მოიძებნა 668043 ჩანაწერი
579021.
ბიოლოგია | თავი LIV
ტემპერატურა და წყლის არსებობა გავლენას ახდენს გახრწნის პროცესზე და ამდენად საკვები ნივთიერებების ციკლური მოძრაობის დროის ხანგრძლივობაზე.
Temperature and the availability of water affect rates of decomposition and thus nutrient cycling times.
579022.
ბიოლოგია | თავი LIV
წმინდა პირველადი პროდუქციის მსგავსად სახმელეთო ეკოსისტემებში გახრწნის დონე იზრდება ფაქტობრივად არსებულ ევაპოტრანსპირაციასთან ერთად.
Like net primary production, the rate of decomposition in terrestrial ecosystems increases with actual evapotranspiration.
579023.
ბიოლოგია | თავი LIV
სხვა ფაქტორებს, რომელთაც ასევე შეუძლიათ გავლენის მოხდენა საკვები ნივთიერებების ციკლურ მოძრაობაზე, წარმოადგენენ ადგილობრივი ნიადაგის ქიმიური შემადგენლობა და ხანძრების სიხშირე.
Other factors that can also influence nutrient cycling are the local soil chemistry and the frequency of fires.
579024.
ბიოლოგია | თავი LIV
როცა დესტრუქციის პროცესს ტროპიკულ წვიმის ტყეებში აქვს ადგილი, ტყის ნიადაგის ზედაპირზე შედარებით მცირე ოდენობის ორგანული მასალა გროვდება ფოთლების ნარჩენების სახით.
When decomposition occurs in a tropical rain forest, relatively little organic material accumulates as leaf litter on the forest floor.
579025.
ბიოლოგია | თავი LIV
ეკოსისტემაში საკვები ნივთიერების დაახლოებით 75% მოდის ხეების ტორსებზე და დაახლოებით 10% ინახება ნიადაგში.
About 75% of the nutrients in the ecosystem are present in the woody trunks of trees, and about 10% are contained in the soil.
579026.
ბიოლოგია | თავი LIV
ამდენად, ზოგიერთი საკვები ნივთიერების შედარებით დაბალი კონცენტრაცია ტროპიკული წვიმის ტყეების ნიადაგში გამოწვეულია ციკლური მოძრაობის სწრაფი ტემპით, და არა ეკოსისტემაში ამ ელემენტების სიმწირით.
Thus, the relatively low concentrations of some nutrients in the soil of tropical rain forests result from a fast cycling time, not from an overall scantiness of these elements in the ecosystem.
579027.
ბიოლოგია | თავი LIV
ზომიერ ტყეებში, სადაც დესტრუქციის პროცესი გაცილებით უფრო ნელა მიმდინარეობს, ნიადაგი შეიძლება შეიცავდეს მთლიანი ეკოსისტემის ორგანული მარაგის 50%.
In temperate forests, where decomposition is much slower, the soil may contain as much as 50% of all the organic material in the ecosystem.
579028.
ბიოლოგია | თავი LIV
საკვები ნივთიერებები, რომლებიც წარმოდგენილია ზომიერი ტყეების დეტრიტებსა და ნიადაგში, შეიძლება ადგილზე დარჩეს საკმაოდ ხანგრძლივად ვიდრე მოხდებოდეს მათი მცენარეების მიერ შთანთქმა.
The nutrients that are present in temperate forest detritus and soil may remain there for fairly long periods of time before being assimilated by plants.
579029.
ბიოლოგია | თავი LIV
წყლის ეკოსისტემებში დესტრუქციის პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ანაერობულ ტალახში შეიძლება დასჭირდეს 50 და მეტი წელი.
In aquatic ecosystems decomposition in anaerobic muds can take 50 years or more.
579030.
ბიოლოგია | თავი LIV
ფსკერის ნალექი ქანები სახმელეთო ეკოსისტემების დეტრიტული ფენების მსგავსია, თუმცა ალგეა და წყლის სხვა მცენარეები ჩვეულებრივ, საკვებ ნივთიერებებს უშუალოდ წყლიდან ითვისებენ.
Bottom sediments are comparable to the detritus layer in terrestrial ecosystems; however, algae and aquatic plants usually assimilate nutrients directly from the water.
579031.
ბიოლოგია | თავი LIV
ამდენად ნალექი ქანები ხშირად წარმოქმნიან საკვები ნივთიერებების აუზებს და წყლის ეკოსისტემები ძალიან პროდუქტიულები მხოლოდ მაშინ არიან, როცა არსებობს ურთიერთგაცვლა წყლის ფსკერის ფენასა და წყლის ზედაპირს შორის (როგორც ესაა სიღრმიდან ზედაპირისკენ მოძრავი წყლის რეგიონებში, რომელთა შესახებაც ამავე თავში, წინ ვისაუბრეთ).
Thus, the sediments often constitute a nutrient sink, and aquatic ecosystems are very productive only when there is interchange between the bottom layers of water and the surface (as in the upwelling regions described earlier in this chapter).
579032.
ბიოლოგია | თავი LIV
ვეგეტაციისა და საკვები ნივთიერებების ციკლური მოძრაობა: ჰაბარდ ბრუკის ექსპერიმენტული ტყე.
Vegetation and Nutrient Cycling: The Hubbard Brook Experimental Forest.
579033.
ბიოლოგია | თავი LIV
ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი ეკოლოგიური კვლევისას (LTER), რომელიც ჩრდილო ამერიკაში ჩატარდა, მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ერბერტ ბორმანი და ჯინ ლიკინსი შეისწავლა საკვები ნივთიერებების ციკლური მოძრაობის პროცესი ტყის ეკოსისტემაში 1963 წლის შემდეგ.
In one of the longest-running examples of long-term ecological research (LTER) in North America, a team of scientists led by Herbert Bormann and Gene Likens has been studying nutrient cycling in a forest ecosystem since 1963.
579034.
ბიოლოგია | თავი LIV
საკვლევი ტერიტორია, ჰამბარდ ბრუკის ექსპერიმენტული ტყე, რომელიც მდებარეობს ნიუ ჰამფშიას თეთრ მთებში, წარმოადგენს უფოთლო ტყესა და რამდენიმე ხეობას, რომლებშიც ჩაედინება პატარა ნაკადული, რომელიც ჰარბარდ ბრუკს უერთდება.
The study site, the Hubbard Brook Experimental Forest in the White Mountains of New Hampshire, is a deciduous forest with several valleys, each drained by a small creek that is a tributary of Hubbard Brook.
579035.
ბიოლოგია | თავი LIV
ყველა ხეობაში არის წყალგუბურა წარმონაქმნები, რომლებიდანაც წყალი მხოლოდ ნაკადულებით გაედინება.
Bedrock impenetrable to water is close to the surface of the soil, and each valley constitutes a watershed that can drain only through its creek.
579036.
ბიოლოგია | თავი LIV
მკვლევართა ჯგუფმა, უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრა ექვსივე ხეობის მინერალური ბიუჯეტი რამდენიმე ძირითადი საკვები ნივთიერების შემომავალი და გამავალი ოდენობის გაზომვის მეშვეობით.
The research team first determined the mineral budget for each of six valleys by measuring the input and outflow of several key nutrients.
579037.
ბიოლოგია | თავი LIV
მათ წვიმის წყალი რამდენიმე ადგილზე შეკრიბეს, იმისათვის რომ გაეზომათ წყლის ოდენობა და მასში გახსნილი მინერალები, რაც ეკოსისტემას ემატებოდა.
They collected rainfall at several sites to measure the amount of water and dissolved minerals added to the ecosystem.
579038.
ბიოლოგია | თავი LIV
წყლისა და მინერალების დანაკარგზე მონიტორინგისათვის მათ ააგეს მცირე ზომის ბეტონის დამბა, რომელსაც V-ფორმის არხი ჰქონდა ნაკადულის გარდი-გარდმო ყოველი ხეობის ძირში.
To monitor the loss of water and minerals, they constructed a small concrete dam with a V-shaped spillway across the creek at the bottom of each valley.
579039.
ბიოლოგია | თავი LIV
ეკოსისტემას ემატებოდა დაახლოებით წყლის 60% წვიმისა და თოვლის წყალობით, რომლებიც ნაკადულებში იღვრებოდა, ხოლო დარჩენილი 40% იკარგებოდა მცენარეების სუნთქვასა და სხვა ორგანიზმებიდან და ნიადაგიდან აორთქლების გამო.
About 60% of the water added to the ecosystem as rainfall and snow exits through the stream, and thus the remaining 40% is lost by transpiration from plants and evaporation from other organisms and the soil.
579040.
ბიოლოგია | თავი LIV
წინასწარმა შესწავლამ დაადასტურა, რომ შიდა ციკლური მოძრაობისას სახმელეთო ეკოსისტემაში კონსერვირდება მინერალური საკვები ნივთიერებების უმეტესი ნაწილი.
Preliminary studies confirmed that internal cycling within a terrestrial ecosystem conserves most of the mineral nutrients.