მოიძებნა 668043 ჩანაწერი
579241.
ბიოლოგია | თავი LV
ზოგი ბიოლოგი ფიქრობს, რომ ამჟამად კიდევ დაახლოებით 10 მილიონი სახეობა არსებობს.
Some biologists think that about 10 million more species currently exist.
579242.
ბიოლოგია | თავი LV
სხვებს მიაჩნიათ, რომ მათი რიცხვი 200 მილიონზე მეტია.
Others estimate the number to be as high as 200 million.
579243.
ბიოლოგია | თავი LV
ეს სახეობები თანაბრად არ არიან განაწილებულნი დედამიწაზე.
These are not evenly distributed around the globe.
579244.
ბიოლოგია | თავი LV
სახეობათა ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი კონცენტრაცია ტროპიკულ ზონაშია.
Some of the greatest concentrations of species are found in the tropics.
579245.
ბიოლოგია | თავი LV
სამწუხაროდ ტროპიკულ ტერიტორიებზე ისეთი სცენები, როგორიცაა მოცემული სურათზე 55.1, საკმაოდ ხშირია.
Unfortunately, in tropical areas, scenes such as the one in Figure 55.1 are commonplace.
579246.
ბიოლოგია | თავი LV
ტროპიკული ტყეები საგანგაშოდ სწრაფად ნადგურდება, იმისათვის, რომ გამოთავისუფლდეს ადგილი და დაიტიოს ადამიანის მზარდი პოპულაცია.
Tropical forests are being destroyed at an alarming rate to make room for and support a burgeoning human population.
579247.
ბიოლოგია | თავი LV
მთელს ბიოსფეროში ადამიანის აქტივობა ცვლის ტროფიკულ სტრუქტურებს, ენერგიის მოძრაობას, ქიმიურ ციკლურ მოძრაობას და ბუნებრივ ჩარევას, ეკოსისტემის იმ პროცესებს, რომლებზედაც დამოკიდებულნი ვართ ჩვენც და სხვა სახეობებიც.
Throughout the biosphere, human activities are altering trophic structures, energy flow, chemical cycling, and natural disturbance-ecosystem processes on which we and other species depend.
579248.
ბიოლოგია | თავი LV
ადამიანის მიერ გადაკეთებული ხმელეთის ზედაპირის ზომა 50%-ს უახლოვდება და ჩვენ ვიყენებთ დედამიწის ზედაპირის მტკნარი წყლის ნახევარზე მეტს.
The amount of humanaltered land surface is approaching 50%, and we use over half of all accessible surface fresh water.
579249.
ბიოლოგია | თავი LV
ოკეანეებში მრავალი სახეობის თევზების მარაგი ილევა გადამეტებული თევზჭერის გამო და ზოგი ყველაზე უფრო პროდუქტიული და მრავალფეროვანი აქვატური გარემო, როგორიცაა, მაგალითად, მარჯნის რიფები, ესტუარიუმები სასტიკად არიან დაზიანებულნი.
In the oceans, stocks of many fishes are being depleted by overharvesting, and some of the most productive and diverse aquatic areas, such as coral reefs and estuaries, are being severely stressed.
579250.
ბიოლოგია | თავი LV
ზოგიერთი თვლის, რომ ჩვენ ბიოსფეროს ვაყენებთ ისეთ ზიანს და იმდენ სახეობებს ვუქადით გაწყვეტას, როგორიც შეიძლებოდა მიეყენებინა დიდ ასტეროიდს მასობრივი გაწყვეტით 65,5 მილიონი წლის წინ ცარცის ხანაში.
By some estimates, we are in the process of doing more damage to the biosphere and pushing more species toward extinction than the large asteroid that may have triggered the mass extinctions at the close of the Cretaceous period 65.5 million years ago.
579251.
ბიოლოგია | თავი LV
გლობალურად, სახეობათა დაკარგვის მაჩვენებელი შეიძლება იყოს 1.000-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ოდესმე ყოფილა განვლილი 100.000 წლის მანძილზე.
Globally, the rate of species loss may be as much as 1,000 times higher than at any time in the past 100,000 years.
579252.
ბიოლოგია | თავი LV
ამ თავში ჩვენ უფრო ახლოს გავეცნობით ბიომრავალფეროვნების კრიზისს და განვიხილავთ ზოგიერთ დაცვითსა და აღდგენით სტრატეგიებს, რომლებსაც ბიოლოგები იყენებენ სახეობათა დაკარგვის დონის შესამცირებლად.
In this chapter, we will take a closer look at the biodiversity crisis and examine some of the conservation and restoration strategies that biologists are using in attempting to slow the rate of species loss.
579253.
ბიოლოგია | თავი LV
ადამიანის აქტივობა დედამიწის ბიომრავალფეროვნებას საფრთხეს უქმნის.
Human activities threaten Earth's biodiversity.
579254.
ბიოლოგია | თავი LV
სახეობათა გაწყვეტა ბუნებრივი მოვლენაა. მას ადგილი აქვს თითქმის მას შემდეგ, რაც სიცოცხლე პირველად განვითარდა.
Extinction is a natural phenomenon that has been occurring almost since life first evolved.
579255.
ბიოლოგია | თავი LV
სახეობათა გაწყვეტის ის დონე, რაც დღესაა, ხაზს უსვამს ბიომრავალფეროვნების კრიზისს.
It is the current rate of extinction that underlies the biodiversity crisis.
579256.
ბიოლოგია | თავი LV
იმის გამო, რომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დღეს არსებული სახეობების შეფასება, ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ სახეობათა დაკარგვის რეალურ დონეს ანდა ბიომრავალფეროვნების კრიზისის უზარმაზარ მნიშვნელობას.
Because we can only estimate the number of species currently existing, we cannot determine the actual rate of species loss or the real magnitude of the biodiversity crisis.
579257.
ბიოლოგია | თავი LV
ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ სახეობათა დაკარგვის დონე ძალიან მაღალია და რომ ამის მიზეზია ეკოსისტემის დეგრადაციის მზარდი მაჩვენებელი, რომელსაც ახორციელებს ერთადერთი სახეობა ჰომო საპიენსი.
We do know for certain that the rate of species extinction is high and that it largely results from an escalating rate of ecosystem degradation by a single species Homo sapiens.
579258.
ბიოლოგია | თავი LV
მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანები საფრთხეს უქმნიან დედამიწის ბიომრავალფეროვნებას.
Simply put, humans are threatening Earth's biodiversity.
579259.
ბიოლოგია | თავი LV
ბიომრავალფეროვნების სამი დონე.
The Three Levels of Biodiversity.
579260.
ბიოლოგია | თავი LV
ბიომრავალფეროვნება, შემოკლებული ფორმით ბიოლოგიური მრავალფეროვნება, სამი ძირითადი კომპონენტისგან ანუ დონისგან შედგება, ესენია: გენეტიკური მრავალფეროვნება, სახეობათა მრავალფეროვნება და ეკოსისტემის მრავალფეროვნება.
Biodiversity-short for biological diversity has three main components, or levels: genetic diversity, species diversity, and ecosystem diversity.