მოიძებნა 668043 ჩანაწერი
577861.
ბიოლოგია | თავი LII
სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, რამდენს იგებს ინდივიდი გამრავლებაში წარმატების თვალსაზრისით ერთი მოდელიდან, მეორესთან შედარებით?
In other words, how much does an individual gain in reproductive success through one pattern versus the other?
577862.
ბიოლოგია | თავი LII
მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ნაშიერთა გადარჩენის დონე.
The critical factor is survival rate of the offspring.
577863.
ბიოლოგია | თავი LII
იქ, სადაც ნაშიერის გადარჩენის დონე დაბალია, როგორც ესაა უაღრესად სხვადასხვაგვარ ანდა განუჭვრეტავ გარემოში, უპირატესობა ენიჭება მხოლოდ შობადობას.
Where the survival rate of offspring is low, as in highly variable or unpredictable environments, big-bang reproduction (semelparity) is favored.
577864.
ბიოლოგია | თავი LII
ბევრი ნაშიერის ერთბაშად წარმოშობა ამგვარ გარემოში ზრდის იმის ალბათობას, რომ ბოლოსდაბოლოს რამდენიმე გადარჩება.
Production of large numbers of offspring in such environments increases the probability that at least some will survive.
577865.
ბიოლოგია | თავი LII
განმეორებადი რეპროდუქცია უპირატესი იქნება უფრო საიმედო გარემოში, სადაც რესურსების მოსაპოვებლად შეჯიბრს უფრო ინტენსიური სახე აქვს.
Repeated reproduction will be favored in more dependable environments where competition for resources may be intense.
577866.
ბიოლოგია | თავი LII
ამგვარ გარემოში რამდენიმე შედარებით დიდ, კარგად უზრუნველყოფილ ნაშიერს უკეთესი შანსი ექნება იმისა, რომ გადარჩეს და მიაღწიოს გამრავლების ასაკამდე.
In such environments, a few relatively large, well-provisioned offspring will have a better chance of surviving to reproductive age.
577867.
ბიოლოგია | თავი LII
ზღვარი და სიცოცხლის ისტორია.
"Trade-offs" and Life Histories.
577868.
ბიოლოგია | თავი LII
ჩვენ შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ ორგანიზმი, რომელსაც შეუძლია წარმოშვას იმდენადვე ბევრი ნაშიერი, რამდენსაც წარმოშობენ მხოლოდ მშობიარე სახეობები, უზრუნველყოს ისინი ისევე, როგორც ამას აკეთებენ ის ორგანიზმები, რომელთაც განმეორებადი შობადობა ახასიათებთ, და კვლავ და კვლავ გაიმეოროს ეს პროცესი, მაგრამ ასეთი ორგანიზმები არ არსებობენ.
We might imagine an organism that could produce as many offspring as a semelparous species, provision them well like an iteroparous species, and do so repeatedly, but such organisms do not exist.
577869.
ბიოლოგია | თავი LII
დრო ენერგია და საკვები, რაც ერთი რამისათვის გამოიყენება, არ შეიძლება, სხვა რამისთვისაც იქნეს გამოყენებული.
Time, energy, and nutrients that are used for one thing cannot be used for something else.
577870.
ბიოლოგია | თავი LII
შესაბამისად, ბუნებრივ სელექციას არ შეუძლია, ერთდროულად გაუკეთოს მაქსიმალიზაცია ყველა ამ რეპროდუქციულ სხვადასხვაგვარობებს.
As a consequence, natural selection cannot maximize all these reproductive variables simultaneously.
577871.
ბიოლოგია | თავი LII
ლიმიტირებული რესურსები ნიშნავს ზღვარს.
Limited resources mean trade-offs.
577872.
ბიოლოგია | თავი LII
ეს არის ზღვარი გამრავლებასა და გადარჩენას შორის, როგორც ეს უჩვენა მთელი რიგი ორგანიზმების შესწავლამ.
There is a trade-off between reproduction and survival, as demonstrated by studies of a number of organisms.
577873.
ბიოლოგია | თავი LII
მაგალითად, შოტლანდიაში წითელი ირმის შესწავლამ უჩვენა, რომ ის მდედრები, რომლებიც მშობიარობდნენ ზაფხულში, ხასიათდებოდნენ სიკვდილიანობის უფრო მაღალი დონით ზამთრის განმავლობაში, ვიდრე ის მდედრები, რომლებიც არ მშობიარობდნენ.
For example, a study of red deer in Scotland showed that females who reproduced in one summer suffered higher mortality over the next winter than females who did not reproduce.
577874.
ბიოლოგია | თავი LII
ევროპული შევარდნის (Falko tinnunculus) შესწავლამ ნათელყო, რა საფასურს იხდიან მშობლები ნაშიერების გადარჩენისათვის.
A study of European kestrels demonstrated the survival cost to parents of caring for young.
577875.
ბიოლოგია | თავი LII
სელექციის წნეხი გავლენას ახდენს ასევე ნაშიერთა რაოდენობასა და ზომას შორის ზღვარზე.
Selective pressures also influence the trade-off between the number and size of offspring.
577876.
ბიოლოგია | თავი LII
ის მცენარეები და ცხოველები, რომელთა შთამომავლებიც სიკვდილიანობის მაღალი დონის რისკის ქვეშ არიან, უმეტესწილად წარმოქმნიან დიდი რაოდენობის შედარებით პატარა ზომის ნაშიერებს.
Plants and animals whose young are subject to high mortality rates often produce large numbers of relatively small offspring.
577877.
ბიოლოგია | თავი LII
მცენარეები, რომლებიც გავრცელებულია არასრულფასოვან გარემოში, წარმოშობენ უამრავი ოდენობის მცირე ზომის თესლს, რომელთაგანაც მხოლოდ რამდენიმე თუ შეძლებს შესაფერის გარემოში მოხვედრას გასაღვივებლად.
Plants that colonize disturbed environments, for example, usually produce many small seeds, only a few of which may reach a suitable habitat.
577878.
ბიოლოგია | თავი LII
მცირე ზომა ასევე ზრდის თესლის გაღვივების შანსს იმის წყალობით, რომ უფრო ადვილია მისი გადაადგილება შედარებით შორ მანძილზე შესაფერის გარემოში მოსახვედრად.
Small size may also increase the chance of seedling establishment by enabling the seeds to be carried longer distances to a broader range of habitats.
577879.
ბიოლოგია | თავი LII
ის ცხოველები, რომლებიც მტაცებლობის რისკის ქვეშ არიან, როგორიცაა, მაგალითად, კაკბები (Perdix spp.), სარდინები და თაგვები ასევე დიდი რაოდენობის ნაშიერებს წარმოქმნიან.
Animals that suffer high predation rates, such as quail, sardines, and mice, also tend to produce large numbers of offspring.
577880.
ბიოლოგია | თავი LII
სხვა ორგანიზმებში მშობლიური ზრუნვა ძალიან დიდად ზრდის ნაშიერისათვის გადარჩენის შანსს.
In other organisms, extra investment on the part of the parent greatly increases the offspring's chances of survival.