მოიძებნა 668043 ჩანაწერი
579101.
ბიოლოგია | თავი LIV
აღწერილი პირობები ზოგიერთი ორგანიზმის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
All these conditions threaten the survival of some organisms.
579102.
ბიოლოგია | თავი LIV
მაგალითად, ერის ტბის კულტურულმა ევტროფიკაციამ 1960-იანი წლებისათვის მთლიანად მოსპო კომერციულად ისეთი მნიშვნელოვანი თევზები, როგორიცაა ქარიყლაპია, სიგა და ტბის კალმახი.
For example, cultural eutrophication of Lake Erie wiped out commercially important fishes such as blue pike, whitefish, and lake trout by the 1960s.
579103.
ბიოლოგია | თავი LIV
მას შემდეგ ნარჩენების ტბაში ჩადინების შესახებ მკაცრმა კანონებმა თევზის ზოგიერთ პოპულაციას აღდგენის საშუალება მისცა, თუმცა თევზის მრავალმა ადგილობრივმა სახეობამ ვერ მოახერხა აღდგენა.
Since then, tighter regulations on waste dumping into the lake have enabled some fish populations to rebound, but many of the native species of fishes and invertebrates have not recovered.
579104.
ბიოლოგია | თავი LIV
მჟავე ნალექი.
Acid Precipitation.
579105.
ბიოლოგია | თავი LIV
ტყეების წვა და ქვანახშირისა და სხვა წიაღისეული საწვავის გამოყენება ათავისუფლებს აზოტისა და გოგირდის ზეჟანგებს, რომლებიც ატმოსფეროში რეაქციაში შედიან წყალთან და ამის შედეგად წარმოქმნიან შესაბამისად, გოგირდისა და აზოტის მჟავებს.
The burning of wood and of coal and other fossil fuels releases oxides of sulfur and nitrogen that react with water in the atmosphere, forming sulfuric and nitric acid, respectively.
579106.
ბიოლოგია | თავი LIV
საბოლოოდ ეს მჟავები დედამიწის ზედაპირზე ჩამოდის წვიმის, თოვლის, წვიმიანი თოვლის ან ნისლის ანუ მჟავე ნალექის სახით, რომლებშიც pH-ის შემცველობა 5.6-ზე ნაკლებია.
The acids eventually fall to Earth's surface as acid precipitationrain, snow, sleet, or fog that has a pH less than 5.6.
579107.
ბიოლოგია | თავი LIV
მჟავე ნალექი ამცირებს წყლის ეკოსისტემების pH შემცველობას და ზემოქმედებას ახდენს სახმელეთო ეკოსისტემების ნიადაგის ქიმიურ შემადგენლობაზე.
Acid precipitation lowers the pH of aquatic ecosystems and affects the soil chemistry of terrestrial ecosystems.
579108.
ბიოლოგია | თავი LIV
ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ მჟავე ნალექს ყოველთვის ჰქონდა ადგილი ჟანგვის გამო, მაგრამ იგი ბოლო ასწლეულის განმავლობაში იგი საგრძნობლად გაიზარდა, ძირითადად, მადნეულის სადნობებისა და ელექტრო-გენერაციული საწარმოების გამო.
Although acid precipitation due to fuel combustion has been occurring ever since the Industrial Revolution, emissions have increased during the past hundred years, mainly as a result of ore smelters and electrical generating plants.
579109.
ბიოლოგია | თავი LIV
მჟავე ნალექი უფრო რეგიონულ და გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე ლოკალურს.
Acid precipitation is a regional and even global problem rather than a local one.
579110.
ბიოლოგია | თავი LIV
ლოკალური დაბინძურების პრობლემების თავიდან ასარიდებლად მადანმდნობი და გენერაციული საწარმოები ძალიან მაღალი (300 მეტრზე მეტი სიმაღლის) საკვამურებით შენდება.
To avoid local pollution problems, smelters and generating plants are built with very tall exhaust stacks (more than 300 m high).
579111.
ბიოლოგია | თავი LIV
ეს ამცირებს დაბინძურებას მიწის დონეზე, მაგრამ ამ პრობლემას უფრო შორს გზავნის.
This reduces pollution at ground level, but exports the problem far downwind.
579112.
ბიოლოგია | თავი LIV
საწვავის ჟანგვის შედეგად წარმოშობილი აზოტითა და გოგირდით დამბინძურებლები შეიძლება ასობით კილომეტრით გადაადგილდნენ, ვიდრე დედამიწაზე მჟავე ნალექის სახით დაეშვებოდნენ.
The sulfurous and nitrogenous pollutants from fuel combustion may drift hundreds of kilometers before falling as acid precipitation.
579113.
ბიოლოგია | თავი LIV
ჯინ ლიკინსმა და სხვა კოლეგებმა პირველ რიგში აღნუსხეს ჩრდილო ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილსა და ევროპაში 1960-იან წლებში ტყისა და ტბებისათვის მიყენებული ზიანი.
Gene Likens and other ecologists first documented damage to forests and lakes in eastern North America and Europe in the 1960s.
579114.
ბიოლოგია | თავი LIV
ტბის ბინადარი ორგანიზმები აღმოსავლეთ კანადაში იხოცებოდნენ ჰაერის დაბინძურების გამო, რასაც იწვევდა ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთის შუა ნაწილში არსებული ქარხნები და ფაბრიკები.
Lake-dwelling organisms in eastern Canada were dying because of air pollution from factories in the midwestern United States.
579115.
ბიოლოგია | თავი LIV
სამხრეთ ნორვეგიისა და შვედეთის ტყეები და ტბები მრავალ თევზს კარგავდნენ მჟავე წვიმების გამო, რაც გამოწვეული იყო დიდ ბრიტანეთსა და ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წარმოქმნილი დაბინძურების პროდუქტებით.
Lakes and forests in southern Norway and Sweden were losing fish because of acid rain from pollutants generated in Great Britain and central and eastern Europe.
579116.
ბიოლოგია | თავი LIV
1980 წლისათვის ჩრდილო ამერიკასა და ევროპის დიდ ტერიტორიებზე ნალექიანობამ საშუალოდ შეადგინა pH 4.0-4.5.
By 1980, precipitation in large areas of North America and Europe averaged pH 4.0-4.5.
579117.
ბიოლოგია | თავი LIV
ზოგიერთ სახმელეთო ეკოსისტემაში, როგორიცაა, მაგალითად, ახალი ინგლისის უფოთლო ტყეები, მჟავე ნალექის გამო ნიადაგში pH-ის ცვლილებამ გამოიწვია ნიადაგში კალციუმისა და სხვა საკვები ნივთიერებების დატუტვა (როგორც ჩვენ ეს ამ თავის დასაწყისში ვნახეთ ჰაბარდ ბრუკის კვლევების განხილვისას).
In terrestrial ecosystems, such as the deciduous forests of New England, the change in soil pH due to acid precipitation causes calcium and other nutrients to leach from the soil (as we saw earlier in the chapter from the Hubbard Brook studies).
579118.
ბიოლოგია | თავი LIV
საკვები ნივთიერებების უკმარისობა მცენარეთა ჯანმრთელობაზე მოქმედებს და ზღუდავს მათ ზრდას.
The nutrient deficiencies affect the health of plants and limit their growth.
579119.
ბიოლოგია | თავი LIV
მჟავე ნალექებმა ასევე შეიძლება მცენარე პირდაპირაც დააზიანოს მისი ფოთლების დატუტვით და ფოთლებიდან საკვები ნივთიერებების გამოცლით.
Acid precipitation can also damage plants directly, mainly by leaching nutrients from leaves.
579120.
ბიოლოგია | თავი LIV
მტკნარი წყლის ეკოსისტემები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მჟავე ნალექებისადმი.
Freshwater ecosystems are particularly sensitive to acid precipitation.