მოიძებნა 668043 ჩანაწერი
579281.
ბიოლოგია | თავი LV
სახეობათა გადაშენებას შეიძლება ლოკალური ხასიათი ჰქონდეს, მაგალითად, სახეობა შეიძლება გაქრეს ერთი მდინარის სისტემაში, მაგრამ გადარჩეს მეორეში.
Extinction of species may be local; for example, a species may be lost in one river system but survive in an adjacent one.
579282.
ბიოლოგია | თავი LV
სახეობათა გლობალური გადაშენება ნიშნავს იმას, რომ ეს სახეობა ყველა მისი გავრცელების არეალში გაქრა.
Global extinction of a species means that it is lost from all its locales.
579283.
ბიოლოგია | თავი LV
თუმცა გადაშენება ხშირად თვალით დაუნახავი პროცესია.
However, extinction is often an unseen process.
579284.
ბიოლოგია | თავი LV
იმისათვის, რომ დანამდვილებით გავიგოთ, რომ მოცემული სახეობა გადაშენდა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ მისი ზუსტი დისტრიბუცია.
To know for certain that a given species is extinct, we must know its exact distribution.
579285.
ბიოლოგია | თავი LV
სახეობათა მრავალფეროვნების შესახებ ზუსტი კატალოგების ქონისა და მათი გეოგრაფიული დისტრიბუციისა და ეკოლოგიური როლის ცოდნის გარეშე, ჩვენი მცდელობა, უკეთ გავერკვეთ იმ ეკოსისტემების ფუნქციასა და სტრუქტურაში, რომლებზედაც ჩვენი არსებობაა დამოკიდებული სრულყოფილ შედეგს ვერ გამოიღებს.
Without a more complete catalog of species diversity and knowledge of the geographic distribution and ecological roles of Earth's species, our efforts to understand the structure and function of ecosystems on which our survival depends will remain incomplete.
579286.
ბიოლოგია | თავი LV
ეკოსისტემის მრავალფეროვნება.
Ecosystem Diversity.
579287.
ბიოლოგია | თავი LV
ბიოსფეროს ეკოსისტემების მრავალფეროვნება წარმოადგენს ბიოლოგიური მრავალსახეობის მესამე დონეს.
The variety of the biosphere's ecosystems is the third level of biological diversity.
579288.
ბიოლოგია | თავი LV
ეკოსისტემაში სხვადასხვა სახეობის პოპულაციებს შორის თანასაზოგადოებათა ურთიერთმოქმედების ქსელის გამო ერთი სახეობის ლოკალურ გადაშენებას, ვთქვათ, ძირითადი სახეობის მტაცებლის გადაშენებას, შეიძლება ჰქონდეს ნეგატიური გავლენა მთლიანად თანასაზოგადოების სახეობათა სიმდიდრეზე.
Because of the network of community interactions among populations of different species within an ecosystem, the local extinction of one species-say, a keystone predator-can have a negative impact on the overall species richness of the community.
579289.
ბიოლოგია | თავი LV
უფრო ფართოდ თითოეულ ეკოსისტემას აქვს ენერგიის მოძრაობისა და ქიმიური ციკლური მოძრაობის თავისებური მოდელი, რასაც შეუძლია გავლენა იქონიოს მთელს ბიოსფეროზე.
More broadly, each ecosystem has characteristic patterns of energy flow and chemical cycling that can affect the whole biosphere.
579290.
ბიოლოგია | თავი LV
მაგალითად, ფიტოპლანქტონების „ძოვას“ ოკეანეში შეუძლია ხელი შეუწყოს ორანჟერეის ეფექტის მოქმედებას მასიური რაოდენობის CO2-ის მოხმარებითა და ბიკარბონატის ნაჭუჭების აგებით.
For example, the productive "pastures" of phytoplankton in the oceans may help moderate the greenhouse effect by consuming massive quantities of CO2 for photosynthesis and for building shells made of bicarbonate.
579291.
ბიოლოგია | თავი LV
ზოგიერთი ეკოსისტემა უკვე ძალიან ძლიერადაა ადამიანის მიერ განადგურებული და ზოგი კი განსაცვიფრებელი სისწრაფით ნადგურდება.
Some ecosystems have already been heavily impacted by humans, and others are being destroyed at an astonishing pace.
579292.
ბიოლოგია | თავი LV
მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების მომიჯნავედ მდებარე ჭაობიანი და მდინარისპირა ეკოსისტემები ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში საშინლად შეიცვალა.
For example, within the contiguous United States, wetland and riparian (riverbank) ecosystems have been altered dramatically within just a few centuries.
579293.
ბიოლოგია | თავი LV
ევროპული კოლონიზაციის შემდეგ ჭაობნარის 50%-ზე მეტი დაშრა და გარდაიქმნა სხვა ეკოსისტემებად, კერძოდ სოფლის მეურნეობის ეკოსისტემებად.
Since European colonization, more than 50% of wetlands have been drained and converted to other ecosystems, primarily agricultural ones.
579294.
ბიოლოგია | თავი LV
ამასობაში კალიფორნიაში არიზონასა და ნიუ მექსიკოში ადგილობრივი მდინარისპირა თანასაზოგადოებათა თითქმის 90% განადგურდა გადაძოვის (ბალახის უქონლობის), წყალდიდობების კონტროლის, წყლის მიმართულებების შეცვლისა და შემოტანილი, არაადგილობრივი მცენარეულობათა გამო.
Meanwhile, in California, Arizona, and New Mexico, approximately 90% of native riparian communities have been destroyed by overgrazing, flood control, water diversions, lowering of water tables, and invasive (nonnative) plants.
579295.
ბიოლოგია | თავი LV
ბიომრავალფეროვნება და ადამიანის კეთილდღეობა.
Biodiversity and Human Welfare.
579296.
ბიოლოგია | თავი LV
რატომ უნდა გვაღელვებდეს ბიომრავალფეროვნების დაკარგვა?
Why should we care about the loss of biodiversity?
579297.
ბიოლოგია | თავი LV
შესაძლოა ამის მიზეზი ის არის, რასაც ე.ო. ვილსონმა ბიოფილია უწოდა, ანუ ბუნებასთან და სიცოცხლის სხვა ფორმებთან ჩვენი კავშირის გრძნობა.
Perhaps the purest reason is what E. O. Wilson calls biophilia, our sense of connection to nature and other forms of life.
579298.
ბიოლოგია | თავი LV
რწმენა, იმისა, რომ სხვა სახეობებს აქვთ სიცოცხლის უფლება წარმოადგენს მრავალი რელიგიის გავრცელებულ თემას და მორალური არგუმენტების საფუძველს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება.
The belief that other species are entitled to life is a pervasive theme of many religions and the basis of a moral argument that we should protect biodiversity.
579299.
ბიოლოგია | თავი LV
გარდა ამისა ადამიანი წუხს ასევე მომავალი თაობების კეთილდღეობაზეც.
There is also a concern for future human generations:
579300.
ბიოლოგია | თავი LV
რამდენად სწორია მათთვის დედამიწის სახეობათა სიმდიდრის წართმევა?
Is it fair to deprive them of Earth's species richness?