მოიძებნა 668043 ჩანაწერი
579341.
ბიოლოგია | თავი LV
ამ გრძელი სიიდან მრავალი სახეობის დანაკარგი გამოწვეულია ოთხი მთავარი საფრთხის გამო, ესენია: საცხოვრებელი გარემოს განადგურება, ახალი სახეობების შეყვანა, გადამეტებული გამოყენება და „ურთიერთმოქმედების ქსელის“, როგორიცაა საკვები ქსელი, დარღვევა.
Of this long list, most species loss can be traced to four major threats: habitat destruction, introduced species, overexploitation, and disruption of "interaction networks" such as food webs.
579342.
ბიოლოგია | თავი LV
საცხოვრებელი გარემოს განადგურება.
Habitat Destruction.
579343.
ბიოლოგია | თავი LV
ადამიანის მიერ გარემო საცხოვრებლის გადაკეთება წარმოადგენს უდიდეს საშიშროებას ბიომრავალფეროვნებისათვის მთელს ბიოსფეროში.
Human alteration of habitat is the single greatest threat to biodiversity throughout the biosphere.
579344.
ბიოლოგია | თავი LV
საცხოვრებელი გარემოს მასობრივი განადგურება მოიტანა სოფლის მეურნეობამ, ურბანულმა განვითარებამ, მეტყევეობამ, მაღაროებმა და დაბინძურებამ.
Massive destruction of habitats has been brought about by agriculture, urban development, forestry, mining, and pollution.
579345.
ბიოლოგია | თავი LV
როცა ალტერნატიული საცხოვრებელი ხელმისაწვდომი არ არის, ანდა სახეობებს გადაადგილების უნარი არა აქვთ, საცხოვრებელი გარემოს განადგურება შეიძლება პირდაპირ ნიშნავდეს სახეობათა გადაშენებას.
When no alternative habitat is available or a species is unable to move, habitat loss may mean extinction.
579346.
ბიოლოგია | თავი LV
ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საერთაშორისო კავშირი აქვეყნებს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელი გარემოს განადგურების გამო უახლესი ისტორიის განმავლობაში სახეობათა 73% გადაშენდა, საშიშროების ქვეშ იმყოფება ანდა იშვიათ ჯიშებად იქცა.
The International Union for Conservation of Nature and Natural Resources implicates destruction of physical habitat for 73% of the species that have become extinct, endangered, vulnerable, or rare during modern history.
579347.
ბიოლოგია | თავი LV
საარსებო გარემოს განადგურებას შეიძლება ადგილი ჰქონდეს უდიდესი რეგიონის მასშტაბით.
Habitat destruction may occur over immense regions.
579348.
ბიოლოგია | თავი LV
მაგალითად, ცენტრალური ამერიკისა და მექსიკის ტროპიკული მშრალი ტყეების დაახლოებით 98% გაიჩეხა.
For instance, approximately 98% of the tropical dry forests of Central America and Mexico have been cleared.
579349.
ბიოლოგია | თავი LV
ამასთან ერთად მრავალი ბუნებრივი ლანდშაფტი დანაწევრდა და პატარა მონაკვეთებად ფრაგმენტირებულ საცხოვრებელ გარემოებად იქცა.
In addition, many natural landscapes have been broken up, fragmenting habitat into small patches.
579350.
ბიოლოგია | თავი LV
ტყის ფრაგმენტაცია გამალებით მიმდინარეობს ტროპიკულ ტყეებში.
Forest fragmentation is occurring at a rapid rate in tropical forests.
579351.
ბიოლოგია | თავი LV
მაგალითად, მექსიკის ვერაკრუზის შტატში ტროპიკული წვიმის ტყეების გაჩეხამ უმეტესწილად მსხვილფეხა საქონლის რანჩოების გაშენების მიზნით, შედეგად მოიტანა ადგილობრივი ბუნებრივი ტყის დაახლოებით 91%-ის დაკარგვა და მხოლოდ პატარა ტყის კუნძულების არქიპელაგიღა დატოვა ფრაგმენტის სახით.
For example, clearing of tropical rain forest in the state of Veracruz, Mexico, mostly for cattle ranching, has resulted in the loss of approximately 91% of the original forest, leaving a fragmented archipelago of small forest islands.
579352.
ბიოლოგია | თავი LV
თითქმის ყველა შემთხვევაში საცხოვრებელი გარემოს ფრაგმენტაციას სახეობათა ლოკალური გადაშენების ძალიან მაღალი ალბათობა ახლავს.
In almost all cases, habitat fragmentation leads to species loss, since the smaller populations in habitat fragments have a higher probability of local extinction.
579353.
ბიოლოგია | თავი LV
ჩრდილო ამერიკის პრერიების მინდვრის ყვავილები ამის მაგალითს წარმოადგენს.
The prairies of North America are an example.
579354.
ბიოლოგია | თავი LV
პრერიების მინდვრის ყვავილებს სამხრეთ ვისკონსინის თითქმის 800 000 ჰექტარი ეკავა, როცა ევროპელები იქ პირველად შევიდნენ.
Prairie covered about 800,000 hectares of southern Wisconsin when Europeans first arrived.
579355.
ბიოლოგია | თავი LV
1948-1954 წლებში ჩატარდა მცენარეთა ნაირსახეობის აღწერა, სადაც დაფიქსირდა 54 ვისკონსური პრერიების მინდვრის ყვავილების ნარჩენები, შემდეგ განმეორდა 1987-1988 წლებში.
Plant diversity surveys of 54 Wisconsin prairie remnants were conducted in 1948-1954 and then repeated in 1987-1988.
579356.
ბიოლოგია | თავი LV
აღწერათა შორის არსებული ორი ათეული წლის განმავლობაში პრერიების მინდვრის ყვავილების ფრაგმენტების დანაკარგმა შეადგინა 8%, ხოლო მცენარეული ჯიშების დანაკარგმა 60%.
During the few decades between surveys, the various prairie fragments lost between 8% and 60% of their plant species.
579357.
ბიოლოგია | თავი LV
თუმცა კვლევების მეტი წილი ფოკუსირებულია სახმელეთო ეკოსისტემებზე, უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ასევე საარსებო გარემოს დანაკარგიც ზღვის ბიომრავალფეროვნებისათვის, განსაკუთრებით კონტინენტის სანაპირო ზოლის გასწვრივ და მარჯნის რიფების ირგვლივ.
Though most studies have focused on terrestrial ecosystems, habitat loss is also a major threat to marine biodiversity, especially along continental coasts and around coral reefs.
579358.
ბიოლოგია | თავი LV
ადამიანის აქტივობის წყალობით დაზიანებულია დედამიწის ყველაზე უფრო მდიდარი აკვატორული თანასაზოგადოებების დაახლოებით 93%.
About 93% of coral reefs, among Earth's most species-rich aquatic communities, have been damaged by human activities.
579359.
ბიოლოგია | თავი LV
გარემოს განადგურების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით მომდევნო 30-40 წლის განმავლობაში შეიძლება დაიკარგოს ზღვის თევზების სახეობათა ერთი მესამედის საცხოვრებელი გარემოს, რიფების 40-50%.
At the current rate of destruction, 40-50% of the reefs, home to one-third of marine fish species, could be lost in the next 30 to 40 years.
579360.
ბიოლოგია | თავი LV
აკვატორული საცხოვრებელი გარემოს განადგურება და სახეობათა დაკარგვა ასევე გამოწვეულია დამბების, რეზერვუარების, არხების მოდიფიკაციით და მდინარეთა დონეების რეგულაციით, რაც მსოფლიოს უმეტეს მდინარეებზე ხორციელდება მთელს მსოფლიოში.
Aquatic habitat destruction and species loss also result from the dams, reservoirs, channel modification, and flow regulation now affecting most of the world's rivers.