მოიძებნა 668043 ჩანაწერი
582481.
განთიადი | თავი XI
ფანჯრიდან ოთახის კედლები და მაღალი ჭერი დავინახე, ჭაღი არ ენთო.
I could see up through the windows – see the top of the walls and the ceiling, the unlit chandelier that hung there.
582482.
განთიადი | თავი XI
ერთი წამით მეგონა, სხვა ოთახში ვიჭყიტებოდი.
For a second I thought I'd gotten the wrong room.
582483.
განთიადი | თავი XI
მინის კედელი გამქრალიყო – რკინისას დამსგავსებოდა.
The glass wall was gone – it looked like metal now.
582484.
განთიადი | თავი XI
ავეჯი სულ გადაეწიათ და ოთახის შუაგულში ვიწრო საწოლი დაედგათ, რომელზეც ბელა უხერხულად მოკუნტული იწვა.
And the furniture was all dragged out of the way, with Bella curled up awkwardly on a narrow bed in the center of the open space.
582485.
განთიადი | თავი XI
როზალიმ შუბლზე ხელი გადაუსვა.
Rosalie smoothed her hand across her forehead.
582486.
განთიადი | თავი XI
ედუარდი მათგან შემობრუნდა, ისევ ცეცხლმოკიდებულ კაცად ქცეულიყო.
Edward turned away from them, and he was the burning man again.
582487.
განთიადი | თავი XI
წამით ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა.
His eyes met mine for one moment.
582488.
განთიადი | თავი XII
ძილ-ბურანში ვიყავი.
I was right on the edge of sleep.
582489.
განთიადი | თავი XII
მზემ ღრუბლებს შორის ერთი საათის წინ გამოანათა – ტყეში სიბნელე გაიფანტა და ნაცრისფერი ბინდი ჩამოწვა.
The sun had risen behind the clouds an hour ago – the forest was grey now instead of black.
582490.
განთიადი | თავი XII
სეთმა ღამის პირველ საათზე დაიძინა და განთიადამდე მე ვმორიგეობდი.
Seth'd curled up and passed out around one, and I'd woken him at dawn to trade-off.
582491.
განთიადი | თავი XII
სეთი არაფერზე ფიქრობდა, მისი თვალებით მხოლოდ მორუხო-მომწვანო ლაქას ვხედავდი.
Seth's thoughts were empty, just a blur of green and grey as the woods flew past him.
582492.
განთიადი | თავი XII
უცებ დილის მყუდროება სეთის გამაყრუებელმა ყმუილმა დაარღვია.
And then Seth's piercing howl broke the early morning quiet.
582493.
განთიადი | თავი XII
უკანა ფეხები წესიერად გაშლილიც არ მქონდა, რომ უკვე გავრბოდი.
My front legs pulled toward a sprint before my hind legs were off the ground.
582494.
განთიადი | თავი XII
მერე ორივემ დავიღრინეთ.
And then we both snarled.
582495.
განთიადი | თავი XII
- წადი აქედან, ლეა! – ამოიოხრა სეთმა.
- Go away, Leah! - Seth groaned.
582496.
განთიადი | თავი XII
ის წკმუტუნებდა და ბრჭყალებით მიწას ფხოჭნიდა.
He whimpered and pawed at the ground.
582497.
განთიადი | თავი XII
ბუჩქებს შორის ლეას გამხდარი, რუხი ტანი გამოჩნდა.
Leah trotted into view, her small grey body weaving through the underbrush.
582498.
განთიადი | თავი XII
გეყოფა წკმუტუნი, სეთ.
Stop whining, Seth.
582499.
განთიადი | თავი XII
ლეა მაშინვე მექანიკურად შედგა.
She skipped back a step automatically.
582500.
განთიადი | თავი XII
ლეა, რას აკეთებ?
What do you think you're doing, Leah?