მოიძებნა 668043 ჩანაწერი
581321.
განთიადი | თავი VII
შევამჩნიე, როგორ შეათვალიერა ჩემი აწყლიანებული თვალები და სახის ფერი.
I saw her measuring the color in my face, the moisture in my eyes.
581322.
განთიადი | თავი VII
ედუარდმა მკვახედ მიმართა.
Edward snapped something at her.
581323.
განთიადი | თავი VII
არ მახსოვს, მას ოდესმე ასეთი თავხედობა გამოეჩინოს.
I'd never heard him be so impolite before.
581324.
განთიადი | თავი VII
წამოვხტი და სამზარეულოსკენ გავიქეცი.
I gagged and whirled for the sink.
581325.
განთიადი | თავი VII
საბედნიეროდ, ჯახუნის გაგონებისთანავე სუნიც გაიფანტა.
Mercifully, the smell disappeared with the sound.
581326.
განთიადი | თავი VII
მე პირში წყალი გამოვივლე და მუცელში ისევ ბიძგი ვიგრძენი.
I rinsed my mouth in the tap and there was a nudge in my womb.
581327.
განთიადი | თავი VII
ედუარდმა ჩამიხუტა.
Edward pulled me into his arms.
581328.
განთიადი | თავი VII
თავი მხარზე დავადე, ხელები კი ინსტინქტურად მუცელზე დავიწყვე.
I rested my head on his shoulder, my hands, instinctively, folded over my stomach.
581329.
განთიადი | თავი VII
გაკვირვებისგან გაფართოებული თვალებით ხელებზე მიყურებდა.
Her eyes were locked on my hands, popping wide with shock.
581330.
განთიადი | თავი VII
ამ დროს ედუარდმაც ამოიოხრა და ქალისკენ შეტრიალდა.
Then Edward gasped, too, and he suddenly turned to face the woman.
581331.
განთიადი | თავი VII
კაურემ მოულოდნელად ედუარდს ყვირილი დაუწყო, უცხო სიტყვებს პირიდან ბასრი დანებივით აფრქვევდა.
Suddenly, Kaure was shouting at him, her unintelligible words flying across the room like knives.
581332.
განთიადი | თავი VII
მან პატარა მუშტი ჰაერში გაიქნია და ორი ნაბიჯით მოგვიახლოვდა.
She raised her tiny fist in the air and took two steps forward.
581333.
განთიადი | თავი VII
მიუხედავად მძვინვარებისა, თვალებში შიში ჩასდგომოდა.
Despite her ferocity, it was easy to see the terror in her eyes.
581334.
განთიადი | თავი VII
ედუარდმა მისკენ გადადგა ნაბიჯი, მე მკლავში ხელი ჩავავლე, შემეშინდა, არაფერი დაუშავოს-მეთქი.
Edward stepped toward her, too, and I clutched at his arm, frightened for the woman.
581335.
განთიადი | თავი VII
მან სასწრაფოდ უკან დაიხია და პირჯვარი გადაიწერა.
She took a quick step back and crossed herself.
581336.
განთიადი | თავი VII
ის მას მიუახლოვდა, ჩემზე ანიშნა და ლოყაზე ხელით შემეხო.
He reached out to her, gesturing toward me and then resting his hand against my cheek.
581337.
განთიადი | თავი VII
მანა ისევ ბრაზიანად წამოიძახა რაღაც და მისკენ გამკიცხავად გამოიშვირა თითი.
She replied angrily again, waving her hands accusingly toward him.
581338.
განთიადი | თავი VII
მას გამომეტყველება შეეცვალა, გამუდმებით ჩემი დაბნეული სახისკენ აცეცებდა თვალებს.
Her expression changed, her eyes repeatedly flashing to my confused face.
581339.
განთიადი | თავი VII
მან საუბარი შეწყვიტა.
He stopped speaking.
581340.
განთიადი | თავი VII
მან ჯერ ორივეს შემოგვხედა და მერე უნებურად გადმოდგა ჩვენკენ ნაბიჯი.
She looked back and forth between the two of us, and then, unconsciously it seemed, took a step forward.