მოიძებნა 668043 ჩანაწერი
577541.
ბიოლოგია | თავი LI
ასეთი შეჯიბრის შედეგი შეიძლება განაპირობოს რქების, კბილების და ა.შ. ძალამ, ზომამ ან ფორმამ, მაგრამ გამარჯვება შეიძლება იყოს უფრო მეტად ფსიქოლოგიური, ვიდრე ფიზიკური.
The outcome of such contests may be determined by strength, size, or the form of horns, teeth, and so forth, but the victories may be psychological rather than physical.
577542.
ბიოლოგია | თავი LI
მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ შეჯიბრს შედეგად მოაქვს განსხვავებულობის შემცირება მამრთა შორის, ბიოლოგიური და მორფოლოგიური ვარიაციების ხარისხი მაინც უაღრესად მაღალია ზოგიერთ ხერხემლიან სახეობებში, დაწყებული თევზებიდან, ირმებით დამთავრებული, და ასევე ძალიან ბევრ უხერხემლოებში.
Despite the potential for such competition to select for reduced variation, male behavioral and morphological variation is extremely high in some vertebrate species ranging from fish to deer and in a wide variety of invertebrates.
577543.
ბიოლოგია | თავი LI
ზოგიერთ სახეობებში არა ერთმა, არამედ დაწყვილების რამდენიმე ქცევამ შეიძლება შედეგად მოიტანოს წარმატებული რეპროდუქცია.
In some species, more than one mating behavior can result in successful reproduction.
577544.
ბიოლოგია | თავი LI
ამ შემთხვევებში ინტერსექსუალური სელექცია წარმოადგენს მამრის დაწყვილების ალტერნატიული ქცევებისა და მორფოლოგიის გამომწვევ ფაქტორს.
In these cases, intrasexual selection has led to the evolution of alternative male mating behavior and morphology.
577545.
ბიოლოგია | თავი LI
ზღვის ლიტორალური კიბოსებრი (Paracerceis sculpta) წარმოადგენს უხერხემლო ცხოველს, რომლებშიც მამრის დაწყვილების ქცევა და მორფოლოგია კარგადაა შესწავლილი, იგი ცხოვრობს კალიფორნიის ყურეში.
One invertebrate in which alternative male mating behaviors and morphology have been well documented is the marine intertidal isopod Paracerceis sculpta, which lives within sponges in the Gulf of California.
577546.
ბიოლოგია | თავი LI
ეს სახეობები მოიცავენ სამ გენეტიკურად გამოკვეთილ მამრის ტიპს.
This species includes three genetically distinct male types.
577547.
ბიოლოგია | თავი LI
ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის მეცნიერმა, სტივენ მ. შატერმა, აღმოაჩინა, რომ დიდი ზომის ა-მამრები ძირითადად სხვა ა-მამრებისაგან იცავენ მდედრთა ჰარამხანებს ზღვის ლიტორალურ ღრუბლებში, სადაც ისინი ბინადრობენ.
Stephen M. Shuster of the University of New Mexico discovered that large males defend harems of females within intertidal sponges, mainly against other males.
577548.
ბიოლოგია | თავი LI
ამასობაში b-მამრები ჰბაძავენ მდედრის მორფოლოგიასა და ქცევას, რაც საშუალებას აძლევს მათ თავი აარიდონ ა-მამრების რისხვას ანუ საპასუხო რეაქციას ტერიტორიის დამრღვევთა მიმართ.
Meanwhile, ẞ males mimic female morphology and behavior and do not elicit a defensive response in males.
577549.
ბიოლოგია | თავი LI
ასე რომ, მათ საშუალება ეძლევათ შეიპარონ და წარმატებას მიაღწიონ დაცულ ჰარამხანებში.
Thus, they are able to gain access to guarded harems.
577550.
ბიოლოგია | თავი LI
პაწაწა y-მამრები იჭრებიან და ცხოვრობენ დიდ ჰარამხანებში, რომლებშიც შეიძლება ცხოვრობდნენ სამივე ტიპის მამრები ერთდროულად.
Tiny y males invade and live within large harems, which can be inhabited by all three types of males at the same time.
577551.
ბიოლოგია | თავი LI
შასტერმა გამოთქვა აზრი, რომ თითოეული ტიპის მამრების დაწყვილების წარმატება დამოკიდებულია მამრთა და მდედრთა შეფარდებით სიჭარბეზე საცხოვრებელ ზღვის ღრუბლებში.
Shuster reported that the mating success of each type of Paracerceis male depends on the relative densities of males and females within sponges.
577552.
ბიოლოგია | თავი LI
ა.-მამრები მამობრივ ზრუნვას იჩენენ ახალდაბადებულთა უმრავლესობაზე, როცა იცავენ ერთ მდედრს.
The a males father the majority of young when defending a single female.
577553.
ბიოლოგია | თავი LI
თუ ერთზე მეტი მდედრია, B.-მამრები მამობას უწყვეტენ 60%-ზე მეტ ახალშობილს.
If more than one female is present, ẞ males sire approximately 60% of the offspring.
577554.
ბიოლოგია | თავი LI
საბოლოოდ y-მამრების გამრავლების მაჩვენებელი იზრდება ჰარამხანის ზრდის შესაბამისად.
Finally, the reproductive rate of y males increases linearly with harem size.
577555.
ბიოლოგია | თავი LI
ამ ბუნებრივ გარემოში მდედრებისა და მამრების დისტრიბუციის ამ მოდელისა და მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებით ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა, შასტერმა და მაიკლ ვეიდიმ, დაასკვნეს, რომ შეჯვარების წარმატება a, b და y მამრებს შორის დაახლოებით თანაბარია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ დაწყვილების ქცევისა და ანატომიის სხვადასხვაგვარობა შესაძლოა ინტერსექსუალური სელექციის შედეგი იყოს მამრების შეჯიბრის გამო პარტნიორის მოსაპოვებლად.
Using this information and the patterns of distribution of Paracerceis females and males in their natural environment, Shuster and Michael Wade, of the University of Chicago, concluded that a, B, and y males have approximately equal mating success, indicating that a diversity of mating behavior and anatomy can result from intrasexual selection due to male competition for mates.
577556.
ბიოლოგია | თავი LI
ამ სახეობაში მამრებს შორის სხვადასხვაობანი მყარ ხასიათს ატარებს, რადგანაც ამ სამი ტიპის მამრებიდან არც ერთი მათგანი არ არის განსაკუთრებით წარმატებული ყველა ვითარებაში.
Variation among males in this species is sustained since none of the three male types is most successful in all circumstances;
577557.
ბიოლოგია | თავი LI
მამრების თითოეულ ტიპს აქვს დაწყვილების მაღალი წარმატება მდედრთა სიჭარბის ზოგიერთ შემთხვევაში და აქვს დაბალი წარმატება მდედრთა სიჭარბის სხვა ვითარებაში (ეს არის ბალანსირებული პოლიმორფიზმის მაგალითი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ 23-ე თავში.)
Each type of male has high mating success at some female densities but reduced mating success at other female densities (an example of balanced polymorphism, which we discussed in Chapter 23).
577558.
ბიოლოგია | თავი LI
თამაშის თეორიის გამოყენება.
Applying Game Theory.
577559.
ბიოლოგია | თავი LI
შასტერის მიერ აღმოჩენილ სამი ტიპის მამრებს შეუძლიათ თანაარსებობა, რადგანაც მათ შეწყვილების წარმატების თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, რაც როგორც ჩანს, აძლევს მათ თანაბარ ევოლუციურ შეგუების შესაძლებლობას.
The three types of Paracerceis males discovered by Shuster can coexist because they have equal mating success, which likely gives them equal evolutionary fitness.
577560.
ბიოლოგია | თავი LI
თუმცა სხვა სახეობებში სხვადასხვა ტიპის მამრთა შეგუების შესაძლებლობა სხვადასხვაგვარია.
However, in some other species, the fitness of different types of males appears to be unequal.