მოიძებნა 668043 ჩანაწერი
579221.
ბიოლოგია | თავი LIV
მეცნიერებმა “ოზონის ხვრელი” ანტარქტიდის თავზე პირველად 1985 წელს აღწერეს და მას შემდეგ დაკვირვებების შედეგად დაასკვნეს, რომ ეს წარმოადგენს სეზონურ მოვლენას, რომელიც წლიური ციკლის მიხედვით ფართოვდება და ვიწროვდება.
Scientists first described the "ozone hole" over Antarctica in 1985 and have since documented that it is a seasonal phenomenon that grows and shrinks in an annual cycle.
579222.
ბიოლოგია | თავი LIV
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ოზონის გამოლევის უაღრესად დიდი მნიშვნელობა და ოზონის ხვრელის ზომა ზოგადად ბოლო პერიოდში გაიზარდა.
However, the magnitude of ozone depletion and the size of the ozone hole have generally increased in recent years.
579223.
ბიოლოგია | თავი LIV
ოზონის ხვრელი ზოგჯერ ისეთი ზომის ხდება, რომ აღწევს ავსტრალიის სამხრეთის უმეტეს ნაწილამდე, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ ამერიკამდე.
The hole sometimes extends as far as the southernmost portions of Australia, New Zealand, and South America.
579224.
ბიოლოგია | თავი LIV
ყველაზე უფრო მეტად დასახლებულ შუა განედებზე ბოლო 20 წელიწადში ოზონის ფენა 2-10%-ით შემცირდა.
At the more heavily populated middle latitudes, ozone levels have decreased 2-10% during the past 20 years.
579225.
ბიოლოგია | თავი LIV
ოზონის გამოლევას დედამიწის ცოცხალი ორგანიზმებისათვის შეიძლება ძალიან სასტიკი შედეგები ჰქონდეს.
The consequences of ozone depletion for life on Earth may be quite severe.
579226.
ბიოლოგია | თავი LIV
ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ეს გამოიწვევს კანის კიბოს ლეტალური და არალეტალური ნორმების ზრდას და აგრეთვე ადამიანთა შორის კატარაქტის გავრცელებას, ასევე წინასწარ განუჭვრეტავი შედეგები მოსავალსა და ბუნებრივ თანასაზოგადოებებზე, განსაკუთრებით ფიტოპლანქტონებზე, რომლებზედაც მოდის დედამიწის პირველადი პროდუქციის უდიდესი წილი.
Some scientists expect increases in both lethal and nonlethal forms of skin cancer and in cataracts among humans, as well as unpredictable effects on crops and natural communities, especially the phytoplankton that are responsible for a large proportion of Earth's primary production.
579227.
ბიოლოგია | თავი LIV
ოზონის გამოლევით გამოწვეული საფრთხე იმდენად დიდია, რომ 180-მა ქვეყანამ, ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით, ხელი მოაწერა მონრეალის პროტოკოლს, რომელიც იმ ქიმიური ელემენტების გამოყენების შემცირებისაკენ მოუწოდებს, რომლებიც ოზონის გამოლევას იწვევს.
The danger posed by ozone depletion is so great that 180 countries, including the United States, have signed the Montreal Protocol, which calls for the elimination of chemicals that deplete ozone.
579228.
ბიოლოგია | თავი LIV
მრავალმა ქვეყანამ, ისევ ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით, შეწყვიტა ქლოროფლუოროკარბონატის პროდუქცია.
Many nations, again including the United States, have ended the production of chlorofluorocarbons.
579229.
ბიოლოგია | თავი LIV
ამ აქციათა შედეგად გამოიკვეთა იმის ნიშნები, რომ ოზონის გამოლევის დონე შენელდა.
As a consequence of these actions, there are signs that the rate of ozone depletion is slowing.
579230.
ბიოლოგია | თავი LIV
საუბედუროდ, დღეს რომ გლობალურად აიკრძალოს კიდეც ქლოროფლუოროკარბონატი, ქლორის ის მოლეკულები, რომლებიც უკვე ჰაერშია, განაგრძობენ სტრატოსფეროს ოზონის ფენაზე ზემოქმედებას სულ ცოტა კიდევ ერთი საუკუნის განმავლობაში.
Unfortunately, even if all chlorofluorocarbons were globally banned today, chlorine molecules that are already in the atmosphere will continue to influence stratospheric ozone levels for at least a century.
579231.
ბიოლოგია | თავი LIV
დედამიწის ოზონის საფარის განადგურება წარმოადგენს კიდევ ერთ მაგალითს იმისას, თუ რაოდენ დიდი ზიანის მიყენება შეძლო ადამიანმა ეკოსისტემის დინამიკისათვის და მთლიანი ბიოსფეროსთვის.
Destruction of Earth's ozone shield is one more example of how much humans have been able to disrupt the dynamics of ecosystems and the entire biosphere.
579232.
ბიოლოგია | თავი LIV
ამ წიგნის ბოლო თავში ჩვენ განვიხილავთ, როგორ იკვლევენ მეცნიერები, რომლებიც კონსერვატიული ბიოლოგიის სფეროსა და ეკოლოგიის აღდგენის სფეროში მუშაობენ, ადამიანის ზეგავლენას დედამიწის ბიომრავალფეროვნებაზე.
In this book's final chapter, we'll explore how scientists in fields of conservation biology and restoration ecology are studying and responding to human impact on Earth's biodiversity.
579233.
ბიოლოგია | თავი LV
კონსერვაციული ბიოლოგია და აღდგენითი ეკოლოგია.
Conservation Biology and Restoration Ecology.
579234.
ბიოლოგია | თავი LV
ბიომრავალფეროვნების კრიზისი.
The Biodiversity Crisis.
579235.
ბიოლოგია | თავი LV
ბიოლოგია არის მეცნიერება სიცოცხლის შესახებ.
Biology is the science of life.
579236.
ბიოლოგია | თავი LV
ამდენად მართებულად გვეჩვენება ის, რომ ბოლო თავი ეხება იმ ორ დისციპლინას, რომლებიც სიცოცხლის შენარჩუნებისთვის იღვწის.
Thus, it is fitting that our final chapter focuses on two disciplines that seek to preserve life.
579237.
ბიოლოგია | თავი LV
დაცვითი ბიოლოგია აერთიანებს ეკოლოგიას (ქცევის ეკოლოგიის ჩათვლით), ფიზიოლოგიას, მოლეკულურ ბიოლოგიას, გენეტიკას და ევოლუციურ ბიოლოგიას, იმისათვის, რომ მოახდინოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა ყველა დონეზე.
Conservation biology integrates ecology (including behavioral ecology), physiology, molecular biology, genetics, and evolutionary biology to conserve biological diversity at all levels.
579238.
ბიოლოგია | თავი LV
ეკოსისტემაში მიმდინარე პროცესების შენარჩუნება და ბიომრავალფეროვნების დაკარგვის შეჩერება, ცოცხალი სამუშაოს შემსწავლელ მეცნიერებებს ასევე აკავშირებს საზოგადოების შემსწავლელ მეცნიერებებთან, ეკონომიკასთან და ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან.
Efforts to sustain ecosystem processes and stem the loss of biodiversity also connect the life sciences with the social sciences, economics, and humanities.
579239.
ბიოლოგია | თავი LV
აღდგენითი ეკოლოგია იყენებს ეკოლოგიურ პრინციპებს იმ მიზნით, რომ დეგრადირებულ ეკოსისტემებს დაუბრუნოს, რამდენადაც კი ეს შესაძლებელია, მათი ბუნებრივი მდგომარეობა, როგორც მათ დეგრადირებამდე ჰქონდათ.
Restoration ecology applies ecological principles in an effort to return degraded ecosystems to conditions as similar as possible to their natural, predegraded state.
579240.
ბიოლოგია | თავი LV
დღეისათვის მეცნიერებს აღწერილი აქვთ და ოფიციალურად დასახელებული ჰყავთ 1. 8 მილიონი ორგანიზმთა სახეობა.
To date, scientists have described and formally named about 1.8 million species of organisms.