მოიძებნა 668043 ჩანაწერი
579181.
ბიოლოგია | თავი LIV
ფაქტები -1 შესწავლების საშუალებით იკვლევენ, რა გავლენას მოახდენს ათი წლის განმავლობაში CO²-ის გაზრდილი დონე ხეების ზრდაზე, ნიადაგში ნახშირბადის კონცენტრაციაზე, მწერების პოპულაციებზე, ნიადაგის ტენიანობაზე, მცენარეთა ზრდაზე ტყის ქვედა დონეზე და სხვა ფაქტორებზე.
The FACTS-I study is testing how elevated CO2 influences tree growth, carbon concentration in soils, insect populations, soil moisture, the growth of plants in the forest understory, and other factors over a ten-year period.
579182.
ბიოლოგია | თავი LIV
მკვლევრები მოელიან, რომ აღნიშნული კვლევები შექმნიან ძლიერ ბაზისს იმის საწინასწარმეტყველოდ, თუ რა საპასუხო რეაქცია ექნება ტყეს მთლიანად სამომავლო CO²- ის გაზრდილი კონცენტრაციის პირობებში.
Researchers expect that the study will provide a sound basis for predicting the response of whole forests to elevated future CO2 conditions.
579183.
ბიოლოგია | თავი LIV
ამ დროისათვის არსებული ზოგიერთი მონაცემის მიხედვით ექსპერიმენტულ ნაკვეთებში აღინიშნება ფიჭვის თესლის უფრო დიდი წონა და ცხიმების შემცველობა, ნიადაგის რესპირაციის დონის მომატება, ნიადაგის განიავების დონის მომატება და ფოტოსინთეზის უფრო მაღალი დონე ტკბილმერქნიან ხეებში (liquidamber styraciflua).
Some of the data recorded so far include higher weight and lipid content of loblolly pine seeds, higher soil respiration, higher rates of soil weathering, and higher rates of photosynthesis by sweetgum trees (Liquidamber styraciflua) in the experimental plots.
579184.
ბიოლოგია | თავი LIV
როგორც ჰარბარდ ბრუკის ექსპერიმენტულ ტყეებში, აქაც ასევე ამ ტყის ეკოსისტემის საპასუხო რეაქციების შესწავლას მრავალი წელი დასჭირდება, და გზადაგზა აუცილებლად ახალი სიურპრიზებიც გველის.
As in the Hubbard Brook experimental forest, the responses of this forest ecosystem will take many years to unfold, and there are sure to be surprises along the way.
579185.
ბიოლოგია | თავი LIV
ორანჟერეის ეფექტი და გლობალური დათბობა.
The Greenhouse Effect and Global Warming.
579186.
ბიოლოგია | თავი LIV
ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ართულებს CO²-ის აწეული ატმოსფერული კონცენტრაციისაგან გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების წინასწარგანჭვრეტას, წარმოადგენს მისი შესაძლო გავლენა დედამიწის სითბოს მარაგზე.
One factor that complicates predictions about the long-term effects of rising atmospheric CO2 concentration is its possible influence on Earth's heat budget.
579187.
ბიოლოგია | თავი LIV
მზის გამოსხივების მეტი წილი, რაც პლანეტას ეცემა, უკანვე აირეკლება კოსმოსში.
Much of the solar radiation that strikes the planet is reflected back into space.
579188.
ბიოლოგია | თავი LIV
თუმცა CO² და წყლის ორთქლი ატმოსფეროში გამჭვირვალეა ხილვადი შუქის ფორმით. ის იღებს და შთანთქავს არეკლილი ინფრაწითელი რადიაციის მეტ წილს და ნაწილს უკანვე უბრუნებს დედამიწას.
Although CO2 and water vapor in the atmosphere are transparent to visible light, they intercept and absorb much of the reflected infrared radiation, re-reflecting some of it back toward Earth.
579189.
ბიოლოგია | თავი LIV
ამ პროცესის შედეგად ხდება მზის სითბოს ნაწილის შენახვა.
This process retains some of the solar heat.
579190.
ბიოლოგია | თავი LIV
ეს ორანჟერეის ეფექტი რომ არ არსებობდეს, დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა იქნებოდა -18 ºC, და სიცოცხლე დედამიწაზე, როგორიც ის ჩვენ ვიცით, აღარ იარსებებდა.
If it were not for this greenhouse effect, the average air temperature at Earth's surface would be -18°C, and most life as we know it could not exist.
579191.
ბიოლოგია | თავი LIV
ატმოსფერული CO²-ის კონცენტრაციის შესამჩნევი ზრდა, რასაც ბოლო 150 წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი, მრავალ მეცნიერს გლობალური ტემპერატურის ზრდის პოტენციალის არსებობის გამო აწუხებს.
The marked increase in atmospheric CO2 concentrations over the last 150 years concerns many scientists because of its potential to increase global temperature.
579192.
ბიოლოგია | თავი LIV
არაპირდაპირი სამხილის სახით CO² -ის კონცენტრაციის ზრდასა და გლობალურ დათბობას შორის არსებული კავშირის შესახებ.
See Figure 54.24 for circumstantial evidence of a link between increasing CO2 and global warming.
579193.
ბიოლოგია | თავი LIV
დღეს არსებული მოდელებიდან ისეთი დახვეწილი არც ერთი არ არის, რომ შეძლოს, მოიცვას ყველა ბიოტური და აბიოტური ფაქტორი, რომლებსაც შეუძლიათ, გავლენა იქონიონ ატმოსფერული აირის კონცენტრაციებსა და ტემპერატურაზე.
To date, no models are sophisticated enough to include all the biotic and abiotic factors that can influence atmospheric gas concentrations and temperature.
579194.
ბიოლოგია | თავი LIV
მაგალითად, ღრუბლების საფარი, ფოტოსინთეზური ორგანიზმების მიერ CO² -ის მიღება და ნაწილაკების როლი ჰაერში.
For example, cloud cover, CO2 uptake by photosynthetic organisms, and the effects of particles in the air.
579195.
ბიოლოგია | თავი LIV
თუმცა არის ისეთი კვლევები, რომლებიც საშუალებას იძლევიან ვიწინასწარმეტყველოთ, რომ XXI საუკუნის ბოლოსათვის ატმოსფეროში CO² -ის კონცენტრაცია გაორმაგებული იქნება და საშუალო გლობალური ტემპერატურა გაიზრდება დაახლოებით 2 ºC-ით.
However, a number of studies predict that by the end of the 21st century, atmospheric CO2 concentration will double, and average global temperature will increase by about 2°C.
579196.
ბიოლოგია | თავი LIV
კლიმატოლოგებს შეუძლიათ, გაზომონ ფაქტობრივი CO²-ის დონე დედამიწის ისტორიის სხვადასხვა პერიოდში ყინულის გლეტჩერებში მოყოლილი ჰაერის ღრუბლებში.
Climatologists can actually measure CO2 levels in bubbles trapped in glacial ice at different times in Earth's history.
579197.
ბიოლოგია | თავი LIV
პრეისტორიული ტემპერატურა დგინდება რამდენიმე მეთოდის გამოყენების მეშვეობით, რომელთა შორისაა ნაშთად შემორჩენილი ადრეული ვეგეტაციის ანალიზი.
Prehistoric temperatures are inferred by several methods, including analysis of past vegetation based on fossils.
579198.
ბიოლოგია | თავი LIV
მხოლოდ 1,3º C-ით ტემპერატურის აწევა დედამიწას უფრო თბილს გახდის, ვიდრე იგი ოდესმე ყოფილა ბოლო 100.000 წლის განმავლობაში.
An increase of only 1.3°C would make the world warmer than at any time in the past 100,000 years.
579199.
ბიოლოგია | თავი LIV
ყველაზე უფრო ცუდი სცენარის მიხედვით დათბობა ყველაზე ინტენსიური პოლუსებთან იქნება.
A worst-case scenario suggests that the warming would be greatest near the poles.
579200.
ბიოლოგია | თავი LIV
ამის შედეგად გამოწვეულმა პოლარული ყინულის დნობამ შეიძლება ზღვის დონე დაახლოებით 100 მეტრით ასწიოს, რასაც არსებული სანაპიროდან თანდათანობით 150 კმ. (ან მეტი) სახმელეთო ტერიტორიის დატბორვა მოჰყვება.
The resultant melting of polar ice might raise sea level by an estimated 100 m, gradually flooding areas 150 km (or more) inland from the current coastline.