მოიძებნა 668043 ჩანაწერი
577481.
ბიოლოგია | თავი LI
დაწყვილების ქცევა, რაც მოიცავს პარტნიორის მოძებნას და მიზიდვას, პოტენციურ პარტნიორთა შორის ამორჩევას და პარტნიორის მოსაპოვებლად ბრძოლას (შეჯიბრს), წარმოადგენს ბუნებრივი შერჩევის ფორმის პროდუქტს, რომელსაც სექსუალურ სელექციას უწოდებენ.
Mating behavior, which includes seeking or attracting mates, choosing among potential mates, and competing for mates, is the product of a form of natural selection called sexual selection.
577482.
ბიოლოგია | თავი LI
რამდენად ზრდის დაწყვილების ქცევა გამრავლების წარმატებულობას, დამოკიდებულია სახეობის დაწყვილების სისტემაზე და იგი განსხვავებულია.
How mating behavior enhances reproductive success varies, depending on the species' mating system.
577483.
ბიოლოგია | თავი LI
დაწყვილების სისტემა და მშობლიური ზრუნვა.
Mating Systems and Parental Care.
577484.
ბიოლოგია | თავი LI
დაწყვილების ურთიერთობანი მამრსა და მდედრს შორის სხვადასხვა სახეობებში ძალიან განსხვავებულია.
The mating relationship between males and females varies a great deal from species to species.
577485.
ბიოლოგია | თავი LI
ბევრ სახეობაში დაწყვილება არის უწესრიგო, არ არსებობს მყარი პარტნიორული მიჯაჭვულობა და არც ხანგრძლივი ურთიერთობები.
In many species, mating is promiscuous, with no strong pair bonds or lasting relationships.
577486.
ბიოლოგია | თავი LI
იმ სახეობებში, რომლებშიც პარტნიორები შედარებით დიდხანს რჩებიან ერთად, ურთიერთობა შეიძლება იყოს მონოგამიური (ერთი მამრი უწყვილდება ერთ მდედრს) ანდა პოლიგამიური (ერთი სქესის ინდივიდი წყვილდება საპირისპირო სქესის რამდენიმე პარტნიორთან).
In species in which the mates remain together for a longer period, the relationship may be monogamous (one male mating with one female) or polygamous (an individual of one sex mating with several of the other).
577487.
ბიოლოგია | თავი LI
პოლიგამიურ ურთიერთობაში უმეტესწილად მონაწილეობს ერთი მამრი და რამდენიმე მდედრი, ამ სისტემას ჰქვია პოლიგინია, თუმცა ზოგიერთი სახეობა ავლენს პოლიანდრიას, რომლის მიხედვითაც ერთი მდედრი უწყვილდება რამდენიმე მამრს.
Polygamous relationships most often involve a single male and many females, a system called polygyny, though some species exhibit polyandry, in which a single female mates with several males.
577488.
ბიოლოგია | თავი LI
მონოგამიურ სახეობათა შორის მდედრები და მამრები ხშირად იმდენად ჰგვანან მორფოლოგიურად ერთმანეთს, რომ მათი გარჩევა გარეგნული მახასიათებლების მიხედვით ძალიან ძნელია.
Among monogamous species, males and females are often so much alike morphologically that they may be difficult to distinguish based on external characteristics.
577489.
ბიოლოგია | თავი LI
პოლიგინური სახეობები ძირითადად დიმორფულები არიან, მათი მამრები უფრო დიდი მოცულობისა და თვალსაჩინოები არიან, ვიდრე მდედრები.
Polygynous species are generally dimorphic, with males being more showy and often larger than females.
577490.
ბიოლოგია | თავი LI
პოლიანდრული სახეობებიც ასევე დიმორფულები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში მდედრები უფრო დიდი მოცულობისა და უფრო ლამაზები არიან, ვიდრე მამრები.
Polyandrous species are also dimorphic, but in this case, females are generally ornamented and larger than males.
577491.
ბიოლოგია | თავი LI
ახალშობილების მოთხოვნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს დაწყვილების სისტემის ევოლუციაში.
The needs of the young are an important factor constraining the evolution of mating systems.
577492.
ბიოლოგია | თავი LI
მაგალითად, ახალგამოჩეკილი ბარტყების უმეტესობას არ შეუძლია თავის თავზე თავად ზრუნვა და საჭიროებს საკვებით მომარაგების უწყვეტ რეჟიმს, რისი უზრუნველყოფაც ერთ მშობელს შესაძლოა, არ შეეძლოს.
Most newly hatched birds, for instance, cannot care for themselves and require a large, continuous food supply that a single parent may not be able to provide.
577493.
ბიოლოგია | თავი LI
ეს იძლევა იმის ახსნას თუ რატომ არიან უმეტესობა ჩიტები მონოგამიურები.
This may explain why most birds are monogamous.
577494.
ბიოლოგია | თავი LI
ამის საპირისპიროდ, იმ სახეობათა ბარტყებს, რომელთაც თითქმის დაბადებისთანავე თავად შეუძლიათ თავის მოვლა, როგორც, მაგალითად, ხოხბებსა და მწყრებს, ნაკლებად სჭირდებათ მშობლების ერთად ყოფნა.
In contrast, birds with young that can feed and care for themselves almost immediately after hatching, such as pheasants and quail, have less need for their parents to stay together.
577495.
ბიოლოგია | თავი LI
ასეთი სახეობების მამრებს შეუძლიათ წარმატებული პროდუქტიულობის მაქსიმალიზაცია სხვა პარტნიორების მოძიების გზით და პოლიგინია მათთვის უფრო მეტადაა დამახასიათებელი.
Males of such species can maximize their reproductive success by seeking other mates, and polygyny is relatively common in such birds.
577496.
ბიოლოგია | თავი LI
ძუძუმწოვრების შემთხვევაში მეძუძური მდედრი ხშირად კვების ერთადერთ წყაროს წარმოადგენს ახალშობილისათვის.
In the case of mammals, the lactating female is often the only food source for the young.
577497.
ბიოლოგია | თავი LI
მამრები, ჩვეულებრივ, პატარების აღზრდაში არანაირ როლს არ თამაშობენ.
Males usually play no role in raising the young.
577498.
ბიოლოგია | თავი LI
ძუძუმწოვრების იმ სახეობებში, რომლებშიც მამრი იცავს მდედრსა და ახალშობილს, როგორც ეს ხდება ლომებში, მამრი ანდა მამრთა პატარა ჯგუფი ზრუნავს ჰარამხანაში მცხოვრებ მრავალ მდედრზე ერთდროულად.
In mammalian species where males protect the females and young, such as lions, a male or small group of males typically takes care of many females at once in a harem.
577499.
ბიოლოგია | თავი LI
დაწყვილების ქცევაზე და მშობლიურ ზრუნვაზე გავლენის კიდევ ერთ ფაქტორს, რა თქმა უნდა, წარმოადგენს მამობა.
Another factor influencing mating behavior and parental care is the certainty of paternity.
577500.
ბიოლოგია | თავი LI
ახალშობილი, ანდა კვერცხიდან გამოჩეკილი პატარა, აუცილებლად შეიცავს დედის გენებს.
Young born or eggs laid definitely contain the mother's genes.