მოიძებნა 668043 ჩანაწერი
577881.
ბიოლოგია | თავი LII
მუხის, კაკლისა და ქოქოსის ხეებს დიდი ზომის თესლები აქვთ, რომლებიც შეიცავენ ენერგიის დიდ მარაგსა და საკვებს, რაც ხელს უწყობს თესლის გაღვივებას.
Oak, walnut, and coconut trees all have large seeds with a large store of energy and nutrients that help the seedlings become established.
577882.
ბიოლოგია | თავი LII
ცხოველებში მშობლიური ზრუნვა ყოველთვის არ მთავრდება ინკუბაციის ან ორსულობის შემდეგ.
In animals, parental investment in offspring does not always end after incubation or gestation.
577883.
ბიოლოგია | თავი LII
მაგალითად, პრიმატები მუცლად ატარებენ ერთ ან ორ ნაშიერს ერთ ჯერზე.
For instance, primates generally bear only one or two offspring at a time.
577884.
ბიოლოგია | თავი LII
ამ სახეობის ინდივიდებში მშობლიური ზრუნვა და სწავლების ხანგრძლივი პერიოდი, რაც პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდება, ნაშიერთა შეგუებისათვის მეტად მნიშვნელოვანია.
Parental care and an extended period of learning in the first several years of life are very important to offspring fitness in these species.
577885.
ბიოლოგია | თავი LII
ექსპონენციური მოდელი აღწერს პოპულაციის ზრდას იდეალიზებულ აბსოლუტურ გარემოში.
The exponential model describes population growth in an idealized environment.
577886.
ბიოლოგია | თავი LII
სიცოცხლის ისტორიის კონცეფცია იძლევა ბიოლოგიურ საფუძველს პოპულაციის ზრდის კვანტიტატიური გაგებისათვის.
The concepts of life history provide a biological foundation for a quantitative understanding of population growth.
577887.
ბიოლოგია | თავი LII
პოპულაციის ზრდის პოტენციალის შესაფასებლად ავიღოთ ერთი ცალი ბაქტერია, რომელსაც შეუძლია ყოველ 20 წუთში იდეალური ლაბორატორიული პირობების შემთხვევაში უჯრედის გახლეჩით გამრავლდეს.
To appreciate the potential for population increase, consider a single bacterium that can reproduce by fission every 20 minutes under ideal laboratory conditions.
577888.
ბიოლოგია | თავი LII
20 წუთის შემდეგ უკვე ორი ბაქტერია იქნება, 40 წუთის შემდეგ – 4 ბაქტერია, 60 წუთის შემდეგ – 8 ბაქტერია და ა.შ.
There would be 2 bacteria after 20 minutes, 4 after 40 minutes, 8 after 60 minutes, and so on.
577889.
ბიოლოგია | თავი LII
თუ რეპროდუქცია ამ ტემპით გაგრძელდა და სიკვდილიანობას ადგილი არ ექნა, მხოლოდ დღენახევრის შემდეგ ანუ 36 საათის შემდეგ იმდენი ბაქტერია იქნება, რომ მთელს პლანეტაზე ერთი ფუთის სიმაღლის საფარს შეადგენს.
If reproduction continued at this rate, with no mortality, for only a day and a half, a mere 36 hours, there would be enough bacteria to form a layer a foot deep over the entire globe.
577890.
ბიოლოგია | თავი LII
ავიღოთ სხვა სიცოცხლის ისტორია, სპილოს შეუძლია 100 წლის სიცოცხლის მანძილზე წარმოშვას მხოლოდ ექვსი ნაშიერი.
At the other life history extreme, an elephant may produce only 6 offspring in a 100-year life span.
577891.
ბიოლოგია | თავი LII
ჩარლზ დარვინმა ერთხელ გამოითვალა, რომ ერთი წყვილი სპილოს ჩამომავლები შეადგენენ 19 მილიონს 750 წელიწადში.
Still, Charles Darwin once estimated that the descendants of a single pair of mating elephants would number 19 million within only 750 years.
577892.
ბიოლოგია | თავი LII
თუმცა დარვინის გამოთვლა შეიძლება მთლად ზუსტი არ იყოს, ამგვარმა ანალიზმა მას საშუალება მისცა გაეგო, რომ პოპულაციის ზრდას უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს.
Though Darwin's estimate may not have been precisely correct, such analyses led him to recognize the tremendous capacity for growth in all populations.
577893.
ბიოლოგია | თავი LII
მაგრამ პოპულაციის აბსოლუტური ზრდა ყველა პოპულაციაში განუსაზღვრელად არ ხდება არც ბუნებაში და არც ლაბორატორიაში.
However, unlimited population increase does not occur indefinitely for any species, either in the laboratory or in nature.
577894.
ბიოლოგია | თავი LII
პოპულაცია, რომელიც იწყებს არსებობას პატარა ზომიდან ხელსაყრელ გარემოში შეიძლება სწრაფად გაიზარდოს გარკვეული ხნის განმავლობაში, მაგრამ საბოლოოდ შეზღუდული რესურსებისა და სხვა ფაქტორების შედეგად მისი ზრდა ჩერდება.
A population that begins at a small size in a favorable environment may increase rapidly for a while, but eventually, as a result of limited resources and other factors, its numbers must stop growing.
577895.
ბიოლოგია | თავი LII
და მაინც, პოპულაციის ზრდის იდეალიზებულ აბსოლუტურ გარემოში შესწავლა მეტად სასარგებლო და საჭიროა, რადგან ამგვარი კვლევები ავლენს სახეობათა ზრდის შესაძლებლობებს და იმ პირობებს, რომლებშიც ამ შესაძლებლობათა გამოვლინებაა შესაძლებელი.
Nevertheless, it is useful to study population growth in an idealized, unlimited environment because such studies reveal the capacity of species for increase and the conditions in which that capacity may be expressed.
577896.
ბიოლოგია | თავი LII
ზრდის დონე ერთ სულზე.
Per Capita Rate of Increase.
577897.
ბიოლოგია | თავი LII
წარმოიდგინეთ რამდენიმე ინდივიდისაგან შემდგარი ჰიპოთეზური პოპულაცია, რომელიც ცხოვრობს იდეალურ, აბსოლუტურ გარემოში.
Imagine a hypothetical population consisting of a few individuals living in an ideal, unlimited environment.
577898.
ბიოლოგია | თავი LII
ამ პირობებში ინდივიდების შესაძლებლობებზე არანაირი შეზღუდვები არ არსებობს იმისათვის, რომ ენერგია მოიკრიბონ, გაზარდონ და გამრავლდნენ, არსებობს მხოლოდ თანდაყოლილი ბიოლოგიური შეზღუდვები, რაც მათ სიცოცხლის ისტორიის მახასიათებლებთანაა დაკავშირებული.
Under these conditions, there are no restrictions on the abilities of individuals to harvest energy, grow, and reproduce, aside from the inherent biological limitations of their life history traits.
577899.
ბიოლოგია | თავი LII
პოპულაცია გაიზრდება ყოველი ახალშობილის დაბადებისა და სხვა პოპულაციებიდან ინდივიდთა იმიგრაციის მეშვეობით, და პოპულაცია შემცირდება პოპულაციის ინდივიდთა სიკვდილითა და ამ პოპულაციიდან ინდივიდების ემიგრაციით.
The population will increase in size with every birth and with the immigration of individuals from other populations, and it will decrease in size with every death and with the emigration of individuals out of the population.
577900.
ბიოლოგია | თავი LII
გამარტივების მიზნით ჩვენ იგნორირებას გავუკეთებთ იმიგრაციის და ემიგრაციის ფაქტორებს (უფრო კომპლექსური ფორმულირება, რა თქმა უნდა, ამ ფაქტორებსაც გაითვალისწინებდა).
For simplicity here, we will ignore the effects of immigration and emigration (a more complex formulation would certainly include these factors).