მოიძებნა 668043 ჩანაწერი
577381.
ბიოლოგია | თავი LI
თვალსაჩინო კონტრასტი ვეგეტაციაში ერთ-ერთი მრავალ განსხვავებათაგანია, რაც ვრცელდება იმ სახეობათა ქცევის ეკოლოგიაზე, რომლებიც ბინადრობენ მდინარისპირა ზონებში და მის გარშემო მდებარე არიდულ (მშრალ) გარემოში.
The obvious contrast in vegetation is only one of many differences, which extend to the behavioral ecology of species inhabiting riparian zones and the surrounding arid environments.
577382.
ბიოლოგია | თავი LI
ობობა Agelenopsis aperta არის ძაბრისებრი ქსელის მქსოველი ობობა, რომელიც ცხოვრობს, როგორც მდინარისპირა ზონაში, ასევე მის გარშემო მდებარე უწყლო გარემოში აშშ-ს დასავლეთში.
Agelenopsis aperta is a species of funnel web spider that lives in both riparian zones and the surrounding arid environments in the western United States.
577383.
ბიოლოგია | თავი LI
ამ ობობას ქსელი წარმოადგენს აბრეშუმის ფურცელს, რომელიც თავდება ძაბრისებრი ფორმით და დაცულია რაიმე მოფარებულ ადგილზე.
The web of A. aperta consists of a silken sheet ending in a funnel hidden in some sheltering feature of the habitat.
577384.
ბიოლოგია | თავი LI
ფურაჟირებისას (ეს არის ქცევა, რაც ასოცირდება საკვების ცნობას, მოძებნას, შეპყრობასა და მოხმარებასთან), ობობა ზის ძაბრის შუაგულში.
While foraging (behavior associated with recognizing, searching for, capturing, and consuming food), the spider sits in the mouth of the funnel.
577385.
ბიოლოგია | თავი LI
როცა მსხვერპლი დაეცემა ობობას ქსელს, ობობა გამორბის მის შესაპყრობად.
When prey strikes the web, the spider runs out to make its capture.
577386.
ბიოლოგია | თავი LI
კნოქსვილის ტენესის უნივერსიტეტის მკვლევარმა, სიუზენ რიჩერტმა და მისმა კოლეგებმა, აღმოაჩინეს განსაცვიფრებელი კონტრასტი არიზონასა და ნიუ მექსიკოში მდინარისპირა ტყეში მცხოვრები A-ობობასა და უწყლო და ნახევრად უწყლო გარემოში მცხოვრები იმავე ობობას ქცევაში.
Susan Riechert, of the University of Tennessee at Knoxville, and several colleagues found a striking contrast in the behavior of A. aperta spiders inhabiting riparian forests and those in arid and semi-arid habitats in Arizona and New Mexico.
577387.
ბიოლოგია | თავი LI
უწყლო, საკვებისაგან ღარიბ მიდამოებში A-ობობა უფრო აგრესიულია პოტენციური მსხვერპლის მიმართ და სხვა ობობების მიმართ და ფურაჟირებას უფრო სწრაფად იწყებს.
In arid, food-poor habitats, A. aperta is more aggressive toward potential prey and toward other spiders, and it returns to foraging more quickly following disturbance.
577388.
ბიოლოგია | თავი LI
ენ ჰედრიკმა და რიჩერტმა ჩაატარეს ცდები იმის დასადგენად ამ ორ პოპულაციას შორის არსებული ეს სხვაობა, კერძოდ, უწყლო გარემოში A-ობობას მაღალი აგრესიულობა, გენეტიკური ხასიათისაა თუ, თუ ეს არის ნასწავლი საპასუხო რეაქცია უწყლო, საკვებით ღარიბ გარემოში ცხოვრებაზე.
Ann Hedrick and Riechert tested whether the higher aggressiveness of arid-habitat A. aperta spiders reflects a genetic difference between the two populations or a learned response to living in food-poor environments.
577389.
ბიოლოგია | თავი LI
მკვლევრებმა შეადარეს თითოეული ობობას თავდასხმის დრო, დრო რომელიც გადიოდა მსხვერპლის მიერ ობობას ქსელთან პირველი კონტაქტიდან იმ მომენტამდე, როცა ობობა მსხვერპლს შეეხო.
The researchers compared each spider's time to attack, the time that elapsed between a prey's first contact with the web, and the point at which the spider first touched it.
577390.
ბიოლოგია | თავი LI
მათ აღმოაჩინეს, რომ ბუნებრივ გარემოში უდაბნოს ობობები 15 სხვადასხვა ტიპის მსხვერპლს დაესხნენ თავს უფრო სწრაფად, ვიდრე მდინარისპირა გარემოს ობობები.
They found that in their natural environments, the spiders from desert grassland attacked all 15 prey types more quickly than did the riparian spiders.
577391.
ბიოლოგია | თავი LI
შემდეგ ჰედრიკმა და რიჩერტმა მოიყვანეს ორივე გარემოს მკვიდრი მდედრი ობობები ლაბორატორიაში, სადაც ობობებმა დადეს კვერცხები.
Hedrick and Reichert then brought female spiders from the two habitats into the laboratory, where the spiders laid eggs.
577392.
ბიოლოგია | თავი LI
საზომად ისევ თავდასხმის დრო იყო გამოყენებული, მკვლევრებმა შეადარეს ლაბორატორიაში გაზრდილი ობობების აგრესიულობა და გაიმეორეს ექსპერიმენტი ორივე გარემოს პოპულაციის ლაბორატორიაში გამოზრდილ ნაშიერებზე.
Again using attack time as a measure, the researchers compared the aggressiveness of laboratory-raised spiders from desert grassland and riparian habitats and repeated the experiment with the laboratory-raised offspring of each population.
577393.
ბიოლოგია | თავი LI
ექსპერიმენტმა გამოავლინა განსაცვიფრებლად თანმიმდევრული (ლოგიკური) სხვაობა მსხვერპლზე თავდასხმის დროში მდინარისპირა და უდაბნოს - ობობებს შორის.
The experiments revealed a strikingly consistent difference between desert grassland and riparian A. aperta in their time to attack prey.
577394.
ბიოლოგია | თავი LI
უაღრესად პროდუქტიული მდინარისპირა ადგილები მდიდარია ობობას მსხვერპლი ორგანიზმებით, მაგრამ მათი პოტენციური მტაცებლის სიმრავლე, განსაკუთრებით ჩიტებისა, ძალიან მაღალია.
The highly productive riparian sites are rich in prey for the spiders, but the density of potential predators, particularly birds, is high.
577395.
ბიოლოგია | თავი LI
რიჩერტმა დაადგინა, რომ მტაცებლობის მაღალი რისკი წარმოადგენდა იმის მიზეზს, რომ მდინარისპირა გარემოს მკვიდრი ობობები უფრო მოკრძალებულნი იყვნენ მსხვერპლზე თავდასხმაში.
Reichert proposed that this higher risk of predation was the cause of the more timid behavior of A. aperta in riparian habitats.
577396.
ბიოლოგია | თავი LI
შედეგებზე დაყრდნობით ჰედრიკმა და რიჩერტმა დაასკვნეს, რომ სხვაობა აგრესიულობაში მდინარისპირა და უდაბნოს A-ობობებს შორის ეფუძნებოდა გენეტიკას და წარმოადგენდა ბუნებრივი შერჩევის პროდუქტს, რადგანაც სხვაობები ფურაჟირებაში და ტერიტორიულ ქცევებში უფრო გენეტიკით იყო განპირობებული, ვიდრე ეს იყო ნასწავლი საპასუხო რეაქცია.
Based on their results, Hedrick and Reichert concluded that the difference in aggressiveness between desert grassland and riparian A. aperta spiders is genetically based and is the product of natural selection for differences in foraging and territorial behavior genetically determined rather than a learned response.
577397.
ბიოლოგია | თავი LI
მათი აღმოჩენები დადასტურდა და განმტკიცდა შემდგომი კვლევებითა და ექსპერიმენტებით, რაც A-ობობას ერთი გარემოდან მეორე გარემოში ტრანსპლანტაციაზე ჩატარდა.
Their findings were reinforced by later experiments with A. aperta transplanted from one environment to the other.
577398.
ბიოლოგია | თავი LI
ქცევის ევოლუციის დამადასტურებელი ექსპერიმენტული მონაცემები.
Experimental Evidence for Behavioral Evolution.
577399.
ბიოლოგია | თავი LI
ქცევის ევოლუციის დემონსტრირების უფრო პირდაპირი გზების ძიებაში მკვლევრები სულ უფრო მეტად მიმართავენ ლაბორატორიულსა და საველე ექსპერიმენტებს და იმისათვის, რომ საშუალება ჰქონოდათ, დაჰკვირვებოდნენ მრავალი თაობის მანძილზე მიმდინარე ცვლილებებს, ამ ექსპერიმენტებში ისინი იყენებდნენ უფრო ხანმოკლე სიცოცხლისუნარიან ორგანიზმებს.
Looking for more direct ways to demonstrate the evolution of behavior, researchers are increasingly turning to laboratory and field experiments using organisms with short lifespans, enabling the observation of change over many generations.
577400.
ბიოლოგია | თავი LI
რამდენიმე შემთხვევაში მკვლევრებმა შეძლეს ქცევის დაკავშირება სპეციფიკურ გენებთან.
In a few cases, researchers have been able to link behaviors to specific genes.