethologists, such as fixed action patterns and imprinting.
577084.
ბიოლოგია | თავი LI
ფიქსირებული ქცევის მოდელები.
Fixed Action Patterns.
577085.
ბიოლოგია | თავი LI
ქცევის ტიპი, რომელიც ფართოდ შეისწავლება ეთოლოგების მიერ, არის ფიქსირებული ქცევის მოდელი (ფქმ), ეს არის დაუსწავლელი ქცევის აქტები, რომლებიც არსებითად უცვლელია და რაკიღა მოხდება მათი დაწყება, როგორც წესი, ბოლომდე დასრულდება.
A type of behavior studied extensively by ethologists is the fixed action pattern (FAP), a sequence of unlearned behavioral acts that is essentially unchangeable and, once initiated, is usually carried to completion.
577086.
ბიოლოგია | თავი LI
ფიქსირებული ქცევის მოდელს ბიძგს აძლევს გარე მგრძნობიარე სტიმული, რომელსაც სტიმულის ნიშანს უწოდებენ.
A FAP is triggered by an external sensory stimulus known as a sign stimulus.
577087.
ბიოლოგია | თავი LI
ტინბერგერმა შეისწავლა ის, რაც სტიმულის ნიშნის კლასიკურ მაგალითად იქცა და აგრეთვე მამრი სამნემსა მახათას ფიქსირებული ქცევის მოდელი, რომელიც თავს ესხმის სხვა, მისი ტერიტორიის დამრღვევ მამრებს.
Tinbergen studied what has become a classic example of sign stimuli and FAPS in the male three-spined stickleback fish, which attacks other males that invade its nesting territory.
577088.
ბიოლოგია | თავი LI
თავდასხმის ქცევის სტიმულს წარმოადგენს ინტერვენტის წითელი მუცელი.
The stimulus for the attack behavior is the red underside of the intruder.
577089.
ბიოლოგია | თავი LI
მამრი თევზი მის ტერიტორიაზე შეჭრილ თევზს თავს არ დაესხმის, თუ მას წითელი მუცელი არა აქვს, (ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ამ სახეობის მდედრ თევზებს არა აქვთ წითელი მუცელი), მაგრამ დაუყოვნებლივ დაესხმის თავს ხელოვნურ მოდელებსაც კი, თუ მათზე წითელი ფერია წარმოდგენილი.
The stickleback will not attack an intruding fish lacking a red belly (note that female sticklebacks never have red bellies), but will readily attack unrealistic models as long as some red is present.
577090.
ბიოლოგია | თავი LI
ფაქტობრივად მისი კვლევის შედეგის მიხედვით, რომელიც პირველად 1937 წელს გამოქვეყნდა, ტინბერგმა აღმოაჩინა, რომ წითელი ფერი წარმოადგენდა სტიმულის ნიშნის ამოსავალ კომპონენტს, რაც მამრ თევზებში აგრესიას ბადებდა.
As a consequence of his research, which was first reported in 1937, Tinbergen discovered that the color red is a key component of the sign stimulus releasing aggression in male sticklebacks.
577091.
ბიოლოგია | თავი LI
კლასიკური ეთოლოგების მიერ შესწავლილ კიდევ ერთ ფენომენს წარმოადგენს ასახვა, ეს არის ქცევის ტიპი, რომელიც მოიცავს როგორც ნასწავლ, ასევე თანდაყოლილ კომპონენტებს, და როგორც წესი, არის შეუქცევადი.
Another phenomenon studied by classical ethologists is imprinting, a type of behavior that includes both learning and innate components and is generally irreversible.
577092.
ბიოლოგია | თავი LI
ასახვა განსხვავდება დასწავლის სხვა ტიპებისგან იმით, რომ მას ახასიათებს სენსორული პერიოდი, ეს არის ცხოველის განვითარებაში ერთგვარი შეზღუდული ფაზა, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ პერიოდს, როცა შესაძლებელია გარკვეული ქცევის შესწავლა.
Imprinting is distinguished from other types of learning by having a sensitive period, a limited phase in an animal's development that is the only time when certain behaviors can be learned.
577093.
ბიოლოგია | თავი LI
ასახვის მაგალითია პატარა ბატის ჭუკები, რომლებიც დედას დასდევენ.
An example of imprinting is young geese following their mother.
577094.
ბიოლოგია | თავი LI
სახეობებში, რომლებშიც განვითარებულია მშობლის ზრუნვა, მშობლისა და ნაშიერის ურთიერთმიჯაჭვულობა წარმოადგენს მათი სიცოცხლის ციკლის ამოსავალ კრიტერიუმს.
In species that provide parental care, parent-offspring bonding is a critical part of the life cycle.
577095.
ბიოლოგია | თავი LI
თოლიებს შორის, მაგალითად, მშობლის შვილზე მიჯაჭვულობის სენსორული პერიოდი გრძელდება ერთ ან ორ დღეს.
Among gulls, for instance, the sensitive period for parental bonding on the young lasts one to two days.
577096.
ბიოლოგია | თავი LI
თუ მიჯაჭვულობა არ შედგა, მშობელი შვილზე ზრუნვას წყვეტს, რასაც მოსდევს ნაშიერის გარდაუვალი დაღუპვა, ხოლო მშობლისათვის წარმატებული გამრავლების შემცირება.
If bonding does not occur, the parent will not initiate care of the infant, leading to certain death for the offspring and a decrease in reproductive success for the parent.
577097.
ბიოლოგია | თავი LI
საიდან იციან ბატის პატარა ჭუკებმა, რომ დედა ბატს უნდა მისდიონ?
How do young geese know that they should follow the mother goose?
577098.
ბიოლოგია | თავი LI
გარემო სამყარო მათთვის ქმნის ასახვის სტიმულს, იმ რაღაცას, რომლისკენაც იქნება საპასუხო რეაქცია მიმართული.
The outside world provides the imprinting stimulus, something to which the response will be directed.
577099.
ბიოლოგია | თავი LI
წყლის გარეული ფრინველის მრავალ სახეობაზე ჩატარებული ექსპერიმენტები უჩვენებენ, რომ მათ არა აქვთ დედის ამოცნობის შინაგანი ინსტინქტი.
Experiments with many species of waterfowl indicate that they have no innate recognition of "mother."
577100.
ბიოლოგია | თავი LI
ისინი ეპასუხებიან და იდენტიფიკაციას უკეთებენ პირველსავე საგანს, რომელსაც წააწყდებიან და რომელსაც აქვს გარკვეული წამყვანი მახასიათებლები.
They respond to and identify with the first object they encounter that has certain key characteristics.