მოიძებნა 668043 ჩანაწერი
579741.
განთიადი | თავი I
სანამ შუქნიშანზე მწვანე შუქის ანთებას ველოდი, მარჯვნივ მალულად გავიხედე.
As I sat waiting for one of the three traffic lights in town to turn green, I peeked to the right.
579742.
განთიადი | თავი I
მინივენში მჯდარი მისის ვებერი მთელი ტანით ჩემკენ შემოტრიალებულიყო.
In her minivan, Mrs. Weber had turned her whole torso in my direction.
579743.
განთიადი | თავი I
მერე უცებ გამახსენდა, რომ ამ მანქანას მუქი მინები ჰქონდა. ალბათ არ იცოდა, საჭესთან მე რომ ვიჯექი, და ვერც იმას ხედავდა, მას რომ ვუყურებდი.
Then I remembered that these windows were so darkly tinted that she probably had no idea if it was even me in here, let alone that I'd caught her looking.
579744.
განთიადი | თავი I
მარცხნივ გავიხედე და ამოვიოხრე.
I glanced to the left and groaned.
579745.
განთიადი | თავი I
ტროტუარზე ორი გამვლელი გაშეშებულიყო.
Two pedestrians were frozen on the sidewalk.
579746.
განთიადი | თავი I
მათ ზურგს უკან, მისტერ მარშალი თავისი პატარა სუვენირების მაღაზიის ვიტრინაზე იყო აკრული.
Behind them, Mr. Marshall was gawking through the plate-glass window of his little souvenir shop.
579747.
განთიადი | თავი I
მწვანე შუქი აინთო თუ არა, გაზის პედალს ძლიერად დავაწექი.
The light turned green and, in my hurry to escape, I stomped on the gas pedal.
579748.
განთიადი | თავი I
რეაქციის შესაფასებლად არ მიმომიხედავს.
I couldn't bear to look around at the reaction.
579749.
განთიადი | თავი I
როგორღაც ბენზინგასამართ სადგურამდე მივაღწიე.
I managed to reach my goal, the gas station.
579750.
განთიადი | თავი I
რა მნიშვნელობა ჰქონდა, სხვები რას ფიქრობდნენ ჩემს ნიშნობაზე ან ახალ მანქანაზე?
Did it really matter what people were saying about my engagement? About my new car?
579751.
განთიადი | თავი I
პრესტიჟულ კოლეჯში ჩემს ჩარიცხვაზე?
About my mysterious acceptance into college?
579752.
განთიადი | თავი I
ან შავსა და პრიალა საკრედიტო ბარათზე, რომელსაც შარვლის უკანა ჯიბეში თითქოს ცეცხლი ეკიდა?
About the shiny black credit card that felt red-hot in my back pocket right now?
579753.
განთიადი | თავი I
შევტრიალდი, მაგრამ ნეტა არ შევტრიალებულიყავი.
I turned, and then wished I hadn't.
579754.
განთიადი | თავი I
საერთოდაც, ჩემთვის ისიც საამაყო იყო, რომ „ტოიოტას“, „ფორდისა“ და „შევროლეს“ სიმბოლოებს ერთმანეთისგან ვარჩევდი.
But then, I was just proud I could distinguish between the symbols for Toyota, Ford, and Chevy.
579755.
განთიადი | თავი I
ეს მანქანა შავი, მბზინვარე და ლამაზი იყო.
This car was glossy black, sleek, and pretty.
579756.
განთიადი | თავი I
– უკაცრავად, რომ გაწუხებთ, მაგრამ შეგიძლიათ მითხრათ, რა მოდელია? – მკითხა უფრო ტანმაღალმა.
"I'm sorry to bother you, but could you tell me what kind of car you're driving?" the tall one asked.
579757.
განთიადი | თავი I
– დიახ, – თავაზიანად მიპასუხა კაცმა.
"Urn, a Mercedes, right?" "Yes," the man said politely.
579758.
განთიადი | თავი I
– ვიცი, მაგრამ მაინტერესებდა, „მერსედეს გარდიანი“ ხომ არაა-მეთქი.
"I know. But I was wondering, is that a Mercedes Guardian?"
579759.
განთიადი | თავი I
ჩემთვის ეს მანქანა „მერსედესის“ სხვა სედანებისგან არაფრით განსხვავდებოდა, მაგრამ, აბა, მე რა გამეგებოდა?
It didn't look much different from any other Mercedes sedan to me, but what did I know?
579760.
განთიადი | თავი I
ერთი მხრივ, თეთრი კაბისა და თაიგულის გაფიქრებაზეც მაჟრიალებდა.
On the one hand, I had been raised to cringe at the very thought of white dresses and bouquets.