მოიძებნა 668043 ჩანაწერი
579001.
ბიოლოგია | თავი LIV
ორგანიზმები ითვისებენ მასალას უშუალოდ რეზერვუარებიდან და აბრუნებენ ქიმიურ ელემენტებს უკან უჯრედული სუნთქვის, ექსკრეციისა და დესტრუქციის შედარებით სწრაფი პროცესების მეშვეობით.
Organisms assimilate materials from this reservoir directly and return chemicals to it through the relatively rapid processes of cellular respiration, excretion, and decomposition.
579002.
ბიოლოგია | თავი LIV
თუმცა ორგანიზმებს არ შეუძლიათ იმ არაორგანული ნივთიერებების პირდაპირი გზით ათვისება, რომლებიც კლდეებშია გამომწყვდეული (d რეზერვუარი), ეს საკვები ნივთიერებები ნელ-ნელა ხდება ხელმისაწვდომი ეროზიისა და ატმოსფერული პროცესების წყალობით.
Although organisms cannot directly tap into the inorganic elements tied up in rocks (reservoir d), these nutrients may slowly become available through weathering and erosion.
579003.
ბიოლოგია | თავი LIV
ამის მსგავსადვე, ორგანული მასალა, რომელიც მიუწვდომელია ორგანიზმებისთვის, გადადის არაორგანული საკვები ნივთიერების ხელმისაწვდომ რეზერვუარში, როცა საწვავი ნარჩენები დაიწვება და ატმოსფეროში გაუშვებს ორთქლს.
Similarly, unavailable organic materials move into the available reservoir of inorganic nutrients when fossil fuels are burned, releasing exhaust into the atmosphere.
579004.
ბიოლოგია | თავი LIV
ელემენტების გარკვეულ ბიოგეოქიმიური წრებრუნვისთვის თვალყურის დევნება გაცილებით უფრო რთულია, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ეკოსისტემები სხვა ეკოსისტემებთან ელემენტების გაცვლა-გამოცვლას ახდენენ.
Tracing elements through particular biogeochemical cycles is much more complex, especially since ecosystems exchange elements with other ecosystems.
579005.
ბიოლოგია | თავი LIV
ტბორშიც კი, რომელსაც მკაფიო ფარგლები აქვს, ტბორისკენ დაბერილმა მტვერმა და ფოთლებმა და წყლის მწერების გამოჩენამ შეიძლება ძირითადი საკვები ნივთიერებების დამატება ან მოკლება გამოიწვიოს.
Even in a pond, which has discrete boundaries, dust or leaves blowing into the pond and the emergence of aquatic insects can add or remove key nutrients.
579006.
ბიოლოგია | თავი LIV
ქიმიური ელემენტების წრებრუნვისათვის თვალყურის დევნება კიდევ უფრო საინტერესო და რთულია საზღვრების არმქონე სახმელეთო ეკოსისტემაში.
Keeping track of inflow and outflow is even more challenging in less clearly delineated terrestrial ecosystems.
579007.
ბიოლოგია | თავი LIV
ამის მიუხედავად, ეკოლოგებმა გამოიმუშავეს ქიმიური წრებრუნვის სქემა რამდენიმე ეკოსისტემაში.
Nevertheless, ecologists have worked out the schemes for chemical cycling in several ecosystems.
579008.
ბიოლოგია | თავი LIV
ეკოლოგები ქიმიურ წრებრუნვას სწავლობენ იმ ელემენტების რადიაქტიური იზოტოპების მცირე რაოდენობის დამატების მეშვეობით, რომელთა შესწავლაც მათ სურთ ანდა ბუნებრივად არსებული სტაბილური არარადიაქტიული იზოტოპების მოძრაობისათვის თვალყურის დევნების მეშვეობით ეკოსისტემის სხვადასხვა ბიოტურ თუ აბიოტურ კომპონენტებში.
Ecologists study chemical cycling by adding tiny amounts of radioactive isotopes of the elements they want to track or by following the movement of naturally occurring stable, nonradioactive isotopes through the various biotic and abiotic components of an ecosystem.
579009.
ბიოლოგია | თავი LIV
ბიოქიმიური ციკლები.
Biogeochemical Cycles.
579010.
ბიოლოგია | თავი LIV
დიაგრამებში ყურადღება გამახვილებულია ოთხ მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომელთაც ეკოლოგები განიხილავენ ხოლმე, ბიოგეოქიმიური ციკლების კვლევისას.
The diagrams focus on four important factors that ecologists consider as they research biogeochemical cycles.
579011.
ბიოლოგია | თავი LIV
თითოეული ქიმიური ელემენტის ბიოლოგიური მნიშვნელობა.
The biological importance of each chemical.
579012.
ბიოლოგია | თავი LIV
ორგანიზმის მიერ მოხმარებისას თითოეული ქიმიური ელემენტის ფორმა.
The forms in which each chemical is available or used by organisms.
579013.
ბიოლოგია | თავი LIV
თითოეული ქიმიური ელემენტის ძირითადი საცავი ანუ რეზერვუარი.
The major repositories or reservoirs for each chemical.
579014.
ბიოლოგია | თავი LIV
ძირითადი პროცესები, რომლებიც ხელს უწყობენ თითოეული ქიმიური ელემენტის ბიოგეოქიმიური წრებრუნვის პროცესს.
The key processes that drive the movement of each chemical through its biogeochemical cycle.
579015.
ბიოლოგია | თავი LIV
დესტრუქციის პროცესი და საკვები ნივთიერებების წრებრუნვის დონე.
Decomposition and Nutrient Cycling Rates.
579016.
ბიოლოგია | თავი LIV
ახლა, როცა ჩვენ უკვე განვიხილეთ რამდენიმე ინდივიდუალური ბიოგეოქიმიური ციკლი, ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ქიმიური წრებრუნვის ზოგად მოდელს, რომელიც მოცემულია სურათზე 54.18.
Now that we have examined several individual biogeochemical cycles, we can review the general pattern of chemical cycling as illustrated in Figure 54.18.
579017.
ბიოლოგია | თავი LIV
მიაქციეთ ყურადღება დესტრუქტორების (დეტრიტისმჭამელების) ძირითად როლს.
Note again the key role of decomposers (detritivores).
579018.
ბიოლოგია | თავი LIV
საკვები ნივთიერების წრებრუნვის დონე ძალიან განსხვავებულია სხვადასხვა ეკოსისტემებში, ეს უმეტესწილად გამოწვეულია დესტრუქციული პროცესების განსხვავებული დონით.
The rates at which nutrients cycle in different ecosystems are extremely variable, mostly as a result of differences in rates of decomposition.
579019.
ბიოლოგია | თავი LIV
ტროპიკულ წვიმის ტყეებში, მაგალითად, ორგანული მასალის მეტი წილის გახრწნის პერიოდი შეადგენს რამდენიმე თვიდან რამდენიმე წელიწადის ხანგრძლივობის პერიოდს, მაშინ, როცა ზომიერ ტყეში გახრწნას საშუალოდ სჭირდება 4-დან 6 წლამდე პერიოდი.
In tropical rain forests, for instance, most organic material decomposes in a few months to a few years, while in temperate forests, decomposition takes 4 to 6 years, on average.
579020.
ბიოლოგია | თავი LIV
ეს სხვაობა გამოწვეულია იმით, რომ ტროპიკულ ტყეებში ტემპერატურა უფრო თბილია და ნალექიც უფრო უხვადაა.
The difference is largely the result of the warmer temperatures and more abundant precipitation in the tropical forests.